როდის არიან ბედნიერი ზოდიაქოს ნიშნები

როდის არიან ბედნიერი ზოდიაქოს ნიშნები

მდიდრული ავტომობილის ან ძვირად ღირებული სამოსის ყიდვის ფუფუნება იყოს, ზოგს კი ისიც აბედნიერებს, თუკი მისთვის ახლობელი ადამიანები და ოჯახის წევრები ჯანმრთელი და დაპურებული ჰყავს. ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, ადამიანების დამოკიდებულება იცვლება ბევრი რამის მიმართ, მათ შორის ბედნიერების აღქმაც იცვლება და ის, რაც დღეს უდიდეს სიამოვნებას გვანიჭებდა, ხვალ შესაძლოა აბსოლუტურად მოსაწყენად იქცეს ჩვენთვის. თუმცა, ასტროლოგები თვლიან, რომ ნებისმიერი ზოდიაქოს ნიშანს აქვს კონკრეტულად მისთვის "შესაბამისი" კრიტერიუმი და მოთხოვნა საიმისოდ, რომ იყოს ბედნიერი. ვიღაცისთვის ეს საქმეა, ვიღაცისთვის შვილების მოვლა-პატრონობა, ზოგიერთისთვის კი მუდმივი და უღალატო პარტნიორი გვერდით.

ვერძი ბედნიერია, თუკი ლიდერობის საშუალება აქვს. მას ყველაზე მეტად პროფესიული მიღწევები, ახალ-ახალი მწვერვალების დაპყრობა და საყოველთაო აღიარება აბედნიერებს.

კურო ბედნიერია, თუკი ფინანსურად სტაბილურად გრძნობს თავს. მსხვილ საბანკო ანგარიშთან ერთად კუროს კომფორტი, კარგი საკვები და ოჯახური, თბილი ატმოსფეროც აბედნიერებს.

ტყუპი ბედნიერია, თუკი გააჩნია მუდმივი ერუდიციის, ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების საშუალება. საინტერესო სანაცნობო წრე და თავგადასავლები ცხოვრებაში.

კირჩხიბი ბედნიერია, თუკი იცის, რომ მისი ოჯახის წევრები და მრავალრიცხოვანი ნათესავები მისით კმაყოფილი და ბედნიერი არიან. მას ასევე უზომოდ აბედენიერებს შვილების წარმატება.

ლომი ბედნიერია, თუკი საშუალება აქვს საზოგადოების წინაშე იბრწყინოს და მოიწონოს თავი საკუთარი კეთილი საქმეებით. მას ფუფუნების საგნები და მდიდრული საჩუქრებიც აბედნიერებს.

ქალწული ბედნიერია, თუკი დარწმუნებულია, რომ მის ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება. არანაკლებ აბედნიერებს მას იმის შეგრძნება, რომ ცხოვრებაში ყველაფერი მის მიერ, წინასწარ დასახული გეგმის მიხედვით მიდის.

სასწორი ბედნიერია, თუკი გვერდით ეგულება ვინმე, ვისაც შეუძლია ჩაეხუტოს. მისთვის ბედნიერებაა ასევე საინტერესო თანამოსაუბრის, აზრის გამზიარებლის ყოლა.

მორიელი,

რაც არ უნდა გაგიკვირდეთ ხშირად ბედნიერია მაშინ, როცა საშუალება აქვს პერიოდულად ვინმეს ნერვები მოუშალოს. არანაკლებ ბედნიერებას ანიჭებს მას იმის ცოდნა, რომ სიტუაცია მისი მხრიდან სრულ კონტროლს ექვემდებარება.

მშვილდოსანი ბედნიერია მაშინ, როცა აქვს საშუალება ბევრი იწანწალოს და იმოგზაუროს. მას ასევე აბედნიერებს ბავშვებთან და ცხოველებთან ურთიერთობა.

თხის რქა ბედნიერია მაშინ, როცა იცის, რომ მისი შრომა ჯეროვნად ფასდება შესაბამისი წინსვლის პრესპექტივით სამსახურში. არანაკლებ აბედნიერებს მას იმის ცოდნა, რომ ოჯახის წევრები აფასებენ და პატივს სცემენ მის აზრს.

მერწყული ბედნიერია მაშინ, როცა არავინ უზღუდავს თავისუფლებას. მას ასევე აბედნიერებს რამდენიმე სხვადასხვა საქმით გატაცება ან მეგობრების წრეში ზოგადსაკაცობრიო თემებზე მსჯელობა.

თევზები ბედნიერია მაშინ, როცა იცის, რომ ვიღაც არსებობს, ვინც თავზე ხელს გადაუსვამს, ცხელ ჩაის დაალევინებს და ეტყვის, რომ მიუხედავად ყველაფრისა შეუძლია ჰქონდეს მისი იმედი. ბედნიერია მაშინ, როცა იცის, რომ მისი პრობლემების მოგვარება სხვებსაც შეუძლიათ.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?