როდის დადგება თქვენს ცხოვრებაში გადამწყვეტი ეტაპი?

როდის დადგება თქვენს ცხოვრებაში გადამწყვეტი ეტაპი?

ამ დროს განსაკუთრებული ყურადღების და სიფრთხილის გამოჩენა არის საჭირო და ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანოა საკუთარი ცხოვრების საბედისწერო წლების ცოდნა. ეს ჰოროსკოპიც სწორედ ამ მიზნით არის შექმნილი.

ვერძი

ცხოვრებისეულ გზაზე ვერძებს უფრო მეტი გამარჯვება ელით, ვიდრე მარცხი. ზოდიაქოს ამ ნიშნისთვის საბედისწერო ასაკი — 15, 19, 30, 35, 40, 45, 57, 60, 66 და 76 წელი არის. განსაკუთრებული ყურადღება 40 წელს უნდა მიაქციონ. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს კარდინალური ცვლილებები ცხოვრებაში მოწიფულ ასაკში ელით.

Astrologia

კურო

ახალგაზრდობაში კუროებს ყველა პირობა აქვთ სურვილების შესასრულებლად და ისრულებენ კიდეც, მაგრამ ამას მათთვის ბედნიერება არ მოაქვს. ჩვეულებრივ, ამ ნიშნით დაბადებულები, ცხოვრებით კმაყოფილები მხოლოდ 30 წლის შემდეგ არიან. გადამწყვეტი ასაკი მათ ცხოვრებაში — 16, 21, 24, 30, 33, 39, 51, 60 და 64 არის.

Astrologia

ტყუპი

ცხოვრების მანძილზე ტყუპს სხვადასხვა სახის უსიამოვნებისგან რაღაც უხილავი ძალა იცავს. ამას შეგვიძლია გამართლება ან მფარველი ანგელოზის დაცვა ვუწოდოთ, მაგრამ ფაქტი, ფაქტად რჩება. მარჩბივის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ასაკი — 10, 20, 30, 40, 50, 64, 70 და 80 წელი არის. აღნიშნულ პერიოდებში, ტყუპს ყველაფერი თავისთავად გამოსდით, ხოლო იღბალი ყველანაირად ხელს შეუწყობს, მიზნების რეალიზაციაში.

Astrologia

კირჩხიბი

კირჩხიბების უმრავლესობისთვის გადამწყვეტი მომენტები 30 წლამდე, ძირითადად, პირად ცხოვრებას და რომანტიკულ ურთიერთობებს უკავშირდება. ხოლო, 30-ის შემდეგ, მათ ცხოვრებაში ისეთი მოულოდნელი რაღაცეები ხდება, რომლისთვისაც ისინი მზად არ არიან. აღნიშნული საზღვრის გადალახვის შემდეგ, კირჩხიბი იშვიათად განიცდიან იმედგაცრუებას და საბოლოოდ რომ არ დაკარგონ ცხოვრებისადმი ინტერესი, მათ განსაკუთრებული ყურადღება იმ მოვლენებს უნდა მიაქციონ, რომლებიც მათ ცხოვრებაში 15, 25, 30, 35, 40, 45, 50, 60 და 75 წლის ასაკში მოხდება.

Astrologia

ლომი

ცხოვრების გზაზე ლომები როგორც სასიხარულო, ისე სამწუხარო მოვლენებს შეხვდებიან. მაგრამ, იმის გამო, რომ ისინი ყველაფერს ისე ღებულობენ, როგორც საჭიროა, ადვილად ეგუებიან ცვლილებებს. მათი ცხოვრების მნიშვნელოვანი ასაკია — 19, 36, 40, 57, 60 და 76 წელი.

Astrologia

ქალწული

ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს, პირად ცხოვრებაზე მეტად, კარიერა, პიროვნული ზრდა და ფინანსური პერსპექტივები აინტერესებთ. ამიტომ, ბევრი საბედისწერო მოვლენა მათ ცხოვრებაში, სწორედ ამ სფეროს უკავშირდება. მნიშვნელოვანი ასაკი ქალწულისთვის — 16, 21, 24, 32, 41, 50 წელი არის.

Astrologia

სასწორი

საბედისწერო პერიოდები, სასწორის ნიშნით დაბადებულებს, წარმატების მოპოვების შანსს აძლევს. ცხოვრების ამ პერიოდებში, განსაკუთრებული ყურადღების და გამბედაობის გამოჩენა არის საჭირო, რომ შანსი ხელიდან არ გაუშვან. ასეთი მნიშვნელოვანი ასაკი სასწორების ცხოვრებაში — 8, 16, 24, 32, 40, 48, 56, 64 და 72 წელი არის.

კითხვა განაგრძე intermedia.ge -ზე.