და რჩევები მისცე ადამიანს, რომელიც ყურებამდე შეყვარებულია. თუმცა, მანამ სანამ კუპიდონმა საბოლოოდ დაგიბინდათ გონება სასურველი იქნებოდა ცნობილი რუსი ეზოთერიკოსისა და ასტროლოგის ალექსანდრ ლიტვინის რჩევები გაითვალისწინონ მათ ვინც დაოჯახებას გეგმავს უახლოესი ერთი წლის მანძილზე...
როგორ შევარჩიოთ საქმრო
ყურადღება მიაქციეთ იმას, თუ როგორი ურთიერთობა აქვს თქვენს რჩეულს მამასთან. თუ იგი განქორწინებული ოჯახის შვილია და მამას არ ეკონტაქტება ეს ცუდია, თუმცა თუ თქვენი გულისსწორი სრულფასოვან ოჯახში გაიზარდა და მამასთან რთული დამოკიდებულება აქვს, უნდა იცოდეთ, რომ მის ფსიქოლოგიაში დედის როლია დომინანტური. ამიტომ ასეთი კაცი მიდრეკილია მეუღლისგან, ისევე როგორც ბავშვობაში დედისგან - ნებისმიერი წყენის პატიება და ატანა მოითხოვოს. "დედას ხომ ესმის, დედა ხომ მიგებს" - ეს არის მისთვის პრიორიტეტი. ამიტომ მეორე ნახევრისგანაც იმავეს მოელის ასეთი მამაკაცი.
როგორ შევარჩიოთ საცოლე
დააკვირდით რამდენად მჭიდრო და ახლო ურთიერთობა აქვს თქვენს საყვარელ ქალს დედასთან. მისი დამოკიდებულება ამ ქალთან საკმაოდ ნათელ წარმოდგენას შეგიქმნით იმაზე, სამომავლოდ ვინ იქნება თქვენ ოჯახში "წამყვანი ფიგურა". შესაბამისად, თუ არ გსურთ, გამუდმებით გიწევდეთ მეუღლესთან ძალაუფლებისთვის ბრძოლა, აარჩიეთ ისეთი ქალი, რომელსაც საკუთარ დედასთან მეგობრობა და მშვიდი ურთიერთობა შეუძლია.
როგორ შევარჩიოთ ქორწინების თარიღი
ალექსანდრ ლიტვინი მიიჩნევს, რომ კატეგორიულად დაუშვებელია ქორწინების დღის რომელიმე სახალხო ან რელიგიურ დღესასწაულზე შეგნებულად დამთხვევა. მისი აზრით, ეს ყველაფერი გარკვეულ "ფეტიშიზმს" ემსგავსება და მომავალი წყვილის ცხოვრებაშიც ექნება ადგილი მეუღლეებს შორის ერთის მხრიდან მეორისგან აბსოლუტური მორჩილების მოთხოვნილებას.
როდის ჯობია ჩაისახოს მომავალო ბავშვი
როგორც ცნობილი ასტროლიგი ამბობს, საუკეთესო პერიოდი ქალისთვის ჩასახვის კუთხით ივლისი-აგვისტოს და თებერვალ-მარტის პრიოდები. შესაბამისად, კარგი იქნება, მომავალმა წყვილმა ზუსტად ამ დროს დაამთხვიოს გვარის გაგრძელებასთან დაკავშირებულ საკითხზე ზრუნვა.