არ არსებობს ამ ქვეყანაზე. შესაბამისად, დაძაბულ და რთულ პერიოდებს აუცილებლად მოსდევს აღმასვლისა და წარმატების მომენტები. განსაცდელები კი სხვა არაფერია თუ არა მეთოდი საიმისოდ, რომ ჩვენში უფრო ძლიერი, ამტანი და გამტანი პიროვნება აღიზარდოს.
ადამიანთა დიდი ნაწილი ასტროლოგს ძირითადად მაშინ მიმართავს, როცა ცხოვრება ჩიხში ამწყვდევს და მარტოოდენ ვარსკვლავების იმედად ყოფნაღა დარჩენია.
სტრესი და დეპერსია, გამოუვალი სიტუაციები ცხოვრებაში – ეს ყველაფერი გვაიძულებს გავჩერდეთ და დავფიქრდეთ. ყური დავუგდოთ სამყაროს სიგნალს და მივხვდეთ, რომ რაღაც გვეშლება ან გზა რომელიც ავირჩიეთ, ერთმნიშვნელოვნად არასწორია. თუმცა სანამ ამას გავაცნობიერებთ, ბევრი ჩვენგანი ამაოდ ცდილობს "ღია კარის ნგრევას" და სიტუაციის სათავისოდ კალაპოტში დაბრუნებას.
ასტროლოგიურად არსებობს მეთოდები თუ რა სახის ქმედებებს ჯობია მიმართოთ მაშინ, როცა გრძნობთ, რომ ცხოვრებისეული მორევი დაუნდობლად გითრევთ. თქვენი ზოდიაქოს ნიშანი, გარდა სახასიათო შტრიხებისა თავის თავში ფარულ რეზერვებსაც გულისხმობს... შესაბამისად, მათი გამოყენება სწორედ ძნელბედობის ჟამს უნდა მოხდეს... თქვენ ხომ არც კი იცით ე.წ. "მეორე სუნთქვის" არსებობის შესახებ, რომელსაც სამყარო გასაკუთრებით მძიმე წუთებში გიხსნით...
ვერძი მისი შეცდომა ის არის, რომ მას დაუყოვნებლივ უნდა ნებისმიერი დაბრკოლების რქებით გატანა და გაქრობა. მოთმინებას ვერძს ვერავინ ასწავლის ამ ქვეყანაზე იმიტომ, რომ მას ეს თვისება დაბადებიდანვე არ აქვს. სამაგიეროდ, სტრესის პერიოდში შეუძლია დაგროვილი ნეგატივი სპორტში, ცეკვების შესწავლაში ან ლაშქრობებში დახარჯოს. ეს საუკეთესო გზაა ვერძისთვის დეპრესიიდან გამოსაძვრომად.
კუროს დეპრესია ხანგრძლივი ვადით უგრძელდება თუკი მას საწყის ეტაპზევე არ ჩაავლო
"რქებში ხელი". სტრესთან ბრძოლის მეთოდებს შორის ყველაზე უსარგებლო კუროს შემთხვევაში საკვების გაათმაგებული დოზით მირთმევის ჩვევაა, ვითომდა გულის გადასაყოლებლად. უმჯობესია ამ მხრივ განტვირთვის გზად ბუნებასთან კავშირი, მცენარეების ან ქოთნის ყვავილების მოვლა გამოიყენოთ. მიწასთან კავშირი ნებისმიერი კუროს ანტიდეპრესანტია.
ტყუპს დეპრესია იშვიათად და ძალზე მცირე დოზით უტევს. მოგეხსენებათ, იგი ჰაერია და ჰაერს რა შეიძლება ჰქონდეს სადარდებელი? თანაც დიდი ხნით. თუმცა, თუკი მაინც დგება ტყუპი ცუდ ხასიათზე, მისთვის საუკეთესო გზა სტრესის დასაძლევად საინტერესო წიგნების სამყაროში ჩაძირვაა. ლიტერატურა და ტყუპის ზოდიაქო მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან. შესაბამისად, ერთი-ორი კარგი წიგნის გადაკითხვა საკმარისია, რომ ტყუპს ძველებური ოპტიმიზმი დაუბრუნდეს ცხოვრების მიმართ.
კირჩხიბი და დეპრესია სამწუხაროდ ლამის "ბავშვობის მეგობრები" არიან ხშირ შემთხვევაში. თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აქვე ისიც აღვნიშნოთ, რომ კირჩხიბების უმეტესობა გარკვეულ სიამოვნებასაც კი პოულობს სევდასა და ქვითინში. საუკეთესო გზა სტრესისგან გასათავისუფლებლად კირჩხიბისთვის არის წყალი. ნებისმიერი ტიპის წყლის პროცედურა დაწყებული ცურვით, დასრულებული ჰიდრომასაჟით ან სპა პროცედურებით კირჩხიბს გუნებას მომენტალურად გამოუკეთებს.
ლომის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულები როგორც წესი იმდენად თავდაჯერებულად გამოიყურებიან, რომ ბევრს შეიძლება ეჭვი შეეპაროს ამ ხალხს ოდესმე დეპრესია ან უგუნებობა რომ შეიძლება აწუხებდეს. თუმცა, ეს ასე არ გახლავთ და ახლავე აგიხსნით რატომ. ლომი გულით იმართება, ამიტომ იგი ამქვეყნად ყველაფერს გულითა და ღრმად განიცდის. შესაბამისად, სტრესთან საბრძოლველად მისთვის საუკეთესო გზა სიყვარული, ახალი რომანტიკული გატაცება ან ფლირტია. ეს საუკეთესო მეთოდია ლომისთვის თვითშეფასების ასამაღლებლად.
ქალწულებს როგორც წესი ჩუმი დეპრესია სტანჯავთ. მათ იშვიათად ახასიათებთ ემოციური გამოვლინება, დრამა და ცრემლები ამ მხრივ. თუმცა რეალურად ყველაფერს საკმარისზე მეტად განიცდიან ეს ადამიანები. ქალწულისთვის საუკეთესო ანტიდეპრესანტად შეიძლება იქცეს პატარა ლეკვის, ჩიტის ან კნუტის მოკედლება და მოვლა. ქალწული ხომ ზრუნვის სიმბოლოა. შესაბამისად, იგი ნებისმიერ ნეგატივს ხარჯავს მაშინ, როცა იწყებს სხვაზე ზრუნვას.
მსგავსად ქალწულისა, უგუნებობას სახის გამომეტყველების მიხედვით ვერასოდეს შეამჩნევთ სასწორს . ამ ადამიანებს როგორც წესი ყოველთვის მომხიბვლელი და თავაზიანი ღიმილი დასთამაშებთ სახეზე. თუმცა, მათაც აწუხებთ პერიოდულად სტრესი და დეპრესია. სასწორისთვის საუკეთესო გზა უგუნებობის დასაძლევად სახელოვნებო სფეროებით დაინტერესებაა. კარგი სპექტაკლის ნახვა, მუსიკის მოსმენა, რომანტიკულ და პოეტურ გარემოში გასეირნება უცებ მოიყვანს ხასიათზე ზოდიაქოს ამ ნიშნის ნებისმიერ წარმომადგენელს.
მორიელების დიდი ნაწილი საკმაოდ მძაფრი და ძლიერი დეპრესიისკენ არის ხშირად მიდრეკილი. ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ მორიელი ვერასოდეს ეგუება წაგებას თუნდაც მოკლევადიანს. ცხოვრება კი მოგეხსენებათ ისეთი რამაა, ყოველთვის როდი გვანებივრებს წარმატებებით. მორიელისთვის საუკეთესო მეთოდი დაგროვილი ნეგატივისა და სტრესის დასაძლევად არის ექსტრემალური სპორტის ნებისმიერი სახეობა. ადრენალინის დიდი დოზა საუკეთესოდ შველის ამ ხალხს უხასიათობის დაძლევაში.
მშვილდოსანი ბუნებით ოპტიმისტი და ხალისიანი ნატურაა. შეიძლება ითქვას, რომ ხანდახან ზედმეტადაც კი. თუმცა დგება პერიოდები, როცა იგი ცხოვრებისეულ სირთულეებს ეჯახება და გარკვეული სევდა შემოუტევს ხოლმე. ასეთ დროს მან ცხოველებთან უნდა იკონტაქტოს ბევრი. ოთხფეხა მეგობრებთან ურთიერთობა მას ნებისმიერი სახის დარდს დაავიწყებს.
თხის რქა გარეგნული უშფოთველობის მიღმა, საკმაოდ ემოციურ ფსიქიკას მალავს. იგი ძალიან თავმოყვარე და რაც მთავარია, პატივმოყვარე ინდივიდია. ყველაზე ხშირად თხის რქას დეპრესია პროფესიულ სარბიელზე წარუმატებლობის გამო უტევს. ასტროლოგები ურჩევენ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს უგუნებობა ფიზიკური ვარჯიშით, ხანგრძლივი სეირნობითა და ხელსაქმით გაიქარვონ.
მერწყული მსგავსად ჰაერის სტიქიის სხვა წარმომადგენლებისა ნაკლებადაა მიდრეკილი დეპრესიისკენ. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მერწყულის ზოდიაქოს თანამმართველად პირქუში სატურნი ითვლება ამიტომ პერიოდულად მერწყულსაც ახასიათებს უგუნებობა. მათთვის საუკეთესო გზა განტვირთვისა და სტრესთან ბრძოლისთვის არის მრავალრიცხოვანი მეგობრული თავყრილობების მოწყობა, ჯგუფური გასართობი ღონისძიებები და ა.შ.
თევზები თანდაყოლილი მელანქოლიურობით ხასიათდებიან ზოგადად. შესაბამისად, გარკვეული სევდანარევი განწყობა ამ ადამიანებისთვის ნორმაც კია ხშირად ვიდრე მოულოდნელობა. თუმცა სერიოზულ სტრესთან ბრძოლისთვის თევზებს სახელოვნებო სფეროებში ჩაღრმავება შველით. განსაკუთრებით კარგი ამ მხრივ არის ლიტერატურა ან ეზოთერული სფეროების გაცნობა. ეს თევზებს საკუთარი პრობლემების გადაჭრასა და ზოგადად საკუთარი თავის უკეთ გაცნობაში დაეხმარება.