როგორ დავათბოთ ურთიერთობა შეფთან მისი ზოდიაქოს ნიშის მიხედვით

როგორ დავათბოთ ურთიერთობა შეფთან მისი ზოდიაქოს ნიშის მიხედვით

ზოგადად იმისთვის არსებობენ ამ ქვეყანაზე, ვინმეზე იბატონონ და დირექტივები აძლიონ სხვას. თუმცა უფროსიც არის და უფროსიც. შესაბამისად, თუკი თქვენ საქმეს კრეატიულად მიუდგებით და ასტროლოგიურ ცოდნასაც მოიშველიებთ, მარტივად შეძლებთ საკუთარი უფროსი სამომავლოდ მოკავშირედ და მეგობრად გადააქციოთ.

ვერძი უფროსი თუ გყავთ, საქმეს ზოზინით ნურასოდეს გააკეთებთ და არასოდეს დაიწყოთ სახალხოდ იმის დემონსტრირება, რომ მასზე უკეთ შეგიძლიათ რამის კეთება თუნდაც ასე იყოს ეს!

კურო უფროსთან მხოლოდ მოწესრიგებული და მშრომელი კადრი "გაიხარებს". სტაბილურობა ეს უმთავრესი თვისებაა, რის გამოც კურო პატივს სცემს ადამიანებს.

ტყუპი უფროსის მოსახიბლად კარგი იუმორის გრძნობა უნდა მოიშველიოთ. რაც უფრო ხშირად შესძლებთ მის გაცინებას, მით უფრო ზემოთ წავა თქვენი კარიერა.

კირჩხიბ უფროსს ხშირად უთხარით ხოლმე კომპლიმენტი – ოღონდ არა თავის თავზე, არამედ საკუთარ ოჯახის წევრებზე, რომელთა ფოტოებიც სამუშაო მაგიდაზე უდევს. შვილები და ნათესავები კიბოს სისუსტეა.

ლომი უფროსის გულის მოსაგებად კი აუცილებელია მას ყველა წვრილმან-მსხვილმან საკითხში ჰკითხოთ "კომპეტენტური" რჩევა, რომელიც დიდი ალბათობით თქვენ არც არაფერში გესაჭიროებათ.

ქალწული უფროსი მხოლოდ ისეთ თანამშრომელს დაუახლოვდება, ვისი იმედიც შეუძლია ყველაფერში ჰქონდეს. მის გულს ჯანსაღი ცხოვრების წესის, კვებისა და დიეტოლოგიის სფეროში არსებული ცოდნითაც უდავოდ მოიგებთ.

სასწორი უფროსი თანამშრომლებს ვიზუალური მონაცემების მიხედვით აფასებს. თუმცა დახვეწილ გარეგნობასთან ერთად, თუ სახელოვნებო სფეროებშიც ერკვევით და დიპლომატიურობაც არ გაკლიათ, შესაძლოა მან თქვენზე უკეთესი თანაშემწე ვერსად იპოვნოს.

მორიელი უფროსი ყველაზე ძნელად შედის მეგობრულ ურთიერთობაში ქვეშევრდომებთან ეჭვიანი და ფრთხილი ბუნების გამო. ამიტომ არასოდეს დაარღვიოთ დისტანცია თქვენსა და მას შორის. ნუ გაუშინაურდებით ზედმეტად. დაანახვეთ, რომ მშრომელი, სამართლიანი და გულწრფელი ხართ. იქნებ ოდესმე თავად მოინდომოს თქვენთან მეგობრობა.

მშვილდოსანი უფროსი ყველა თანამშრომელს უპირობოდ მიაჩნია საკუთარ ძმაკაცად (დაქალად). ამ ადამიანის გულის მოსაგებად კი საჭიროა იყოთ მხიარული, კომუნიკაბელური და გახსნილი. თუ ამ ყველაფერთან ერთად ფეხბურთი, ცხოველები და ავტორბოლაც გიყვართ, თქვენი მასთან მეგობრობა ხანგრძლივი ვადით გასტანს.

თხის რქა უფროსი ნაკლებად აძლევს თავს უფლებას თავი გაუყადროს ჩინითა და სოციალური სტატუსით დაბლა მდგომებს. ამიტომ მისი პატივისცემის დასამსახურებლად მინიმუმ ჰარვარდის დიპლომი მაინც უნდა გქონდეთ ხელთ ან ბაგრატიონების შთამომავალი უნდა იყოთ დედის ან მამის მხრიდან.

მერწყული უფროსი ყველა თანამშრომლისთვის მეგობარი და შინაურია. მას იშვიათად გააჩნია იერარქიის მოთხოვნილება თანამშრომლებს შორის. თუმცა ამ ადამიანთან ჭეშმარიტი მეგობრობა თუ გსურთ ესაუბრეთ მას მფრინავ თეფშებზე, ასტრალურ სხეულებზე, დაკარგულ გალაქტიკებსა და ოზონის ხვრელზე. იგი თქვენით მოხიბლული დარჩება.

თევზი უფროსი ნაკლებად კონტაქტური და "პირშიწყალჩაგუბებული" უფროსების კატეგორიას განეკუთვნება. ამიტომ მასთან დამეგობრება ცოტა რთული საქმეა. შესთავაზეთ საქველმოქმედო საღამოების მოწყობა, სადაც ბევრი ალკოჰოლური სასმელი იქნება. ეს მისი აქილევსის ქუსლია.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?