ფაქტს, რომ ადამიანებს იუმორის გრძნობა განსხვავებული დოზით აქვთ განვითარებული. ასტროლოგები თვლიან, რომ ხშირად ზოდიაქოს ნიშანი განაპირობებს იმას რამდენად ადექვატურად აღიქვამს ადამიანი მისი მისამართით წარმოთქმულ ხუმრობას. ამიტომ ჩემო მეგობრებო, მანამ სანამ ვინმეს გაეხუმრებით უპრიანი იქნება ამ სტატიას გადახედოთ.
ვერძს - ესმის მხოლოდ თავისივე ხუმრობა.
კურო - გვიან წვდება ხუმრობის არსს და იცინის ორი დღის შემდეგ.
ტყუპები - იცინის ყველაფერზე, იმაზეც კი რასაც ხუმრობა არ ჰქვია.
კირჩხიბი - საერთოდ არ ესმის ხუმრობა. მაშინვე გული უჩუყდება.
ლომი - ხუმრობას მისი მისამართით აღიქვამს როგორც პირად შეურაცხყოფას.
ქალწული - აუცილებლად შეეცდება გაარკვიოს ხუმრობაში რა დოზითაა სიმართლის მარცვალი.
სასწორი - კარგად ესმის ხუმრობა, პასუხსაც შესაბამისს აბრუნებს.
მორიელი - ეხუმრეთ. მერე კი გაამზადეთ ადგილი სასაფლაოზე თქვენი ფეხით წასასვლელად.
მშვილდოსანი - შესანიშნავად ესმის ხუმრობა, თუმცა თავისი უფრო სასაცილოდ მიაჩნია.
თხის რქა - უყვარს ხუმრობა, სერიოზული სახით. აქვს შავი იუმორი.
მერწყული - გამომძიებლის ნიჭი უნდა, რომ გაარჩიოთ მისი ნათქვამი სიმართლე და ხუმრობა ერთმანეთისგან.
თევზები - ხუმრობას იგებს, მაგრამ ყოველთვის ჰგონია, რომ ვიღაცამ მაინც "წაკბინა".