შეჩვეული ჭირი უფრო მისაღებია ვიდრე შეუჩვეველი, თუნდაც დალხინებული ცხოვრება. ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ჩვენ ყველანი სხვადასხვა ფსიქოტიპად ვყალიბდებით, ჩვენი ნაკლითა და ღირსებებით. იგივე ზოდიაქოს ნიშნისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური სახასიათო შტრიხები განაპირობებს ხშირად ჩვენს საქციელს პირად ურთიერთობაში – კომპრომისის უნარს ან უაპელაციო სიჯიუტეს. ასტროლოგები თვლიან, რომ პარტნიორთან განშორებაც სხვადასხვაგვარად გადააქვთ ადამიანებს ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე. შესაბამისად, რჩევებსაც ამის მიხედვით აძლევენ მათ თუ როგორ გადაიტანონ განშორების ტკივილი, რომელიც ნებისმიერი ჩვენთაგანის ცხოვრებაში ერთხელ მაინც დგება.
ვერძის ნიშნით დაბადებულებს მხურვალე ტემპერამენტი და სიჯიუტე უფუჭებს საქმეს სიყვარულში. ამასთან, ქალები უფრო ძნელად თმობენ ხოლმე პოზიციებს სასიყვარულო ბატალიებში, ვიდრე მამაკაცები. განშორება ვერძს პირველ რიგში თავმოყვარეობას ულახავს და აიძულებს ღრუბლებიდან მიწაზე მწარედ "დაენარცხოს". ვერძი ბუნებით ამაყი და თავმოყვარე ნიშანია.
მაგრამ რამდენიც არ უნდა ამტკიცოს მან, რომ "სრულებით არ ადარდებს ძველი ურთიერთობა და ბედნიერია, რომ ყველაფერი დასრულდა", გულის სიღრმეში იგი საშინელ იმედიგაცრუებას და წყენას განიცდის მაინც . ასეთ დროს არ არის საჭირო სასწრაფოდ მონახოთ ყოფილის "ირსეული შემცვლელი" ძვირფასო ვერძებო. ნურც შურისძიებაზე იფიქრებთ და რაც მთავარია, მრავალსაათიანი გარჩევებით ნუ მოაბეზრებთ თავს თქვენს აწ უკვე "ყოფილს". უმჯობესია, როგორც იტყვიან "შორი დისტანცია" აიღოთ სიტუაციის შეფასება დროს მიანდოთ.
ამასობაში დაკავდით ახალი საქმიანობით, იდეების ნაკლებობას არც ერთი ვერძი არასოდეს უჩივის. ამიტომ თქვენი ცეცხლოვანი პოტენციალი პროფესიული კუთხით მიმართეთ და ეს საშუალებას მოგცემთ წყენა მალე გაიქარწყლოთ , თქვენთვის ჩვეული ოპტიმიზმის და მომხიბვლელი ღიმილის დაბრუნების შემდეგ კი ახალი პარტნიორი თავისთავად გამოჩნდება ჰორიზონტზე.