ჩაანაცვლოს, ზოგიერთისთვის ხშირად შეჩვეული ჭირი უფრო მისაღებია ვიდრე შეუჩვეველი, თუნდაც დალხინებული ცხოვრება. ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ჩვენ ყველანი სხვადასხვა ფსიქოტიპებად ვყალიბდებით, ჩვენი ნაკლითა და ღირსებებით. იგივე ზოდიაქოს ნიშნისთვის დამახასიათებელი სპეციფიური სახასიათო შტრიხები განაპირობებს ხშირად ჩვენს საქციელს პირად ურთიერთობაში – კომპრომისის უნარს ან უაპელაციო სიჯიუტეს. ასტროლოგები თვლიან, რომ პარტნიორთან განშორებაც სხვადასხვაგვარად გადააქვთ ადამიანებს ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე. შესაბამისად, რჩევებსაც ამის მიხედვით აძლევენ მათ თუ როგორ გადაიტანონ განშორების ტკივილი, რომელიც ნებისმიერი ჩვენთაგანის ცხოვრებაში ერთხელ მაინც დგება.
რჩევები კუროს
კურო მიწის სტიქიის წარმომადგენელია, მაშასადამე გრძნობებსა და ჩვეულებებში საოცრად სტაბილურია. ამასთან ერთად, კუროს ზოდიაქოს პლანეტა ვენერა მფარველობს, რაც ამ ხალხში კომფორტის სიყვარულს იწვევს. ამიტომ ნებისმიერი კუროსთვის რთულია საყვარელ, მიჩვეულ და რაც მთავარია, მისთვის კომფორტის შემქმნელ პარტნიორთან განშორება. პრინციპში ისეთი ადამიანის გვერდით, ვისთანაც თავს არაკომფორტულად იგრძნობს კურო ალბათ არც გააბამს ხანგრძლივ ურთიერთობას.
ამ ხალხს როგორც წესი, გვიან, მაგრამ ხანგრძლივად უყვარდება ვინმე. კურო ხანგრძლივი დროის მანძლზე აკვირდება და სწავლობს პოტენციური პარტნიორის საქციელს. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები ფიზიკურ ტკივილზე მეტად, სულიერ ტკივილებს უფრთხიან. იმიტომ რომ მდგრადობა ემოციური ტანჯვის მიმართ კუროს გაცილებით დაბალი აქვს. შესაბამისად, თუკი მაინც ისე მოხდა, რომ პარტიორმა მასთან დაშორება არჩია, პოსტ-ტრავმულ პერიოდს საყვარელ ადამიანთან დაცილების შემდეგ კურო საკმაოდ რთულად იტანს.
ასტროლოგები ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს ურჩევენ, გული მისთვის საყვარელ ორ საქმიანობას კულინარიასა და მცენარეების მოვლას გადააყოლოს. ამასთან ერთად, სასურველია, თუკი კურო თავს აიძულებს, ხანგრძლივი დროით არ დაუკეტოს გულის კარი ახალი სიყვარულის და ზოგადად ახალი ადამიანის გამოჩენას მის ცხოვრებაში. ცნობილი გამოთქმა: "ფაფით პირდამწვარი, დოსაც სულს უბერავდაო" ზუსტად რომ კუროებს ესადაგებათ. ამიტომ კუროს ნიშნით დაბადებულისთვის აუცილებელიც კია, ახალი ურთიერთობების მოკლე ხანში თუნდაც ძალდატანებით გაჩაღება. იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, მას აქვს ტენდენცია საკმაოდ დიდი პერიოდის მანძილზე არ მიუშვას გულთან ახლოს თუნდაც მისთვის ძალზე საინტერესო თაყვანისმცემელი იმის შიშით, რომ წარსულის ემოციები განმეორდება.
ამიტომ, რაც უფრო მალე შეძლებს კურო ახალი სასიყვარულო ან თუნდაც მსუბუქი ფლირტის ობიექტზე გადართვას განშორების შემდეგ მისთვის გაცილებით უფრო მარტივი იქნება პირად ცხოვრებაში წარუმატებლობის დავიწყება და გადახარშვა.