როგორ გამოვიყენოთ ჩვენი ქვეცნობიერი სურვილების ასასრულებლად

როგორ გამოვიყენოთ ჩვენი ქვეცნობიერი სურვილების ასასრულებლად

განაპირობებს მის გარშემო მიმდინარე მოვლენების ყველაზე დიდ პროცენტულობას. როგორც ვაზროვნებთ ჩვენ, იგივეს პროექციას ვახდენთ გარემოზე. ამიტომ თუკი შინაგანად აგრესორი ხართ, არ უნდა გიკვირდეთ რომ ცხოვრების გზაზე მუდმივად გხვდებიან აგრესორები და პირიქით... დადებითი ემოციები, ჩვენკენ კეთილგანწყობილ ხალხს და სიტუაციებს იზიდავს ავტომატურად. ეზოთერიკოსები გვასწავლიან იმას, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ სწორად ჩვენი ქვეცნობიერი ცხოვრების მაქსიმალურად მშვიდ და კომფორტულ კალაპოტში გადასაყვანად. ჯერ კიდევ ტომას ედისონი ამბობდა "არასოდეს დაწვეთ დასაძინებლად მანამ, სანამ რევიზიას არ ჩაუტარებთ საკუთარ ფიქრებს", სწორი და პოზიტიური აზროვნება ხომ წარმატების საწინდარია.

1. გახსოვდეთ, რომ თქვენი ქვეცნობიერი ყველაზე კარგად მაშინ მუშაობს, როცა სხეული სხვადასახვა ტიპის, წვრილმანი ქმედებებითაა დაკავებული. გაიხსენეთ, აბა, რამდენი ბრწყინვალე იდეა მოგდით აბაზანაში? ავტომობილის ტარებისას? ისწავლეთ ამ მომენტის გამოყენება. ჩაინიშნეთ იდეები.

2. ძილის წინ სანამ შუქს გამორთავთ და დაიძინებთ, ერთი წუთი მაინც დაუთმეთ აზრებს. დეტალურად გაიაზრეთ საკუთარი სურვილები, რომელიც უახლოესი დღეების გეგმებს ეხება. კონცენტრირდით მათზე. ფიქრი წვრილმანით უნდა დაიწყოთ, რათა სამომავლოდ დიდ სურვილებზეც ასწავლოთ კონცენტრირება თქვენს ქვეცნობიერს. გახსოვდეთ, ფიქრები მატერიალიზდება რეალობაში მაშინ, როცა ჩვენ მორგებული ვართ იმას, რაზეც ვოცნებობთ.

3. დღეში ორი წუთი მაინც წარმოიდგინეთ, რომ მიაღწიეთ სასურველ მიზანს. წარმოიდგინეთ თქვენი თავი ამ "სხვა რეალობაში" არ აქვს მნიშვნელობა რა ჩაიფიქრეთ დილაობით სირბილის დაწყება, დიეტა თუ ახალი ავტომობილის შეძენა.

4. კიდევ ორი წუთი დაუთმეთ იმას, რომ ნათლად წარმოიდგინოთ ის გრძნობები და ემოციები, რასაც თქვენი სურვილის ასრულება გამოიწვევს თქვენში... მაგალითად, შეიგრძენით ახალი ავტომობილის ტყავის სავარძლების სირბილე, დილის მზე, რომელიც სირბილის დროს თვალებში განათებთ.

5. პირველივე ეტაპზე ფიქრები არასოდეს მატერიალიზდება. ამიტომ ნუ ჩაიქნევთ ხელს თუ თქვენი ოცნება დილაობით სირბილის დაწყებაზე, დიეტაზე ოცნებადვე რჩება მომდევნო სამი-ოთხი დღის მანძილზე. მთავარია, თქვენ არ შეწყვიტოთ ფიქრი ამ თემაზე და ქვეცნობიერი საქმეს თქვენ მაგივრად მაინც მიიყვანს ბოლომდე. რაც იმაში გამოიხატება, რომ კვირის ბოლოს შესაძლოა, სარბენად არა, მაგრამ დილით ფეხით სასეირნოდ ან სამსახურში წასასვლელად მაინც აიძულოთ თავს გამოსვლა.

6. გახსოვდეთ, თქვენი ქვეცნობიერი ყოველთვის ცდილობს დაგეხმაროთ იმაში, რომ გაიუმჯობესოთ ცხოვრება. მთავარია, აჰყვეთ მას ამაში.