როგორ იქცევიან ზოდიაქოს ნიშნები გამდიდრებისას

როგორ იქცევიან ზოდიაქოს ნიშნები გამდიდრებისას

ჭეშმარიტი ბუნება, არა სიღარიბისას, არამედ სიმდიდრის მოპოვებისას ვლინდებაო. ფული საკმაოდ ცუდი ბატონია ბევრი ადამიანისთვის, იმიტომ რომ მისი სიჭარბე ხშირად ჩვენში მანკიერი თვისებების ჰიპერთროფირებული დოზით გამოვლენას იწვევს. მაინც როგორები არიან ზოდიაქოს ნიშნები გამდიდრებისას და ვინ, როგორ ახერხებს მართოს ცდუნება ამპარტავნებას არ დაემონოს, როცა ბევრი ფული აქვს.

ვერძი - იშვიათად ხდება დიდი ფულის პატრონი. თუ მაინც გამდიდრდა, არასოდეს კარგავს თავმდაბლობას და მზად არის საკუთარი შემოსავალი გაჭირვებულებს სიხარულით გაუნაწილოს.

კურო - ფული ყოველთვის საკმარისი აქვს, თუმცა თუკი ისე ხდება, რომ დიდი სიმდიდრის პატრონი გახდა, ნაკლებად დაიწყებს ტრაბახს ამით. მას ურჩევნია გარშემო მყოფებს თავი უბრალო და ზომიერად მცხოვრებ ადამიანად მოაჩვენოს, ფულს კი რაიმე პერსპექტიულ საქმიანობაში ჩადებს.

ტყუპი - უთაბოლო მფლანგველია. ამიტომ ნაკლებად აქვს გამდიდრების შანსი, თუმცა დიდი ფული ტყუპს არასოდეს გახდის ამპარტავანს და სხვებზე ზემოდან მაყურებელს. შესაძლოა ქველმოქმედის როლი არ იკისროს ყველაზე, მაგრამ სიძუნწეც არ ახასიათებს ამ ნიშანს.

კირჩხიბი - რა ოდენობის სიმდიდრეც არ უნდა დააგროვოს (ფულის დაგროვება კი კირჩხიბების "ჰობია") არასოდეს ჩათვლის, რომ ბევრი აქვს და მუდმივად იწუწუნებს ამ თემაზე. სიმდიდრესა და სიღარიბეშიც, ხელმომჭირნე და წინდახედულ ადამიანად რჩება.

ლომი - დიდი ფული ლომებს ხშირად უჩნდებათ ცხოვრებაში საკუთარი ქარიზმატულობის და თავდაჯერებულობის გამო. ქალები ხშირად პოულობენ მდიდარ თაყვანისმცემლებსა და საყვარლებს. გამდიდრებული ლომი გაცილებით უფრო მეფურად გამოიყურება და ივიწყებს წარსულს, თუკი იგი მისთვის "მიუღებელია" (გაიხსენეთ კოკო შანელი, რომელმაც საკუთარი ბიოგრაფია შეთხზა და დიდგავროვნება გამოიგონა).

ქალწული - კუროს მსგავსად ხელმომჭირნე და წინდახედულია. მოსწონს ხარისხიანი ნივთები და კომფორტი. გამდიდრების შემთხვევაში ნაკლებად ტრაბახობს საკუთარი მიღწევებით და იშვიათად ხდება ხელგაშლილი სხვების მიმართ.

სასწორი - სიმდიდრე და ძალაუფლება, რომელიც ფულს მოაქვს ხშირად ცვლის სასწორს და მასში გარკვეულ, სნობურ ნიშან-თვისებებს აყალიბებს. სასწორებს უყვართ კომფორტი და სილამაზე, ამიტომ ცდილობენ გამდიდრების შემთხვევაში ყველა და ყველაფერი მოიცილონ, რაც მათ უღიმღამო წარსულთან აკავშირებთ.

მორიელი - მისი ცხოვრება მერყეობს ორ უკიდურესობას - აბსოლუტურ ბანკროტობასა და დიდ სიმდიდრეს შორის. თუმცა, ერთის და მეორეს მიზეზიც თავადვეა საკუთარ ცხოვრებაში. მან შესაძლოა დაიძინოს მეფესავით მდიდარმა და გაიღვიძოს ღატაკმა, ან პირიქით. ფული და ძალაუფლება მასში სისტიკის ელემენტებს აძლიერებს. იგი გაცილებით უფრო ეჭვიანი ხდება.

მშვილდოსანი - უთავბოლოდ მხარჯველი და საოცრად ხელგაშლილია. თუმცა, ამ ქუდბედიან ადამიანს ბედი სხვებზე მეტად სწყალობს ცხოვრებაში რის გამოც, ხშირად საკმაოდ მალე ახერხებს სიღარიბის ჭაობიდან ამოძვრომას. სიმდიდრე არასოდეს ცვლის მშვილდოსანს, იგი ძველებურად უშუალო და ოპტიმიზმით სავსე რჩება.

თხის რქა - თუკი ისე მოხდა, რომ ბედმა ღარიბ ოჯახში დაბადება არგუნა წილად, ყველაფერს გააკეთებს საიმისოდ, რომ ყველაზე მაღალ სოციალურ ნიშნულს მიუახლოვოს თავისი ცხოვრება. მისთვის მნიშვნელოვანია განათლება და ჩინები, ამიტომ გამუდმებით მუშაობს საკუთარ თავზე და მის წარმოშობას მანერების მიხედვით ვერასოდეს მიხვდებით. სიმდიდრე ქედმაღლობას და სნობიზმს აღვივებს თხის რქაში.

მერწყული - რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, იგი იშვიათად ცდილობს ბევრი ფულის გამომუშავებას, თუმცა ბედის ირონიით ბევრი მერწყული მდიდრდება. მერწყული ხელგაშლილი არაა, თუმცა მას არც ძუნწი ქვია. მეგობრებისა და საზოგადო საქმიანობისთვის მას ფული არასოდეს ენანება. სიმდიდრე კი მის დამოკიდებულებას სხვების მიმართ არასოდეს არ ცვლის.

თევზები - იშვიათად ახერხებს გამდიდრებას, ძირითადად მეოცნებე ხასიათის და მუდმივად სხვებზე დამოკიდებულების გამო. თუმცა თუ ისე მოხდა, რომ მან "დინების საწინააღმდეგოდ" ცურვა ისწვალა, შესაძლოა გამდიდრდეს, თანაც სოლიდურად. მისი დამოკიდებულება სიმდიდრის შემთხვევაში სხვა ადამიანების მიმართ არ იცვლება. იგი ყოველთვის გაუმართავს ხელს ავადმყოფებს და გაჭირვებულებს.