შტრიხებიდან გამომდინარე სხვადასხვაგვარად ხვდებიან ცხოვრებისეულ სირთულეებს და წარუმატებლობას. ამიტომ ზოგიერთს თუ ღრმა დეპრესია ეუფლება მაშინ, როცა მისი გეგმები გარემოებათა მსვლელობის გამო აბსოლუტურ კრახს განიცდის, ვიღაც პირიქით – სტიმულს და წინსვლის აზრს პოულობს ზუსტად იმაში, რომ ზემოხსენებული გარემოებები დაძლიოს და ბედისწერა სათავისოდ შემოატრიალოს. ასტროლოგების აზრით, იმის მიხედვით თუ კონკრეტულად რომელი ზოდიაქოს ნიშნითაა დაბადებული ადამიანი, მარტივია დავადგინოთ ისიც, თუ როგორ ახერხებს იგი გაუმკლავდეს უიღბლობას...
ვერძების დიდი ნაწილი ულევი ოპტიმიზმის პატრონია. შესაბამისად, სირთულეები ვერძს დროებით ამუხრუჭებს, თუმცა მიზნისკენ სავალი გზიდან ამ ხალხს ვერავინ აიძულებს გადახვევას.
კუროები ვერ იტანენ მოულოდნელობებსა და სიურპრიზებს, ამიტომ მათ უმეტესობს სირთულეები აბნევს, თუმცა არამცდაარამც არ აშინებს. პირიქით, უფრო პრინციპულად განაგრძობენ ისინი საკუთარი პოზიციის დაცვას.
ტყუპი ცხოვრებისეულ სირთულეებს ემოციური და ხშირად აგრესიული გამოძახილით ხვდება. მან შეიძლება იჩხუბოს, იდავოს, დაიმუქროს, რომ "ქვას, ქვაზე არ დატოვებს და ა.შ." თუმცა, მეორე დღეს რაიმე ახალ ინტერესს იპოვნის აუცილებლად და წარუმატებლობაზე ფიქრიც შარშანდელი თოვლივით დაავიწყდება.
კირჩხიბისთვის გეგმების ჩაშლა და მიზნისკენ სავალ გზაზე პრობლემების წარმოშობა ხშირად ხდება მძაფრი დეპრესიის ან პანიკის მიზეზი. თუმცა, მას შემდეგ რაც იგი ერთ პირს კარგად მოიტირ-მოიწუწუნებს და საფუძვლიანად გამოიტირებს საკუთარ უბედობას, ახალი ძალებით და ძველი შემართებით შეეცდება სასურველი მიზნის მიღწევას.
ლომისთვის წარუმატებლობა როგორც ასეთი ბუნებაში არ არსებობს... ამ სიტყვის დეფინიცია მას არც ესმის და არც სცნობს მის არსებობას. ლომი ყოველთვის მართალი, ამაყი და გამარჯვებულია წაგების შემთხვევაშიც კი. თან არ დაგავიწყდეთ, ერთი ბრძოლის წაგება არ განაპირობებს იმას, რომ მან ომიც წააგო... გწამდეთ! ის აუცილებლად გაიმარჯვებს!
ქალწული აღმერთებს დაგეგმილ და "უსიურპრიზო" ცხოვრების წესს. ამიტომ მისთვის სერიოზული დისკომფორტია, როცა გეგმების შეცვლა ევალება. თუმცა, მისი დეტალებისადმი ორიენტირებულობის უნარი ეხმარება იმაში, რომ ნებისმიერი პრობლემა "დაანაწევროს" და სტრატეგიულად, ნაბიჯ-ნაბიჯ მოაგვაროს იგი.
სასწორების უმეტესობაზე წარუმატებლობა და მოულოდნელი უსიამოვნო სიურპრიზები ხშირად დამღუპველად მოქმედებს. ასეთ დროს დიპლომატიური და ჰარმონიული სასწორი, ქაოსური ხდება... იწყებს რჩევების თხოვნას და ურთიერთსაპირისპირო შეხედულებების მოსმენას თემაზე... რომელიც რეალურად მხოლოდ მისი პრინციპული ქმედებებით შეიძლება გადაიჭრას.
მორიელების უმეტესობას წარუმატებლობა და მარცხი არათუ თრგუნავს, პირიქით – ახალი გმირობისკენ უბიძგებს. ამ ადამიანებს გასაოცარი სიცოცხლისუნარიანობა გააჩნიათ. ამიტომ წაურმატებლობის შემთხვევაში სტრატეგიული ხედვა ეხმარებათ სიტუაციის უშეცდომო ანალიზიში, რის ხარჯზეც ახერხებენ ნებისმიერი მოვლენა სათავისოდ შემოატრიალონ და სარგებელი ნახონ.
მშვილდოსნებს იმდენად დიდი დოზით მოეპოვებათ ოპტიმიზმი ხასიათში, რომ გამორიცხულია, რომელიმე მათგანი წარუმატებლობამ დიდი ხნით გამოიყვანოს მწყობრიდან. ის, რა თქმა უნდა, აფეთქდება, როგორც ჭეშმარიტი ცეცხლის ნიშანი, მაგრამ საბოლოო ჯამში სიტუაციას მასშტაბურად შეხედავს და ჩათვლის, რომ სომალელი ბავშვების გლობალურ შიმშილობასთან შედარებით მისი პრობლემები არსად მოსატანი არაა.
თხის რქები ბუნებით მოწესრიგებული, დისციპლინირებული ადამიანების რიცხვს განეკუთვნებიან. თხის რქას უყვარს საკუთარი ცხოვრების დაგეგმვა-ორგანიზება. ამიტომ წარუმატებლობა მას სერიოზულ დეპრესიაში აგდებს. ამაში კი ყველაზე დიდი წვლილი მისთვის თანდაყოლილ პესიმისტურ ხასიათს მიუძღვის.
მერწყული წარუმატებლობასაც და წარმატებასაც ფილოსოფიურად ეკიდება. მისთვის ერთიც და მეორეც საუკეთესო საშუალებაა მსოფლიო დონის, გლობალურ პრობლემებზე დასაფიქრებლად. ამიტომ განსაკუთრებული პროტესტის გრძნობა არასოდეს გააჩნია თავს დატეხილი უიღბლობის გამო.
თევზები წარუმატებლობას როგორც ჩვეულებრივ, ყოველდღიურ სიტუაციას ისე აღიქვამს. ამ ადამიანების უმეტესობას ნაკლებად სჯერა იმის, რომ მარტო შეუძლია მიაღწიოს წარმატებას. შესაბამისად, თუკი მისი გეგმები გარემოებებიდან გამომდინარე იბლოკება, თევზს კიდევ ერთი მიზეზი მიეცემა ცხოვრების უსამართლობაზე საწუწუნოდ.