და არცთუ საიმედო ინდივიდები არიან. "ყველა კაცი ერთნაირია" - ხშირი და აპრობირებული ფრაზაა ქალთა საზოგადოებაში, თუმცა დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებთ ძვირფასო ქალბატონებო. ისე როგორც სუსტი სქესის წარმომადგენლებს, მამაკაცებსაც გააჩნიათ ინდივიდუალური სახასიათო შტრიხები და მიდგომაც მათთან ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით განსხვავებულია საჭირო. შესაბამისად ვერძს და კირჩხიბს ერთი და იგივე საქციელით ვერასოდეს მოხიბლავთ. ამიტომ სასურველი იქნება გადახედოთ მოკლე ინსტრუქციას იმის შესახებ, თუ რა უნდა გააკეთოთ მამაკაცის გულის მოსაგებად მისი ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე.
როგორ მოვხიბლოთ მამაკაცი ქალწული
თუკი თქვენ ეს ერთი შეხედვით იდეალური (როგორც გარეგნული მახასიათებლებით, ისე გონებრივი მონაცემით) მამაკაცი ჩაგივარდათ გულში, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ დიდი ჯაფა გელით წინ მისი სიმპათიის მოსაპოვებლად.
მამაკაცი ქალწული ზომაზე მეტად პრეტენზიული და უზომოდ ფრთხილია, როცა საქმე ცხოვრების მეგზურის შერჩევას ეხება. იგი ისეთ უმცირეს დეტალებს აკვირდება ქალთან ურთიერთობისას, როგორიცაა: ჩაცმის სტილი, ჰიგიენური ნორმების ზედმიწევნით დაცვა, ერუდიციის დონე და ა.შ. მისთვის სიყვარული თანადგომა, ზრუნვა, მეგობრობა და ურთიერთპატივისცემაა. ამიტომ ქალწული მამაკაცისგან ამაოდ ელით დრამატულ სცენებს და სიყვარულში გამოტყდომის ემოციურ კადრებს. სავსებით შესაძლებელია მას ხმაც ჰქონდეს, სმენაც და ფანტაზიის უნარიც საამისოდ, მაგრამ ნაკლებ სავარაუდოა, საყვარელი ქალის გულის მოსაგებად აივნის ქვეშ სერენადა იმღეროს. მისთვის ამგვარი საქციელი უბრალოდ არასაჭირო, არაპრაქტიკული და აბსურდულია.
ქალწული რეალისტია და ცხოვრებას ვარდისფერი სათვალით არასოდეს შეხედავს. ამიტომ თუ მასთან ხანგრძლივი ურთიერთობა გინდათ, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაარქვათ და გადამეტებული ქალური სენტიმენტებითა და ხუშტურებით გული არასოდეს შეუწუხოთ. სამაგიეროდ, იგი თავის მხრივ ყოველთვის გაგანებივრებთ ზრუნვით, კომფორტითა და ყურადღებით. ქალწული იმ იშვიათი მამაკაცების რიცხვს განეკუთვნება, ვინც მიუხედავად დიდი ცდუნებისა, ყველაზე ხშირად ახერხებს იყოს ბოლომდე ერთგული იმ ქალის, რომელიც მას სულითა და გულით უყვარს.
მისთვის ურთიერთობაში მთავარია ემოციური სტაბილურობა და კომფორტი, რომელსაც მას პარტნიორი აძლევს მენტალურად. აქედან გამომდინარე, ვიზუალურ მონაცემებთან ერთად, ქალწულის მოსაწონი ქალი გონიერებითაც თუ არ გამოირჩევა მერწმუნეთ, მას ორ საათზე მეტ ხანსაც არ ენდომება ამგვარი ინდივიდის გვერდით გაჩერება. სამაგიეროდ, თუ თქვენ მას ზრუნვას, თანადგომას, რაციონალურ ხედვასა და სტაბილურობას დაანახვებთ საკუთარ ხასიათში, იგი აუცილებლად გააკეთებს არჩევანს ასეთ ადამიანზე. მისი არჩევანი კი არა ერთი დღით ან ერთი კვირით, გაცილებით უფრო ხანგრძლივი ვადით განისაზღვრება.