ეს რჩევა კი ყველასთვის ნაცნობ ე.წ. "ფულის (ჯუჯა) ხეს" შეეხება. ბევრისგან გამიგია წუწუნი, ვიყიდე, გავახარე და ხეირი მისგან მაინც არ მინახიაო. თურმე ნუ იტყვით, ფულის ხეს მორწყვა-გადარგვასთან ერთად სპეციალური მიდგომა ესაჭიროება საიმისოდ, რომ მან თქვენს ცხოვრებაში ბარაქა და ფულადი შემოდინება უზრუნველყოს.
1. არასოდეს შეიძინოთ "ფულის ხე" მაღაზიაში ან გზაზე მდგარ ყვავილების გამყიდველთან. საქმე იმაშია, რომ ამ მცენარეს ჩანასახშივე ესაჭიროება ენერგეტიკული მუხტი, რომელსაც იგი მდიდარ ოჯახში იღებს. ამიტომ გეყოთ სითამამე და მდიდარ, შეძლებულ მეგობარ-ნაცნობებს სთხოვეთ "ფულის ხის" ნერგი, ან სულაც მალულად მოატეხეთ ტოტით მათ სახლში გახარებულ მცენარეს. ვოლოდინა ამბობს, რომ ასეთი "შენაძენი" სამომავლოდ სტაბილურ ფინანსებს გპირდებათ - ასე ვთქვათ, "გადმოიყოლებს" იგი წინა ოჯახისთვის დამახასიათებელ ხვავასა და ბარაქას თქვენს ოჯახში.
2. ქოთანში, რომელშიც "ფულის ხეს" ჩარგავთ, მის უშუალო გადარგვამდე მოამზადეთ სპეციალური ნიადაგი - ჩათესეთ მასში სამი რკინის მონეტა. მხოლოდ ამის შემდგომ მიუჩინეთ ქოთნის უშუალო მფლობელს დამსახურებული ადგილი. ფულის ენერგეტიკას "ფულის ხე" ფესვებიდანვე აიღებს, რაც სამომავლოდ თქვენს ფინანსურ კეთილდღეობას წაადგება.
3. ალბათ ბევრს სასაცილოდ არ ეყოფა, მაგრამ პრაქტიკაზე აპრობირებული ფაქტია - მათ, ვისაც "ფულის ხესთან" ინტენსიური კომუნიკაცია გააჩნდა (მორწყვის დროს ფოთლებს უწმენნდა, ელაპარაკებოდა, ზრუნავდა მასზე), გაცილებით მალე ეწვიათ ფინანსური კეთილდღეობა. ასე რომ, გახსოვდეთ მეგობრებო, მცენარეები გრძნობენ ჩვენს ენერგეტიკას და ჩვენი მათდამი დამოკიდებულების ადეკვატური ენერგიით გვაჯილდოებენ.