როგორ სამოსში ვხვდებით ახალ 2018 წელს

 როგორ სამოსში ვხვდებით ახალ 2018 წელს

- მაინც როგორი სამოსით უნდა შეხვდეს დამდეგ წელს. ამ მხრივ არც წლევანდელი წელი იქნება განსხვავებული.

2018 წლის სიმბოლო - ყვითელი ძაღლი დაკვირვებული, დიპლომატიური და წინდახედული არსებაა. ამიტომ სამოსის არჩევანშიც იგი გაურბის ყოველგვარ ზედმეტობას. შესაბამისად, საახალწლო ღამეს შეგიძლიათ იმ სამოსით შეიმოსოთ, რომელშიც თავს კომფორტულად და მსუბუქად იგრძნობთ.

საახალწლო გარდერობში ადგილი არ უნდა ჰქონდეს ზედმეტ სიბრჭყვიალეს და პომპეზურობას. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ძაღლი ტრადიციებისა და სიძველეების მოყვარულია, შეგიძლიათ საახალწლო გარდერობი ვინტაჟური ან სულაც ბებიის ნაქონი სამკაულებით გაახალისოთ.

რაც შეეხება ფერს და ფაქტურას. აქტუალურია ყვითელი, მუქი ჩალისფერი, ყავისფრის გამა და თაგვისფერი. ქსოვილებიდან უპირატესობა ბუნებრივ მასალაზე დამზადებულ სამოსს უნდა მივანიჭოთ. კარგია ბამბა, შალი ან ქაშმირი.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?