, საკუთარი ფორმის, მასალის თუ ზოგადად დამზადების ისტორიიდან გამომდინარე. ნივთს, რომელსაც თქვენს ამულეტად ირჩევთ, აუცილებლია, რომ სწორად შეურჩიოთ ფორმა, მასალა და ენერგეტიკული მიმართულება, რომლითაც მას მუხტავთ. ამიტომ იმაშიც უნდა ვიყოთ ჩახედული თუ კონკრეტულად რომელი სიმბოლო რა სახის მიზნის მიღწევაში დაგვეხმარება. როგორც ეზოთერიკოსები თვლიან, ნებისმიერი სახის თილისმა და ამულეტი მაქსიმალური ძალით თავს დაახლოებით სამი წლის მანძილზე ამჟღავნებს. უკვე შემდეგ, მისი ენერგეტიკა იკლებს და სასურველია იგი რომელიმე სხვა დამცავი სახეობით ჩაანაცვლოთ ან ახალი ენერგეტიკით და მიზნით დამუხტოთ. არ არის სასურველი თქვენი ამულეტის სხვისთვის თხოვება. ასე იგი აუცილებლად იღებს სხვის ენერგიას და კარგავს იმას, რომელიც თქვენ გადაეცით. ამიტომ მისი არათუ სხვისთვის თხოვება, ხელით შეხებაც კი არ არის მიზანშეწონილი. ამულეტი თქვენი ბიორიტმის ნაწილია, ამიტომ მას გარეშე ენერგია არაფერში ესაჭიროება. ამულეტის დასამზადებლად სხვადასხვა მასალა ან ნივთი გამოდგება, ძვირფასი თუ ნახევრადძვირფასი ქვები, მეტალი, ხე და ა.შ.
გთავაზობთ მოკლე ჩამონათვალს სხვადასხვა სახის ამულეტისა, რომელიც კონკრეტული მიზნებით შეგიძლიათ გამოიყენოთ.
სპილო
სპილოს ფიგურა, თუ თქვენ მის ამულეტად გამოყენებას აპირებთ, წარმატებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოგიტანთ თუ მას ხორთუმი ზემოთ აქვს აწეული. სპილო ძალაუფლების მომტანი ამულეტია. მას აქვს უნარი მფლობელს სოციუმის მართვის ნიჭი მისცეს. ხშირად მისი მეშვეობით შესაძლებელია სოციალური სტატუსის გაუმჯობესება პარტნიორების დახმარებით.
ბუ
საუკეთესო ამულეტია მათთვის ვინც სამეცნიერო სფეროში აპირებს თავის დამკვიდრებას. იგი ასევე კარგად მოქმედებს პედაგოგიური საქმიანობით დაკავებულ ადამიანებზე. ბუ ცოდნის მიღებას და მისი გადაცემის უნარს აძლიერებს. შესაბამისად, თუ თქვენი საქმიანობა ამ კუთხით გინდათ განავითაროთ, მსგავსი ტიპის ამულეტი ძალიან დაგეხმარებათ.
ვეფხვი
ვეფხვის გამოსახულება, საუკეთესოა მათთვის ვისაც ფიზიკური მდგრადობის და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება უნდა. ვეფხვს აქვს ენერგეტიკა, რომელიც მფლობელს სხეულის გაკაჟებაში და სასიცოცხლო პოტენციალის ამაღლებაში უწყობს ხელს.