საკუთარი ფორმის, მასალის თუ ზოგადად დამზადების ისტორიიდან გამომდინარე. ნივთს, რომელსაც თქვენს ამულეტად ირჩევთ, აუცილებლია, რომ სწორად შეურჩიოთ ფორმა, მასალა და ენერგეტიკული მიმართულება, რომლითაც მას მუხტავთ. ამიტომ იმაშიც უნდა ვიყოთ ჩახედული თუ კონკრეტულად რომელი სიმბოლო რა სახის მიზნის მიღწევაში დაგვეხმარება. როგორც ეზოთერიკოსები თვლიან, ნებისმიერი სახის თილისმა და ამულეტი მაქსიმალური ძალით თავს დაახლოებით სამი წლის მანძილზე ამჟღავნებს. უკვე შემდეგ, მისი ენერგეტიკა იკლებს და სასურველია იგი რომელიმე სხვა დამცავი სახეობით ჩაანაცვლოთ ან ახალი ენერგეტიკით და მიზნით დამუხტოთ. არ არის სასურველი თქვენი ამულეტის სხვისთვის თხოვება. ასე იგი აუცილებლად იღებს სხვის ენერგიას და კარგავს იმას, რომელიც თქვენ გადაეცით. ამიტომ მისი არათუ სხვისთვის თხოვება, ხელით შეხებაც კი არ არის მიზანშეწონილი. ამულეტი თქვენი ბიორიტმის ნაწილია, ამიტომ მას გარეშე ენერგია არაფერში ესაჭიროება. ამულეტის დასამზადებლად სხვადასხვა მასალა ან ნივთი გამოდგება, ძვირფასი თუ ნახევრადძვირფასი ქვები, მეტალი, ხე და ა.შ.
გთავაზობთ მოკლე ჩამონათვალს სხვადასხვა სახის ამულეტისა, რომელიც კონკრეტული მიზნებით შეგიძლიათ გამოიყენოთ
ფარშევანგი
ფარშევანგი საუკეთესო ამულეტია მათთვის ვინც სამსახიობო ან სარეკლამო სფეროში იკეთებს კარიერას. ფარშევანგის გამოსახულების მქონე ამულეტი, თქვენს ცხოვრებაში საყოველთაო აღიარებას, პოპულარობას და გავლენიან მფარველებს მოიყვანს. ამასთანავე მოგცემთ უშრეტ შემოქმედებით პოტენციალს და კრეატიული აზროვნების უნარს.
ნახევარმთვარე
ერთ-ერთი ძლიერი და ძალზე პოზიტიური ენერგიის მქონე ამულეტია. ნახევარმთვარე თქვენში ხასიათის ისეთ თვისებებს აძლიერებს როგორიცაა გულმოწყალება, თანაგრძნობის უნარი და ა.შ. ამასთან ერთად ამულეტი ამგვარი სიმბოლისტიკით ორმაგად დააბრუნებს თქვენთან ნებისმიერ თქვენს მიერ ჩადენილ სიკეთეს, გაცემულ ფულს თუ სხვა მატერიალურ რესურსს.
ფუტკარი
ფუტკარი მუყაითი, შრომისმოყვარე და მიზანმიმართული ადამიანებისთვის საჭირო ამულეტია. მისი ტარება განსაკუთრებით კარგია იმ შემთხვევაში, თუ თქვენ საბანკო-საფინანსო სფეროში მოღვაწეობთ. ამგვარი ტიპის ამულეტი დაგეხმარებათ ასევე იმაში, რომ ნებისმიერი სახის ბიზნესსაქმიანობა წარმართოთ წარმატებით.