. ნივთს, რომელსაც თქვენს ამულეტად ირჩევთ, აუცილებლია რომ სწორად შეურჩიოთ ფორმა, მასალა და ენერგეტიკული მიმართულება, რომლითაც მას მუხტავთ. ამიტომ იმაშიც უნდა ვიყოთ ჩახედული თუ კონკრეტულად რომელი სიმბოლო რა სახის მიზნის მიღწევაში დაგვეხმარება. როგორც ეზოთერიკოსები თვლიან, ნებისმიერი სახის თილისმა და ამულეტი მაქსიმალური ძალით თავს დაახლოებით 3 წლის მანძილზე ამჟღავნებს. უკვე შემდეგ, მისი ენერგეტიკა იკლებს და სასურველია იგი რომელიმე სხვა დამცავი სახეობით ჩაანაცვლოთ ან ახალი ენერგეტიკით და მიზნით დამუხტოთ. არ არის სასურველი თქვენი ამულეტის სხვისთვის თხოვება. ასე იგი აუცილებლად იღებს სხვის ენერგიას და კარგავს იმას, რომელიც თქვენ გადაეცით. ამიტომ მისი არათუ სხვისთვის თხოვება, ხელით შეხებაც კი არ არის მიზანშეწონილი. ამულეტი თქვენი ბიორიტმის ნაწილია, ამიტომ მას გარეშე ენერგია არაფერში ესაჭიროება. ამულეტის დასამზადებლად სხვადასხვა მასალა ან ნივთი გამოდგება, ძვირფასი თუ ნახევრადძვირფასი ქვები, მეტალი, ხე და ა.შ.
ამიერიდან გთავაზობთ პერიოდული სტატიების ციკლს, სადაც ვისაუბრებთ ამულეტების შესახებ რომელთა ტარებაც ამა თუ იმ კონკრეტული მიზნით შეგიძლიათ.
დათვი
ამულეტი დათვის გამოსახულებით მფლობელს ფიზიკურ სიძლიერეს და გამძლეობას ჰმატებს. ამგავრ ამულეტებს ძირითადად სპორტსმენები და სამხედრო პირები ატარებენ.
მაიმუნი
მაიმუნის გამოსახულება თუ თქვენ მას როგორც ამულეტს ისე იყენებთ, მოგცემთ უნარს თავი ოსტატურად დააღწიოთ რთულ და ჩიხურ სიტუაციებს ცხოვრებაში. მაიმუნი მოქნილობას და გამჭრიახობას ჰმატებს მფლობელს. თუმცა უნდა გაითვალისწინოთ ისიც, რომ სითამამე რომელსაც იგი განიჭებთ, სითავხედეში არ უნდა გადაგივიდეთ.
არწივი
არწივი ძალაუფლების მოყვარული და დომინანტი ადამიანებისთვის განკუთვნილი ამულეტია. მას აქვს ძალა, მფლობელს გასაოცარი სიმაღლეების დაპყრობის უნარი მიანიჭოს. თუმცა იმ შემთხვევაში თუ თქვენ ნებისყოფის სიძლიერით ვერ გამოირჩევით, არწივი ძალას დაკარგავს და თქვენ ცხოვრებაში მტრებისგან თავდასხმები გახშირდება. ამგვარი ტიპის ამულეტის ტარებისას, აუცილებელია სულის სიმტკიცე და უშიშრობა გამოიმუშაოთ.