ამიტომ ასტროლოგებს, რომლებიც მოდურ ტენდენციებს იკვლევენ, მიაჩნიათ, რომ ჯინსიც კი, შესაძლოა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით შევარჩიოთ და ვატაროთ. მოდით, გადავხედოთ მათ რჩევებს.
ვერძისთვის
ღია ფერის, ნახევებიანი ფაქტურის მქონე ჯინსია სასურველი. რაც მეტი იქნება ნახევი მით უკეთესი.
კუროს თავისუფალი სტილის ე.წ. "ბოიფრენდ" ჯინსი მოუხდება. დიდი ჯიბეებითა და მასიური ქამრით.
ტყუპ ს სექსუალურობას შესძენს ე.წ. "ლეგინსის" ტიპის ჯინსი.
კირჩხიბს მეტი სითამამისთვის ასტროლოგები ფერადი ჯინსის ტარებას ურჩევენ.
ლომს კი სექსუალური და პიკანტური იმიჯის შესაქმნელად, მამაკაცური ფასონის მქონე ჯინსის ტარება მოეთხოვება.
ქალწულს მეტალის ან ბისერების მქონე აქცენტებით გაწყობილი ჯინსი მოუხდება.
სასწორისთვის კი იდეალური ვარიანტია დაპრინტული ჯინსი.
მორიელისთვის საუკეთესო გზა საკუთარი სექსუალური იმიჯის ხაზგასასმელად მუქი ფერის ე.წ. Skinny Jeans-ის ტარება იქნება.
მშვილდოსნისთვის კი დაბალწელიანი და ფართხუნა ჯინსია იდეალური.
თხის რქას კლასიკური სტილის, ოდნავ მაღალწელიანი ჯინსის ტარებას ურჩევენ ასტროლოგები.
მერწყულისთვის კი იდეალური ვარიანტია დახეული და სხვადასხვა ფაქტურის ქსოვილით აჭრელებული არასტანდარტული მოდელის ჯინსი.
ხოლო თევზებისთვის სასურველია ვიწრო ფორმის მქონე, მაღალწელიანი მაგრამ ღია ტონალობის, კლასიკური ჯინსი.