როგორ შევინარჩუნოთ ენერგია - რა გვართმევს და რა გვაძლევს მას

 როგორ შევინარჩუნოთ ენერგია - რა გვართმევს და რა გვაძლევს მას

და უმისამართოდ კარგავენ ენერგიას. თუმცა, ეს არ ეხება ფიზიკურ შრომას ან გონებრივ აქტივობას. საუბარია სხვადასხვა ტიპის ქმედებებზე, რომელიც ნებისმიერ ჩვენგანს აიძულებს ამაოდ ხარჯოს ენერგია, ან პირიქით მიიღოს იგი. ძალიან ხშირად ჩვენ ვერც კი ვაცნობიერებთ, რომ ამა თუ იმ კონკრეტული საქციელის შედეგად ენერგეტიკა გვისუსტდება და შემდგომ ამისა წარმოქმნილ უგუნებობას, ათასგვარი გარემო ფაქტორებით ვხსნით, რეალურად კი ყველაფერი გაცილებით უფრო მარტივადაა. უნდა ვიცოდეთ სად, როდის, როგორ და რა მეთოდებით გაედინება ჩვენი ენერგეტიკული პოტენციალი; შესაბამისად, ამ რეზერვის შესავსებადაც მოინახება გზები.

ადამიანის ენერგოველი ზიანდება და იფიტება მაშინ, როცა ის:

· იძულებით ამბობს "კის",  ნაცვლად იმისა, რომ თქვას „არა“.

· როცა იღიმის ან თავაზიანად დუმს, მაშინ როცა სურს იტიროს ან უბრალოდ მარტო დარჩეს საკუთარ თავთან.

· როცა თავს არ აძლევს სრულფასოვანი დასვენების უფლებას.

· როცა აიძულებს თავს მოითმინოს კიდევ ცოტაც, ამ დროს კი რეალურად მის მოთმინებას არავითარ რეალურ შედეგამდე (ცვილილებამდე) არ მიჰყავს იგი.

· როცა გულში იხვევს წყენას, ნაცვლად იმისა, რომ ღიად დააფიქსიროს საკუთარი უკმაყოფილება და მშვიდად მოითხოვოს პატივი სცენ მის შეხედულებებს.

· როცა ასრულებს ისეთ სამუშაოს ან დაკავებულია ისეთი პროფესიით, რომელიც რეალურად მას არ ანიჭებს სიამოვნებას.

· როცა ზრდილობის ან ეტიკეტის გამო, არასასურველ ან აბსოლუტურად არასაინტერესო ადამიანებს ეკონტაქტება.

· როცა ხშირად იმყოფება ნეგატიურად მოაზროვნე, პესიმისტ და მოწუწუნე ადაიანებს შორის.

· როცა ძალიან ბევრს საუბრობს კვებაზე (ზედმეტ წონაზე), საცობებზე, ფინანსურ პრობლემებზე.

· როცა სხვებს განიკითხავს და ამას უბრალოდ ჭორაობას უწოდებს.

· როცა ეშინია.

· როცა ელის როდის შეიცვლება სიტუაცია და გარემოებები, რომელიც ავტომატურად შეცვლის მის ცხოვრებას.

· როცა ზედმეტად თვითკრიტიკულია საკუთარი თავის მიმართ და ხშირად ვარდება თვითგვემაში.

· როცა ვინმე აკრიტიკებს და მდუმარედ ეთანხმება მას ამაში.

ადამიანი ენერგეტიკას იმაღლებს მაშინ როცა:

· როცა ეცნობა ახალ, საინტერესო ადამიანებს.

· იღებს ცოდნას სხვადასხვა მიმართულებით.

· მოგზაურობს.

· მუშაობს საკუთარი შიშების დაძლევაზე.

· ითვისებს ან ცდის რიამე ახალს. ღიაა ნოვაციისთვის.

· სეირნობს (ფეხით სიარული იგულისხმება, ოღონდ არა იმ დროს, როცა სამსახურში გვაგვიადება).

· ფლირტაობს.

· დაკავებულია შემოქმედებითი საქმიანობით თუნდაც ჰობის დონეზე.

· ეკონტაქტება სასიამოვნო, ჰარმონიულ და მომღიმარ ადამიანებს.

· ეკონტაქტება ადამიანებს, ვისაც მისი სწამს და სჯერა. მხარს უჭერს და არ განიკითხავს არასოდეს.

· ზრუნავს საკუთარ სხეულსა და ჯანმრთელობაზე. უვლის თავს.

· ხშირად ათავისუფლებს გარშემო არსებულ ფიზიკურ სივრცეს (თავიდან იშორებს ძველ ნივთებს, ხშირად ცვლის ავეჯს ოთახში).

· ასევე ხშირად ათავისუფლებას ემოციურ სივრცეს - პატიობს მარტივად, ივიწყებს წყენას, ივიწყებს ხალხს ვისაც მისთვის ნეგატივი მოაქვს, აღარ ფიქრობს წარსულზე.

· ამბობს "არას", ნაცვლად ზრდილობიანი "კისა" მაშინ, როცა რეაულურად არ სურს რაიმე ქმედების განხორციელება.

· კავდება იმ საქმით, რაც მას სიამოვნებას ანიჭებს.

და რაც მთავარია, ჯანსაღად (და არა ეგოისტურად) უყვარს საკუთარი თავი.

წყარო http://astro-pro.ru/

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?