როგორ უნდა გადაიტანოთ განშორება, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, თუ მერწყული ხართ

როგორ უნდა გადაიტანოთ განშორება, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, თუ მერწყული ხართ

ზოგიერთისთვის ხშირად შეჩვეული ჭირი უფრო მისაღებია ვიდრე შეუჩვეველი, თუნდაც დალხინებული ცხოვრება. ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ჩვენ ყველანი სხვადასხვა ფსიქოტიპებად ვყალიბდებით, ჩვენი ნაკლითა და ღირსებებით. იგივე ზოდიაქოს ნიშნისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური სახასიათო შტრიხები განაპირობებს ხშირად ჩვენს საქციელს პირად ურთიერთობაში – კომპრომისის უნარს ან უაპელაციო სიჯიუტეს. ასტროლოგები თვლიან, რომ პარტნიორთან განშორებაც სხვადასხვაგვარად გადააქვთ ადამიანებს ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე. შესაბამისად, რჩევებსაც ამის მიხედვით აძლევენ მათ თუ როგორ გადაიტანონ განშორების ტკივილი, რომელიც ნებისმიერი ჩვენთაგანის ცხოვრებაში ერთხელ მაინც დგეება.

რჩევები მერწყულს

მერწყულის ზოდიაქო სიყვარულსა და პარტნიორულ დამოკიდებულებას საწინააღმდეგო სქესის მიმართ, ცოტა განსხვავებულად და არასტანდარტულად ამჟღავნებს. საქმე იმაშია, რომ მერწყულებს არ ახასიათებთ ზედმეტი მიჯაჭვულობა ვინმეს მიმართ. ამის მიზეზი არის ის რომ მერწყულებს ძალიან უყვართ დამოუკიდებლობა. შესაბამისად, არანაირ ურთიერთობაში არ შლიან გარკვეულ "დისტანციურ ზღვარს" რომლის წყალობითაც საკმაოდ კარგად ახერხებენ წარუმატებელი რომანის შემდეგ ფორმაში დროულად ჩადგომას.

თუმცა ზოგჯერ, რა თქმა უნდა, ხდება ისეც, რომ მერწყულის გულის ემორჩილება "ამურის ისრებს". ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ მერწყულის უნიკალურობა დარჩეს ყოფილისთვის კეთილ მეგობრად და უნარი იმისა, რომ სამომავლოდ ადამიანთა რომელიც წარსულში უყვარდა კარგი ურთიერთობა შეინარჩუნოს არის საუკეთესო ანტიდოტი უპასუხო სიყვარულის შემთხვევაში. მერწყული არასოდეს იბოღმება ვინმეზე.

ამიტომ იშვიათად ახასიათებს მას შურისძიებაც. თუმცა, ზუსტად ამ მიმტევებელი და ჰუმანური ბუნების გამო, არცთუ იშვიათად ხდება ისე, რომ მერწყული "ყოფილეს" არაერთგზის და აბსოლუტურად უშედეგოდ აძლებს კიდევ ერთ შანსს ურთიერთობაში. ასტროლოგები ურჩევენ მერწყულს, ყოველთვის ჯანსაღად შეაფასოს სიტუაცია და წერტილს დროულად დასმა ისწავლოს. მეგობრული დამოკიდებულება, რომელსაც იგი ყოფილი პარტნიორის მიმართ ინარჩუნებს, ხშირად უბიძგებს ამ უკანასკნელს ბოროტად გამოიყენოს მერწყულის კარგი დამოკიდებულება. რის ხარჯზეც სიტუაცია არა და არ მიდის ლოგიკურ დასასრულამდე.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?