როგორ უნდა შევხვდეთ 2018 წელს რომ ყვითელმა ძაღლმა წარმატება დაგვაბედოს

როგორ უნდა შევხვდეთ 2018 წელს რომ ყვითელმა ძაღლმა წარმატება დაგვაბედოს

რასაც საკუთარ თავს და გარშემო მყოფებს უსურვებს. ცოტა მეტი სიყვარულისა და სიმდიდრის მიზიდვაში კი ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ.

პირველ იანვარს უნდა იბანაოთ... ფული. უპირატესობა მსხვილ კუპიურებს მიანიჭეთ. ფულით ბანაობის შემდეგ წყლით ბანაობაც არ დაგავიწყდეთ.

როცა საათი 12-ს ჩამოკრავს, ეცადეთ ჯიბეში ჩაიყოთ ხელი, სადაც 1 ან 2-ლარიანი მონეტა გექნებათ.

ახალ წლამდე საკუთარ თავს კონვერტი "გაუგზავნეთ", რომელშის საახალწლო სურვილები და ფულის კუპიურები იდება. "მიღებული" კონვერტი გამოსაჩენ ადგილზე დადეთ. სასურველია, ფულის კონვერტი წითელი ფერის იყოს.

თუ გსურთ, მომავალ წელს ოჯახში ხვავი და ბარაქა არ მოგაკლდეთ, სუფრის გაშლის დროს, შეუმჩნევლად, ოჯახის ყველა წევრის თეფშის ქვეშ ერთლარიანი მონეტა დადეთ. ეს მონეტა მფლობელმა მთელი წელი საფულეში უნდა ატაროს.

დაძინებამდე რამდენიმე წუთით ადრე ფურცლებზე ჩამწერეთ სურვილები: "ვქორწინდები", "ვყიდულობ მანქანას", "ახალ ბინაში გადავდივარ", "ვმოგზაურობ", "ვიწყებ მუშაობას", "ვხსნი ჩემს ფირმას". ფურცლები გადაკეცეთ და ბალიშის ქვეშ შეინახეთ. დილით გაღვიძებულმა რომელიმე ერთი გამოაძვრინეთ და წაიკითხეთ. აგისრულდებათ ის, რაც ხელში შეგრჩებათ.

მარტოხელა ადამიანებმა ნაძვის ხე წითელი სათამაშოებითა და მოხატული კვერცხებით - სიყვარულისა და ძლიერი ოჯახის სიმბოლო - უნდა მორთოთ.

12 საათის შესრულებისთანავე აკოცეთ საყვარელ ადამიანს. ეს საახალწლო კოცნა კიდევ უფრო ვნებიანსა და მყარს გახდის თქვენს სიყვარულს.

დაბოლოს, გააცილეთ ძველი წელი. ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე წუთით ადრე გაიხსენეთ 2017 წელს თქვენს ცხოვრებაში მომხდარი ყველა დადებითი და უარყოფითი მომენტი. მადლობა გადაუხადეთ სამყაროს. არ დაგავიწყდეთ იმის თქმა, რომ ყველაფერ ცუდს ატანთ ძველ წელს და ყველაფერი კარგს აგრძელებთ ახალ წელს.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?