ხანგრძლივობით გვიყვარს. ან თუ შეგვიძლია საერთოდ ნამდვილი სიყვარული.
ვერძის სიყვარული ხანმოკლე და ინტენსიურია. იგი უცებ აალდება და უცებ ქრება თუ პარტნიორი ხელს არ უწყობს მასში ინტერესის ცეცხლის მუდმივად გაღვივებას.
კუროს სიყვარული მიჩვევაა. მას ნაბიჯ-ნაბიჯ უყვარდება, თანაც საკმადო ძნელად. სამაგიეროდ, როცა უყვარს უყვარს ხანგრძლივი ვადით.
ტყუპის სიყვარულს ყოველთვიური თუ არა ყოველკვირეული ფორმა აქვს. უყვარს ხშირად და ყოველ ჯერზე განსხვავებულად.
კირჩხიბისთვის სიყვარული ტანჯვასთან ასოცირდება. უყვარს იშვიათად მაგრამ ნერვული სრულ სისტემის განადგურებამდე.
ლომს უსიყვარულოდ ცხოვრება ვერ წარმოუდგენია. უყვარს ხშირად, მთელი გულითა და თავდავიწყებით.
ქალწულისთვის სიყვარული ურთიერთ თანადგომა, ზრუნვა და პატივისცემაა. უყვარს იშვიათად, მაგრამ ერთგულად.
სასწორს თავად სიყვარული უყვარს და მთელი ცხოვრება ეძებს რომანტიკას თავად ურთიერთობაში. უყვარს ხშირად მაგრამ ლამაზად და პოეტურად.
მორიელისთვის სიყვარული მძაფრი ემოციები, ეჭვიანობა, ნგრევა და შენებაა. უყვარს იშვიათად, მაგრამ უზომოდ ძლიერად და დესპოტურად.
მშვილდოსანი ფლირტის მოყვარული იდეალისტია. უყვარს უთვალავჯერ ცხოვრებაში და ყოველ ჯერზე ღრმად არის დარწმუნებული, რომ ეს ის ერთადერთი და უკანასკნელია.
თხის რქისთვის სიყვარული სოციალურად და მენტალურად მსგავსი პარტნიორის პოვნაა. უყვარს იშვიათად, მაგრამ ერთგულად და ხანგრძლივად.
მერწყულს მთელი კაცობრიობა უყვარს. ამიტომ ერთი კონკრეტული ადამიანის სიყვარული ხშირად აშინებს. უყვარს იშვიათად და ხშირად ვერც აცნობიერებს ამას.
თევზების სიყვარული ქრონიკულ დეპრესიასა და ზღვა ემოციებთან ასოცირდება. უყვარს ხშირად და ცალმხრივად, რომ ეფექტურად დაიტანჯოს.