როგორები არიან ძაღლის წელში დაბადებული ადამიანები

როგორები არიან ძაღლის წელში დაბადებული ადამიანები

მათ ხშირად უკიდურესი სიჯიუტე და სარკაზმი ახასიათებთ, რაც ხშირად ხდება, გარშემო მყოფთა მხრიდან, ძაღლების მიმართ რიდისა და დისტანიცის გაჩენის მიზეზი.

ძაღლს ხშირად ახასიათებს მიდრეკილება ჩაეძიოს დეტალებს, გააკრიტიკოს მიზეზით თუ უმიზეზოდ ადამიანები, სისტემატიურად ეძებოს რაღაც განხეთქილება. სინამდვილეში ეს მას, საკუთარი პესიმისტური ხედვის დასაძლევად სჭირდება, გაცნობიერება იმისა, რომ მასთან ერთად, არც სხვები არიან უნაკლო, ძაღლს საკუთარი თავის რწმენას ერთიორად უმაღლებს.

მიუხედავად ერთი შეხედვით ინდეფერენტული, ცივი იმიჯისა, ეს ადამიანები ბუნებით დიდსულოვნები, იუმორის გრძნობით დაჯიდოებულები და გულმოწყალეები არიან. მათ არ ახასიათებთ, თავიანთი გრძნობების სახალხოდ აფიშირება და ყოველთვის ცდილობენ საკუთარი გულწრფელი ემოციები საქციელით დაანახვონ მას, ვინც ნამდვილად უყვართ. ძაღლის წელში დაბადებულის ხასიათში ადამიანური ბუნების ყველა დადებითი თვისებაა შერწყმული. მათ შორის პატიოსნება, თანაგრძნობა და სხვათა ნაკლოვანებებისადმი ლოიალური მიდგომის უნარი. ამ ადამიანებს უზომოდ განვითარებული ერთგულებისა და პასუხისმგებლობის გრძნობა ახასიათებთ, ამიტომ მათ თამამად შეიძლება დაეყრდნონ სხვები მძიმე წუთებში ან განსაცდელისას.

ძაღლებს კარგად ეხერხებათ საიდუმლოს შენახვა, თუმცა საჯაროდ საკუთარი განცდების აფიშირება ნაკლებად უყვართ და ეხერხებათ. რადგან გულის სიღრმეში თვლიან, რომ მათი გაგება ნაკლებად თუ ვინმეს შეუძლია. ძაღლის ერთგულება საყვარელი ადამიანის მიმართ ხშირად იმდენად უსაზღვროა, რომ თავგანწირვასაც კი უახლოვდება. ეს ადამიანები მძაფრად განიცდიან სხვების პრობლემებს, ტკივილს, გასაჭირს და უბედობას. მათთვის სირთულეს არც არაკომფორტულ გარემოში არსებობა წარმოადგენს, რადგან ძაღლისთვის მთავარი, გარშემო მყოფთა ინტელექტუალური დონეა და არა მატერიალური სარგებელი. თუმცა, მიუხედავად ზემოთ თქმულისა, ძაღლები საკმაო შრომისმოყვარეობით გამოირჩევიან და თითქმის არასოდეს აქვთ ცხოვრებაში პრობლემა ფულის შოვნასთან დაკავშირებით.

ამ ადამიანებს გამოკვეთილი მზრუნველის თვისებები გააჩნიათ. არიან უზომოდ პატიოსანი თანამდებობის პირები, რომელთაც ახასიათებთ საკუთარი საქმისადმი ფანატიკური ერთგულება და დაქვემდებარებულთა მიმართ მამა-შვილური დამოკიდებულება.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?