როგორი იქნება თქვენი ქორწილი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

როგორი იქნება თქვენი ქორწილი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

თუ იმ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანისთვის საოცნებო და იდეალური საქორწინო ცერემონიალი? ცნობილმა გამოცემამ harpersbazaar.com საინტერესო ინფორმაცია მიაწოდა მკითხველებს ზუსტად ამ საჭირბოროტო საკითხთან დაკავშირებით. ასე რომ, თუ ჯერაც არ დაგიგეგმავთ საკუთარი ქორწილი - მოგვყევით, ჩვენ გირჩევთ რა, როგორ, სად და რატომ.

ვერძისთვის ქორწილის დღე ერთ-ერთი სტრესული, დინამიკური და დაძაბული დღეა. ღმერთმა ნუ ქნას, თვალში უშნოდ გაეჩხიროს ვინმე საქორწინო აურზაურით სრულიად მოცულს. მისთვის საკუთარი ქორწილის ორგანიზება, ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა. ამიტომ ვერძი შეეცდება, ყველაფერი იდეალური იყოს ცერემონიალზე. დიდი ალბათობით, სპეციალურად ცერემონიალისთვის მოიფიქრებს რაიმე, გრანდიოზულ და ექსტრემალური ელემენტებით გაჯერებულ შოუს, რომელზეც დამსწრე საზოგადოება დიდი ხნის მანძილზე ილაპარაკებს.

კურო - ვენერით მართული, საოცრად რომანტიკული და ამავდროულად უზომოდ პრაქტიკული ნიშანია. ის არ ეცდება გარშემო მყოფები გააკვირვოს გრანდიოზული შოუს დადგმით ან ფეიერვერკებით, სამაგიეროდ, მის ქორწილში იქნება უგემრიელესი კერძები, ულამაზესი ლანდშაფტური დიზაინით გაფორმებული საკურთხეველი და მსუბუქი მუსიკა ყველას კმაყოფილს დატოვებს.

ტყუპი - ნებისმიერი ღონისძიება, მათ შორის საკუთარი ქორწილი ტყუპისთვის უსაზღვროდ სახალისო თემა იქნება. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულები გასაოცარი სიმსუბუქით ეკიდებიან ყოველგვარი ტიპის ვალდებულებებს, ამიტომ საქორწინო ცერემონიალზე არ გაგიკვირდეთ, რომ ნეფე ან პატარძალი ტყუპი დააგვიანებს, შესაძლოა, ნიშნობის ბეჭედი დარჩეს სახლში, ან სულაც დაავიწყდეს, რომ იმ დღეს მისი ქორწილია.

კირჩხიბი - ქორწილის თემა, მისთვის საშვილიშვილო და ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის რამაა. ის დიდი ხნით ადრე ჩამოწერს ნათესავ-ახლობლების დიდ სიას, ვინც ცერემონიალზე აუცილებლად უნდა დაპატიჟოს და ეცდება ქორწილი მაქსიმალურად ტრადიციულ სტილში, ყველა დეტალის გათვალისწინებით გადაიხადოს. აუცილებლად დაეკითხება რჩევას დედას, მამას, სიდედრ-სიმამრსა და დედამთილ-მამამთილს საიმისოდ, რომ მისი ქორწილის დღეს ყველა კმაყოფილი იყოს დღესასწაულით.

ლომი - მისი ქორწილი მასშტაბური და გრანდიოზული დღესასწაულია, არამხოლოდ ნაცნობ-მეგობრების არამედ მთელი ქალაქის მასშტაბით. ამიტომ ლომი კოლოსალურ თანხებს და რესურსს ხარჯავს ცერემონიალის მოსაწრყობად. იგი ყველაფერ საუკეთესოს შეუკვეთავს დაწყებული სამოსით, დამთავრებული სასმელითა და მუსიკით და ძალიან ბედნიერი იქნება, თუკი მისი ქორწილის შესახებ თაობებსაც ემახსოვრებათ.

ქალწული - ხშირად ვერ ხვდება საერთოდ რა საჭიროა ქორწილები და მომაბეზრებელი, ამაო დანახარჯთან დაკავშირებული ცერემონიები. მისი აზრით, ის თანხა, რაც ქორწილის უნდა მოხმარდეს, სავსებით გონივრულად და მიზნობრივად შეიძლება გადანაწილდეს ბინის კეთილმოწყობაზე, მომავალი შვილების სწავლა-განათლებაზე და ა.შ. თუ მაინც უწევს ქორწილის გადახდა, ეს მცირერიცხოვანი და მოკრძალებული ხელის მოწერის ცერემონიალი იქნება ვიწრო წრეში.

სასწორი - ყველაფერში რომანტიკის, სილამაზისა და ჰარმონიის მომხრეა. ქორწილი, ტრადიციული გაგებით ნაკლებად მოსწონს. მისთვის უფრო მისაღებია ვიწრო წრეში, ლამაზ ადგილას აღნიშნოს გაბედნიერება უახლოესი მეგობრების კომპანიაში. იგი აუცილებლად იზრუნებს იმაზე, რომ როგორც თავად ისე მისი მეწყვილე უზადოდ გამოიყურებოდნენ ვიზუალურად. თუმცა, გარეშე ადამინებისთვის რჩევის კითხვას უნდა მოერიდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან გაუჭირდება უშუალოდ ქორწილის დღემდე გადაწყვეტილების მიღება რომელი კაბა/კოსტუმი ჩაიცვას და რა ფერის.

Astrologia

მორიელი

- მაქსიმალისტია, მაგრამ საკმაოდ ძუნწი და წინდახედული. ქორწილის იმ შემთხვევაში გადაიხდის, თანაც გრანდიოზულს, თუ ამის შესაძლებლობას ფინანსები აძლევს - ოღონდ არა თავისი, არამედ სიმამრის ან მამამთილის. მორიელებს უყვართ სხვის ხარჯზე ფულის ხარჯვა. კაცმა რომ თქვას, მარტო მისი ქორწილი ხომ არ არის, არა? სამაგიეროდ, ქორწილში მომსვლელთა სიას ჩეკისტის სიზუსტით გაცხრილავს და ისეთს არავის გააჭაჭანებს ცერემონიალზე, ვისაც არ იცნობს ან მეტ-ნაკლები ანტიპათიითაა განწყობილი.

მშვილდოსანი - ქორწილს ყოველთვის დაუგეგმავად მართავს. ზოგადად დაოჯახებითაც იშვიათად ოჯახდება დაგეგმილად და წინასწარგანზრახულად. თუ მიხვდა, რომ ვიღაც ძალიან შეუყვარდა, მისთვის ერთ საათშიც კი მარტივია ქორწინება. თუნდაც საამისოდ არც საქორწინო სამოსი გააჩნდეს, არც ნიშნობის ბეჭედი და არც საკმარისი ფული. მოსწონს რომანტიკული ქორწილები, გაპარვა და ჯვრისწერა რომელიმე მიყრუებულ მთის სოფელში ან დაუგეგმავი მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო მეორე ნახევართან ერთად.

თხის რქა - ყველაფერში წინდახედული, წესიერების ჩარჩოებში მოქცეული ინდივიდია. მძაფრად აქვს განვითარებული მოვალეობისა და პასუხისმგებლობის გრძნობა. ამიტომ ოჯახს სწრაფად და დაუფიქრებლად არაფრის დიდებით არ შექმნის. მისი რჩეული თუ ოჯახის წევრებსა და ნათესავებსაც მოსწონთ, მხოლოდ ამის მერე გადაიხდის ტრადიციულ ქორწილს.

მერწყული - არ აღიარებს ქორწინების აუცილებლობას. მისი აზრით, ხელის მოწერა და ჯვრისწერა არ განაპირობებს წყვილის სიყვარულს და ეს ყველაფერი მათი ხანგრძლივი, ერთად ყოფნის პერსპექტივის არანაირ გარანტიას არ იძლევა. ამიტომ ძალზე ხშირად ცხოვრობს არაოფიციალურ კავშირში, ე.წ. "სამოქალაქო ქორწინებაში".

თევზები - რომანტიკული და იდეალისტია ბუნებით. ქალი თევზი ოცნებობს ლამაზ საქორწინო კაბაზე, მამაკაცი თევზი კი იმაზე, რომ რჩეულს ყველა სანუკვარი ოცნება აუხდინოს. ხშირად მათი ქორწილი თეატრალურ წარმოდგენას წააგავს. თევზები ხომ უსაზღვროდ შემოქმედებითი ინდივიდები არიან, ამიტომ საკუთარი ქორწილი თევზისთვის შესაძლებელია იქცეს ცხოვრების ერთ-ერთ უმთავრეს სპექტაკლად.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?