უნდა, ყველას აინტერესებს, რას გვპირდება იგი. მით უმეტეს, რომ 2018 წლის ივლის-აგვისტოს პერიოდს ასტროლოგიურად არცთუ მშვიდს ვარაუდობენ ასტროლოგები. იმიტომ რომ, ზუსტად ამ თვეებზე უწევს ე.წ. დაბნელებების კორიდორი.
ტყუპებს ივლისში საკმაოდ რთული პერიოდი დგება. შესაძლოა საქმიან ან ბიზნესავანტურაში აღმოჩნდეთ ჩათრეული, რომელსაც დიდი ალბათობით თავს საბოლოოდ მაინც დააღწევთ საკუთარი მოქნილობის და გამჭრიახობის წყალობით.
კირჩხიბისთვის ივლისი ერთობ ჰარმონიული და წარმატებული თვე იქნება. საოცარი ენერგიულობის გამო ათას საქმეს მოასწრებთ და თქვენ წარმოიდგინეთ სიყვარულისთვისაც დაგრჩებათ დრო, რომელიც თვის მეორე ნახევრიდან საოცარ ემოციებს მოიტანს თქვენს ცხოვრებაში.
ლომების დიდი ნაწილი ივლისში კალეიდოსკოპური მოვლენებია მოსალოდნელი. თვის პირველ ნახევაში შესაძლოა თავი გადაღლილად და დაცარიელებულად იგრძნოთ, თუმცა ივლისის შუა პერიოდიდან გასაოცარი ძალებით აივსებით და ნებისმიერ საქმეს მიიყვანთ ბოლომდე.
ქალწულები ივლისში ახალ სამეგობრო წრეს და გავლენიან ნაცნობებს შეიძენენ. შეიძლება ითქვას, რომ ეს თვე თქვენთვის სოციალური სტატუსის ამაღლების და პროფესიული წინსვლის თვე იქნება.
სასწორისთვის ივლისი ძალიან დატვირთული და საქმიანი იქნება. ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ მომაბეზრებელმა "დედლაინებმა" თქვენში გადაღლა და გაღიზიანება გამოიწვიოს. რის გამოც რამდენიმე ძალიან ახლობელ ადამიანთანაც გაგიფუჭდებათ ურთიერთობა. ასტროლოგები გირჩევენ სამსახურეობრივი და პირადი პრობლემები გამიჯნოთ, ასე გაგიადვილდებათ გადაწყვეტილების მიღება.
მორიელისთვის ივლისი საკუთარი კრეატიული პოტენციალის წარმოჩენის შანსი იქნება. თუკი თქვენ ძველი საქმიანობით დაიღალეთ, ზუსტად ის დროა, ახალი მეთოდებით სცადოთ თავის დამკვიდრება და ფულის გამომუშავება. ივლისის თვე საბოლოოდ დაგარწმუნებთ, რომ ადამიანის შესაძლებლობები ამოუწურავია.
მშვილდოსნებისთვის ივლისი კარდინალური და მნიშვნელოვანი ცვლილებების თვე იქნება. ცვლილებები პირველ რიგში პირად ცხოვრებას შეეხება, სადაც საბოლოოდ გაარკვევთ რა გინდათ, ვინ გინდათ და როგორი გინდათ იყოს თქვენი ურთიერთობები.
თხის რქებისთვის ივლისის თვე შრომისა და რუტინის თვეა, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ზუსტად ისე იგრძნობთ ამ თვეს თავს როგორც "თევზი წყალში". მაგრამ სამუშაო გრაფიკით გართულს არ დაგავიწყდეთ, რომ მეგობრებთანაც გაატაროთ პერიოდულად დრო. მათი დახმარება კი ამ თვეში ნამდვილად არაერთგზის დაგჭირდებათ.
მერწყულების დიდ ნაწილს ივლისში მოუწევს კარგად გაიაზროს ფრაზა "ვინც არ რისკავს, ის არც შამპანურს მიირთმევს". ამიტომ ასტროლოგები მერწყულს ამ თვეში საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებას ურჩევენ და მიანიშნებენ, რომ მსუბუქ ავანტურაზე წასვლაც კი არ იქნებოდა ცუდი.
თევზების ნიშნის წარმომადგენლები ივლისში ძველი კავშირების აღდგენა-გამყარების შანსებს მიიღებენ კოსმოსისგან. კარგი იქნება თუ დროს მეგობრების გარემოცვაში ხშირად გაატარებთ, შესაძლოა ზუსტად მათგან მიიღოთ სამომავლოდ რაიმე ტიპის სარფიანი შემოთავაზება.