როგორი სამოსი გიხდებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

როგორი სამოსი გიხდებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ჩვენი ხასიათის თავისებურებებს განაპირობებს. არამედ იმაზეც აგებს პასუხს, თუ როგორი სტილის სამოსში გამოვიყურებით ყველაზე მოხდენილად და ელეგანტურად. ამიტომ თუკი აქამდე თქვენი სტილის ძიებაში იმყოფებით, გადახედეთ ჩამონათვალს. იქნებ თქვენთვის საჭირო და საინტერესო ინფორმაცია აღმოაჩინოთ:

ასე მაგალითად ვერძს მკვეთრი ტონალობის მქონე სამოსი უხდება. ალისფერი წითელი ან ფორთოხლისფერი. მეტალის ელემენტებით.

კუროს ცისფერი და ზურმუხტისფერი მწვანე "ხატავს". მისთვის რბილი ფაქტურაა მისაღები.

ტყუპი არაჩვეულებრივად გამოიყურება ტალღისფერ ლურჯსა და ლიმონისფერ ყვითელში. სასურველია, მასალის მხრივ მსუბუქი, გამჭვირვალე ქსოვილი შეარჩიოს.

კირჩხიბს მუქი ყვითელი, აგურისფერი და იასამნისფერი უხდება. შესანიშნავად გამოიყურება იგი ტრიკოტაჟის ან ბამბის სამოსში.

ლომს ოქროსფერის ნებისმიერი ელფერი დაამშვენებს ან სულაც ჩალისფერი ყვითელი. სასურველია, ტანსაცმლის ფაქტურა მბზინავი

ელემენტებით იყოს გაწყობილი.

ქალწული პრაქტიკულია. ნეიტრალურ ფერებს - კრემისფერს, მტრედისფერს, ლურჯს შესანიშნავად იხდენს. ქსოვილი - ასპროცენტიანი ბამბა ან აბრეშუმი.

სასწორს ფერები უხდება. პასტელის ნებისმიერ ტონალობაში გადაწყვეტილ სამოსში განუმეორებელი იქნება. ქსოვილი მსუბუქი და ჰაეროვანი უნდა იყოს.

მორიელს მოსწონს იდუმალება, მათ შორის სამოსშიც. ჭაობისფერს, მუქ ყავისფერს და ბორდოსფერ წითელს უნდა მიანიჭოს უპირატესობა. სასურველია ტანსაცმლის ფაქტურა ტანზე მჭიდროდ მომდგარ სილუეტს კვეთდეს.

მშვილდოსანს შვინდისფერი, მუქი სტაფილოსფერი და წითელი უხდება. სასურველია მეტი სპორტული ელემენტები შეიტანოს სამოსში.

თხის რქას სოლიდური ნაცრისფერი, შავი ან სულაც სუფთა თეთრი სამოსი ხატავს. აკადემიური ელემენტებით მდიდარ სამოსში გამოიყურება საოცრად სოლიდურად.

მერწყულს ყველაზე მეტად ფირუზისფერი, ღია იასამნისფერი და ვარდისფერი შეეფერება. სასურველია, სამოსის ფაქტურა ნაქარგობით იყოს გაწყობილი.

თევზებს ნაზი მწვანე, ღია ყვითელი და ლავანდისფერი უხდება. სასურველია, სამოსის ფაქტურა იყოს რბილი და ფაფუკი.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?