როგორი სამოსი ვატაროთ 2015 წელს - მოდური ტენდენციები, რომელსაც ლურჯი ცხვრის წელი გვთავაზობს

 როგორი სამოსი ვატაროთ 2015 წელს - მოდური ტენდენციები, რომელსაც ლურჯი ცხვრის წელი გვთავაზობს

სიტუაციის სრულუფლებიან ბატონ-პატრონად, მაგრამ მიუხედავად ამისა, მზადება ლურჯი ცხვრის (თხის) დასახვედრად უკვე აქტიურ ფაზაშია შესული. იმის შესახებ თუ როგორ უნდა შევხვდეთ, რა სახის რიტუალების თანხლებით და კონკრეტულად სად დამდეგ 2015 წელს ჩვენი საიტი თვის მეორე ნახევარში დაუთმობს აქტიურად სტატიებს. ამჯერად კი, მინდა მოდის მოყვარულები გავახარო და მოკლედ მიმოვიხილოთ დამდეგი წლისთვის დამახასიათებელი მოდური ტენდენციები, რომელზე გავლენასაც დიახაც რომ ახდენს ის ფაქტორი, თუ კონკრეტულად რისი წელი მოდის და რა ფერია მისი უმთავრესი "ლაიტმოტივი".

ასე მაგალითად გველის წელმა, მოდაში სექუინითა და მბრწყინავი ბისერებით გაწყობილი სამოსი დაამკვიდრა , ამჯერად კი ლურჯ თხას ჩვენთვის ულამაზესი, პასტელური გამა და ბეწვით (ხელოვნური, ბუნებრივი) გაწყობილ-შეკერილი სამოსის ბუმი მოაქვს.

თუ დააკვირდებით, ჯერ კიდევ შემოდგომიდან მოყოლებული აქტიური გახდა ე.წ. "წყლის ფერის" სამოსი – ბაცი ცისფერი, მონაცრისფრო-მტრედისფერი, ღია ვარდისფერი, მოთეთრო-თამბაქოსფერი. ასეთივე აქტუალიზაცია შეინიშნება ბეწვით გაწყობილი სამოსის კუთხით – მოდაშია "გაბურძგნული" პალტოები, ქურთუკები და მოსაცმელები. ანუ ყველაფერი ის, რაც ცხვართან იწვევს ასოციაციას.

Astrologia

წლის მანძილზე არანაკლებ პოპულარობას მოიპოვებს ფეხსაცმელი, რომელიც ერთი შეხედვით "ცხოველის ჩლიქის" კომბინაციას მოგვაგონებს – ანუ წინ და უკან, მასიური პლატფორმით გაფორმებული მოდელები

. აქამდე თუ ერთიანი ძირი იყო აქტუალური, ამჯერად მოდა ოდნავ იცვლება და პლატფორმა კალაპოტის ორივე მხარეს თანაბრად ნაწილდება.

Astrologia Astrologia

2015 წლის ზამთრის მოდა განსაკუთრებით გაახარებს მათ, ვისაც ზამთარი შავი ფერის სამოსის აქტუალიზაციის გამო ეჯავრება. ცხვრის წელიწადი და მასთან დაკავშირებული მოდური ტენდენციები ხომ საშუალებას გვაძლევს, ზამთარი უფრო ფერადი, პასტელური და გაზაფხულის ტონალობებით აქცენტირებული გავხადოთ.

ასე რომ, ძვირფასო ქალბატონებო, თამამად შეგიძლიათ ააჭრელოთ თქვენი გარდერობი ნაირ-ნაირი ფერებით... მერე რა, რომ გარეთ ზამთარია.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?