როგორი ტიპის გართობა იზიდავთ ზოდიაქოს ნიშნებს

როგორი ტიპის გართობა იზიდავთ ზოდიაქოს ნიშნებს

რომ სხვადასხვაგვარი ტიპის გართობა და დასვენება იზიდავთ. ზოგს თუ ღამის კლუბები და აქტიური ღამის ცხოვრება იზიდავს, ვიღაცას იქნებ დივანზე სიამოვნებს ვიქენდის გატარება ჭიქა ჩაისა და გემრიელი ნუგბარის თანხლებით... ჰო, აქ კარგი ფილმი ან წიგნიც არ უნდა დაგვავიწყდეს. თუკი ასტროლოგიურ ცოდნას მოვიშველიებთ, პოტენციური პარტნიორის გაცნობისასვე გვეცოდინება როგორი ტიპის გართობა ხიბლავს ამ უკანასკნელს და თუ მისი შეხედულებები ნაკლებად ემთხვევა ჩვენსას, შევეცდებით მაინც ჰარმონიული კავშირისთვის ფეხი ავუწყოთ.

ასე მაგალითად: ვერძებს, ლომებსა და მშვილდოსნებს აქტიური გართობა მოსწონთ. იქნება ეს კარაოკე ბარი, ღამის კლუბი, ცეკვები დილამდე. მათთვის ასევე საინტერესოა ხანგრძლივი ლაშქრობები და მხიარული პიკნიკი ხმაურიან სამეგობროსთან ერთად. ამიტომ თუ ასეთ ადამიანს ეფლირტავებით იცოდეთ, მასთან ერთად სახლში დასვენების დღეების გატარებაზე მხოლოდ ოცნებას შეძლებთ.

კუროებს, თხის რქებს და ქალწულებს ცხოვრების პასიური წესი ხიბლავთ. მათთვის კომფორტი უმთავესია, ამიტომ ვიქენდებს ისინი როგორც წესი სახლში ატარებენ. მყუდრო გარემოში, რბილ სავარძელში მოკალათებული სიამოვნებით უყურებენ სიანტერესო ფილმს, ან კითხულობენ წიგნებს. ხშირად მართავენ ან ესწრებიან საოჯახო სადილებს. შესაბამისად, ამ ხალხის ადგილიდან დაძვრა თუ მისი თაყვანისმცემელი ხართ ძალიან გაგიჭირდებათ.

კირჩხიბებს, მორიელებს და თევზებსაც პასიური გართობა ხიბლავთ. კირჩხიბი მათ შორის ყველაზე მეტი შინაყუდაა. თუმცა, ხშირად ეს ხალხიც აძლევს თავს უფლებას გაერთოს ღამის კლუბში და თავს ალკოჰოლით განებივრების უფლებაც მისცეს. ამ მხრივ ყველაზე თავაწყვეტილი მორიელია. იგი სიამოვნებით იკარგება მთელი ვიქენდის მანძილზე სასმელისა და სექსის სამყაროში.

დაბოლოს, ჰაერის ნიშნები - ტყუპი, სასწორები და მერწყულები ინტელექტუალური სახის გართობას ანიჭებენ უპირატესობას. მათთვის ვიქენდზე საუკეთესო განტვირთვაა სამეცნიერო-ფანტასტიკური ჟანრის წიგნების კითხვა, მეგობრების წრეში დიდაქტიკური თამაშები ან შინაურული "რა, სად, როდის". კარგად ერთობიან ისინი ნარდის, კარტის ან ლოტოს თამაშით. ამიტომ თუ თქვენი გულის სწორი ჰაერის ნიშანია, ზემოხსენებულ თამაშებში იმეცადინეთ.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?