„აკრძალული საქციელი“: რა შემთხვევაში გაგექცევათ ზოდიაქოს ნიშანი?

„აკრძალული საქციელი“: რა შემთხვევაში გაგექცევათ ზოდიაქოს ნიშანი?

ნიშნით დაბადებულ ქალს მოაწონოს თავი აუცილებელია ე.წ. "აკრძალულ საქციელთა" სია გაითვალისწინოს ურთიერთობის პირველ ეტაპზე მაინც, სანამ თავგამოდებით ცდილობს ინტერესის ობიექტს თავი მოაწონოს. დღეს მოგიყვებით იმაზე, თუ კონკრეტულად რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ქალთან რა გეკრძალებათ...

ვერძ ქალთან ზედმეტი დიპლომატია და ბოდიშები დაივიწყეთ. არასოდეს შეაცოდოთ თავი და ასევე არასოდეს იწუწუნოთ მასთან ფულზე!

Astrologia

კურო ქალთან სიძუნწე გამორიცხეთ, მით უმეტეს, თუ საქმე საჩუქრებს ეხება. ასევე არ გეპატიებათ ვეგეტარიანელობა ან დიეტაზე ყოფნა, იმიტომ რომ, კუროს კარგი მადა აქვს.

Astrologia

ტყუპ ქალთან არასოდეს დაიწყოთ დემაგოგია და მისთვის ჭკუის სწავლება. ნუ მოსთხოვთ, რომ გაჩუმდეს და მით უმეტეს, ნუ მოსთხოვთ მოგისმინოთ.

Astrologia

კირჩხიბ ქალთან არასოდეს მოყვეთ ანეკდოტს სიდედრებზე, არასოდეს იხუმროთ მის ნათესავებზე და ნუ დახარჯავთ ფულს ანგარიშმიუცემლად. კირჩხიბი ეკონომიური ნიშანია.

Astrologia

ლომ ქალს არასოდეს უყიდოთ იაფფასიანი საჩუქარი (მხოლოდ ოქრო!). მაგას აჯობებს სულაც უსაჩუქროდ მიხვიდეთ. არასოდეს სცადოთ საზოგადოებაში მისი პერსონის გადაფარვა საკუთარი პოპულარობით.

Astrologia

ქალწულ ქალთან არასოდეს მიხვიდეთ პაემანზე დაუვარცხნელი თმით, გაუუთოებელი პერანგით ან მოუწესრიგებელი ფრჩხილებით. ნუ დაპატიჟებთ მას მამაპაპურ ქეიფში და ნუ ჩაყოფთ თავს მთვრალი საცივში მისი თანდასწრებით.

Astrologia

სასწორ ქალთან არასოდეს გამოიყენოთ უცენზურო სიტყვები, არ შეიძლება გინება. არასოდეს აიძულოთ არჩევანის გაკეთება და სწრაფად გადაწყვეტილების მიღება.

Astrologia

მორიელ ქალთან არასოდეს უნდა იყოთ პედანტი, სამსახურზე გადამკვდარი. როცა და სადაც მოესურვება უნდა გქონდეთ სექსი და არასოდეს უნდა აიძულოთ, რომ დაგემორჩილოთ.

Astrologia

არასოდეს დასცინოთ მშვილდოსანი ქალის გეგმებსა და ოცნებებს. არ შეუზღუდოთ მას ხეტიალის და მოგზაურობის თავისუფლება. ნუ აიძულებთ აკეთოს სახლის საქმეები.

Astrologia

თხის რქა ქალთან ნურასოდეს იტრაბახებთ თქვენი უბრალო წარმოშობით, არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოთ პროფესიულად მასზე დაბლა მდგომი და წარუმატებელი. არასოდეს დააყენოთ კითხვის ნიშნის ქვეშ მისი წარმოშობა და განათლება.

Astrologia

მერწყულთან ურთიერთობისას არასოდეს უნდა გააკრიტიკოთ მისი მეგობრები, არასოდეს უნდა დაუწესოთ წესები თავად მას და არ უნდა აიძულოთ ჩაიცვას "ადამიანურად". იმიტომ რომ, მერწყული სამოსით გამოხატავს თავის ინდივიდუალობას.

Astrologia

თევზებთან ურთიერთობაში არ გეპატიებათ სიფიცხე, უხეშობა და ეგოიზმი. არასოდეს აუწიოთ ხმას მასთან და ყოველთვის უნდა დაუჭიროთ მხარი მის თუნდაც ყველაზე უტოპიურ ოცნებებს.

Astrologia

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?