სარგებლობს ევროპის ქვეყნებში. როგორც ნუმეროლოგები ამტკიცებენ, იმის მიხედვით, თუ როგორია ჩვენი ბედის რიცხვი დაბადების თარიღების დაჯამების მიხედვით, შეგვიძლია განვსაზღვროთ, კონკრეტულად როგორია ადამიანში სექსუალური პოტენციალის სიძლიერე და რა სახის მოთხოვნილებები გააჩნია მას ამ მხრივ...
ბედის ციფრის გამოთვლის მაგალითი: ადამიანი, რომელიც დაიბადა 1972 წლის 15 ნოემბერს, ციფრი 9 მფლობელია.
ჯამური ციფრის გამოთვლა კი სრულიად მარტივად ხდება: 15 + 11 + 1972 = 1998 => 1 + 9 + 9 + 8 = 27 => 2 + 7 = 9.
თუ თქვენ ერთიანი ხართ - სექსუალური კუთხით მხოლოდ ხანგრძლივი ურთიერთობების შემდეგ გაიხსნებით ბოლომდე. თქვენთვის მნიშვნელოვანია ნდობა პარტნიორის მიმართ. თუმცა, ნუმეროლოგები გირჩევენ, რომ პერიოდულად საკუთარი სექსუალური ცხოვრება მეტად გაამრავალფეროვნოთ ხოლმე.
თუკი ორიანი ბრძანდებით - გაწონასწორებული და წინდახედული ადამიანი ხართ. თავაწყვეტილ ვნებებს იშვიათად ემორჩილებით, თუმცა ვერავინ იტყვის, რომ უემოციო და გულცივი ხართ. თქვენთვის მნიშვნელოვანია სექსში შეხება, ამიტომ კარგად შეისწავლეთ საკუთარი ეროგენული ზონები.
სამიანი თუ ხართ - თავდაჯერებული, ძალზე აქტიური და ღია ადამიანი იქნებით. მარტივად იზიდავთ საპირისპირო სქესს და სავსებით შესაძლებელია, რომ ხშირად ორი ან სამი რომანიც გქონდეთ გაჩაღებული პარალელურად. გაფრთხილდით, სექსუალური თავგადასავლების ძებნამ მართლა ძვირფასი ადამიანი არ დაგაკარგვინოთ.
ოთხიანები - ერთგული, სტაბილური ადამიანები არიან. მათგან გამოდიან მზრუნველი და ყურადღებიანი მეორე ნახევრები. სექსუალურად ვერ ვიტყვით, რომ გადამეტებული მოთხოვნილებებით გამოირჩევიან, ამიტომ შედარებით პასიური პარტნიორი ესაჭიროებათ.
ხუთიანი - საშინლად ემოციური, სენსიტიური და გულჩვილი ადამიანია. იგი ხშირად მიდის მსხვერპლზე პარტნიორის გამო. სამაგიეროდ, შესანიშნავად შეუძლიათ გამოიცნონ საყვარელი ადამიანის ყველაზე დაფარული სურვილები სექსში. მათთვის აუცილებელია გათავისუფლდნენ მტანჯველი ეჭვიანობისგან და თავს მოდუნების უფლება დაუტოვონ.
ექვსიანები - რომანტიკული, იდეალისტი ხალხია. ხშირად უყვარდებათ სპონტანურად და ოხრავენ პარტნიორზე, რომელიც რაიმე მიზეზით მათი ვერასოდეს იქნება. სექსში მოკრძალებულები არიან და უპირატესობას ურთიერთობის ესთეტიკურ მხარეს უფრო ანიჭებენ.
შვიდიანი - თუ ხართ, უზომოდ სექსუალური, ვნებიანი და ურთიერთობაში დომინირების მოყვარული იქნებით. თქვენთვის სექსი სტრესის მოხსნისა და განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა. თუმცა, ნებისმიერი ურთიერთობის დროს ახერხებთ თავის გაკონტროლებას.
რვიანები - ჯანსაღად მოაზროვნე და რაციონალური ტიპაჟები არიან. ამიტომ ლოგინშიც კი ცდილობენ სიტუაცია აკონტროლონ. მათთვის მნიშვნელოვანია ის, რომ პარტნიორმა წამყვანი როლის თამაშის უფლება მისცეს. ნუმეროლოგები ურჩევენ ამ ხალხს პერიოდულად დაუგეგმავი და სპონტანური სექსითაც გაინებივროს თავი. მათ ეს აუცილებლად მოეწონებათ.
ცხრიანების - უმეტესობა მხიარული, ოპტიმისტი და იუმორის გრძნობით სავსე ადმაიანია. ენა კარგად უჭრით, შესაბამისად, ძალზე ხშირად პარტნიორის ორგაზმამდე მიყვანა საუბრითაც კი შეუძლიათ, თუნდაც სატელეფონო კომუნიკაციის დახმარებით. სექსში გასაოცარ კრეატიულობას ავლენენ და ახალ-ახალ შეგრძნებებს დაეძებენ მუდამ.