უფრო ვრცლად კი იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რა სახის სასიყვარულო ავანტურა გელით, სტატიაში გაეცნობით
ვერძების უმრავლესობა ივლისის პირველ დეკადაში, ძირითადად სამსახურეობრივი და ფინანსური საკითხების მოგვარებით იქნება დაკავებული. ბევრი მათგანი, სწორედ ამ პერიოდში შეძლებს მონახოს გრძელვადიანი და სტაბილური სპონსორი ან საქმიანი პარტნიორი. თუმცა უკვე ივლისის მეორე ნახევრიდან, მარტოხელა ვერძების ცხოვრებაში რომანტიკის დროც დგება და შესაძლებელია ამ პერიოდში დაწყებული ნაცნობობა (ხშირ შემთხვევაში უცხოელ პარტნიორთან, ან საზღვარგარეთ შვებულების გატარებისას) სულ მალე მენდელსონის მარშითაც დაგვირგვინდეს.
კუროებს კი კუპიდონის ისრების მოგერიება, უკვე ივლისის დასაწყისიდან მოუწევთ. ბევრი კურო სწორედ ამ პერიოდში გაიცნობს აბსოლუტურად არაორდინალურ სიტუაციაში იმ ერთადერთსა და განუმეორებელს, რომელთანაც ოჯახის შექმნაზე უპირობოდ დათანხმდებოდა აქამდე რომ აღმოეჩინა იგი. ივლისის მეორე ნახევარი კი შედარებით უფრო მშვიდად ჩაივლის, ამ პერიოდს ბევრი კურო სამომავლო გეგმების დაწყობა-გაანალიზებაში გაატარებს.
ტყუპების დიდი ნაწილი ივლისის პირველ ნახევარში მომხდარ მოვლენებს, ნაკლებად მიანიჭებს უპირატესობას. და აი სწორად აქ შეცდებიან ძვირფასი ტყუპები. იმიტომ რომ, ზუსტად ამ პერიოდში დაწყებული პროცესები აღმოჩნდება სამომავლოდ მათ ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი მოვლენების კატალიზატორი. ივლისი ის პერიოდია, როცა ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს საშუალება მიეცემათ იბრწყინონ საზოგადოებრივ ასპარეზსა თუ პირად ფრონტზე. თუმცა ურთიერთობას, რომელსაც ამ დროს ჩაეყრება საფუძველი, ცოტა უფრო მოგვიანებით უწერია სერიოზული ფორმის მიღება.
კირჩხიბებს ივლისის თვეში პრობლემა ძირითადად იმის გამო შეექმნებათ, რომ, როგორც წესი, არ სურთ წარსულთან განშორება. ამის ხარჯზე კი, მათი უმრავლესობა ჯეროვნად ვერ აფასებს აწმყოს და იქ მიმდინარე მოვლენების პერსპექტიულობას. ივლისის პირველ დეკადაში, ბევრ კირჩხიბს მიეცემა შანსი ურთიერთობები აღადგინოს საყვარელ ადამიანთან, რომელთანაც რიგი მიზეზის გამო მოუხდა განშორება. თუმცა, თუკი წარსულის შეცდომები ძალიან მტკივნეული და დიდი იყო, აჯობებს თავი დაანებოთ დამსხვრეული თეფშის გამთელების მცდელობას და ივლისის მეორე ნახევრიდან ახალი გატაცების მოსაძებნად გაეშუროთ. ვარსკვლავები სწორედ ამ დროს გპირდებიან საკმაოდ სერიოზული ურთიერთობის დაწყების ალბათობას.
ლომების უმრავლესობა ზაფხულს აღმერთებს, იმიტომ რომ ეს სწორედ ის დროა როცა სიცოცხლე ჩქეფს, ლომს კი მოგეხსენებათ როგორ უყვარს გართობა და რომანტიკული თავგადასავლები. მით უმეტეს, რომ ივლისის თვეში ბევრ ლომს საკმაოდ სერიოზული ურთიერთობის დაწყების ალბათობას ჰპირდებიან ვარსკვლავები. თუმცა, მანამ სანამ გააცნობიერებთ, რომ "ეს სწორედ ის არის" შესაძლოა ბევრი შეცდომაც დაუშვათ. ასტროლოგები ლომებს ურჩევენ, მაქსიმალური გულწრფელობით მოეკიდონ ახალ ნაცნობთან ურთიერთობას, იმიტომ რომ გულწრფელობა სამომავლოდ ის "კოზირი" იქნება, რომელიც თქვენს კავშირს ხანგრძლივი ვადით გაამყარებს.
ქალწულები ივლისის პირველ დეკადაში საკუთარ თავში და ზოგადად, გარშემო შექმნილი ქაოსური სიტუაციის დალაგებით იქნებიან დაკავებული. ამიტომ ამ პერიოდში შანსი იმისა, რომ მათ ვინმესთან რომანტიული ურთიერთობის დაწყება მოუნდეთ საკმაოდ მცირეა. სამაგიეროდ ივლისის მეორე ნახევარში, შესაძლოა გაიცნოთ ადამიანი, რომელიც მიუხედავად თქვენი "მუდმივად საქმიანი იმიჯისა" მაინც შეძლებს გულის სიმები შეგირხიოთ და ცოტა ხნით მოგწყვიტოთ სამსახურეობრივ რუტინას.
სასწორთა უმრავლესობის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები პირად ფრონტზე, ივლისის შუა რიცხვებიდან დაიწყება. ზუსტად ამ დროს გააქტიურდება ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს შორის ინტუციცია და ბევრი სასწორი, მისი კარნახით იპოვნის უშეცდომოდ გზას საყვარელი ადამიანის გულისკენ. მაგრამ, უკვე ივლისის ბოლოსკენ მოგიწევთ საკმაოდ დიდ კომპრომისზე წასვლა რათა მოულოდნელად შექმნილი კონფლიქტური სიტუაციები აირიდოთ თავიდან. თუმცა თქვენ ეს ნამდვილად არ გაგიჭირდებათ ძვირფასო სასწორებო!
მორიელების უმრავლესობა ივლისის თვეს ძალიან მოუცლელი ხვდება. ამიტომ ბევრი თქვენგანი ჩათვლის, რომ დასვენებაზე და რომანტიკაზე მხოლოდ ოცნებაღა დარჩენია. თუმცა არც მთლად ასე უიმედოდაა საქმე! სწორედ ივლისის თვეში, კერძოდ მისი შუა რიცხვებიდან გაგაოცებთ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთა დაჟინებული ყურადღება თქვენ მიმართ. ხოლო უკვე თვის ბოლოსკენ, შესაძლოა ახლად დაწყებული სასიყვარულო ინტრიგა, გრძნობების უზარმაზარ ფეიერვერკში გადიაზარდოს და გამორიცხული არაა, ამას დაუგეგმავი (თუმცა მცირე ხნიანი) შვებულებაც მოჰყვეს, რომელიც დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს გაჩუქებთ.
მშვილდოსნებს ივლისი თვე, პოზიტიური მოვლენების ციკლს უფრო მეორე დეკადიდან ჰპირდება. სწორედ ამ პერიოდიდან მიეცემა ზოდიაქოს ამ ნიშნის ბევრ წარმომადგენელს იმის საშუალება, რომ საკუთარი პერსონა საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოაქციოს და არაერთი კეთილისმყოფელი ან თაყვანისმცემელი შეიძინოს. ამ პერიოდში თქვენი დადებითი თვისებების აღიარებას, ის ადამიანებიც კი შეძლებენ ვინც აქამდე მტრული თვალით გიყურებდათ და ცდილობდა მახე დაეგო თქვენთვის. გამორიცხული არც ისაა, რომ თქვენს ერთ-ერთ "ყოფილ მტერთად" ააწყოთ რომანტიკული ურთიერთობა, რაც სამომავლოდ სერიოზულ გრძნობაში გადაიზრდება.
თხის რქებს ივლისის თვეში თანდაყოლილი სერიოზულობა ერთიორად გაუმძაფრდებათ. ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, რომ ამ თვის პირველი დეკადა ფაქტობრივად უემოციოდ ჩაივლის. მიზეზი თქვენი სერიოზული იმიჯია. რომელიც თაყვანისმცემლებს საშინლად აფრთხობს. იქნებ დადგა დრო ცოტა მოდუნდეთ და, რაც მთავარია, ხშირად გაიღიმოთ? თქვენ მეკითხებით ვის გაუღომოთ კონკრეტულად? თუნდაც თქვენივე თანამშრომელს რომელიც გვერდით მაგიდასთან ზის და შიშით გამარჯობასაც ძლივს გეუბნებათ დილით, სამსახურში მისვლისას. დიახ, დიახ ივლისის თვეში ვარსკვლავები ბევრ თხის რქას სწორედ სამსახურეობრივი რომანის დაწყების ალბათობას უწინასწარმეტყველებენ. ჰოდა, რატომაც არა?
მერწყულების უმრავლესობას ივლისის თვე თავს მძაფრი ემოციებით დაამახსოვრებს. თუმცა შესაძლოა ეს ისეთი თავგადასავალი იყოს, რომლის დაფარვასაც ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები მონდომებით შეეცდებიან გარშემო მყოფთა თვალისგან. ასტროლოგები გირჩევენ, ამ პერიოდში დაწყებული რომანტიული ნაცნობობა, ჯანსაღი კუთხით და ცივი გონებით შეაფასოთ მისი პერსპექტიულობის თვალსაზრისით, რადგან შანსი იმისა, რომ ეს კავშირი სამომავლოდ პრობლემებს და ვნებათაღელვას მოგიტანთ საკმაოდ დიდია. უმჯობესი იქნება, ივლისი ახალი მეგობრების შეძენას დაუთმოთ, ვინ იცის მათ რიგებში იქნებ ის ერთადერთიც აღმოჩნდეს, ვის პოვნასაც ასე ნატრობთ?
თევზებს ივლისი მოკლევადიანი, მაგრამ სასიამოვნო რომანტიკული თავგადასავლებით გაანებივრებს. თუმცა არც სამსახურეობრივი კუთხით გელით ცუდი პერიოდი. ის კი არა, შესაძლოა სოლიდური სპონსორიც შეიძინოთ ამ თვეში თქვენი რომელიმე ორიგინალური იდეის დასაფინანსებლად. ყურადღება მიაქციეთ საპირისპირო სქესის იმ წარმომადგენლებს, რომელთან ნაცნობობაც რაიმე თხოვნით ან დახმარების აღმოჩენის აუცილებლობით დაიწყება. შესაძლოა ეს ურთიერთობა საკმაოდ ხანგრძლივი და პოზიტიური გამოდგეს თქვენთვის სამომავლოდ.