რომელიც ერთ-ერთი ცნობილი ჟურნალისთვის პერიოდულად ამზადებს სტატიებს, საინტერესო დასკვნამდე მივიდა საკუთარ კლიენტებზე დაკვირვების შედეგად. სინტიამ აღმოაჩინა, რომ ასტროლოგიურად ის, რასაც ადამიანების დიდი ნაწილი დაახლოებით 21-29 ასაკს შორის სიყვარულს უწოდებს, ხშირად მარტოოდენ "კარმული კავშირებია" და ინდივიდი გარკვეულ "გადამოწმებას" გადის ემოციურ სიმყარეზე. რომელსაც არასწორად შერჩეულ პარტნიორთან ურთიერთობით ამტკიცებს. ზუსტად ამგვარი უიღბლო კავშირების შედეგად ჩნდება ბევრ ჩვენგანში ფასეულობათა გადაფასების აუცილებლობა და უკვე ზრდასრულ ასაკში აბსოლუტურად სხვა ტიპის ურთიერთობებისთვის ვართ ხოლმე მზად, რომელსაც სინტიას აზრით, ჰქვია კიდეც ნამდვილი პარტნიორობა და ჰარმონიული სიყვარული. თუმცა, არ არსებობს წესი, გამონაკლისის გარეშე და ისეც ხდება, რომ ადრეულ ასაკში შექმნილი ოჯახებიც სავსებით ჰარმონიულად თანაარსებობს. ამერიკელმა ასტროლოგმა საინტერესო დაკვირვების შედეგები შემოგვთავაზა:
მისი აზრით, ყველაზე ხშირად და ადრეულ ასაკში ოჯახურ ბედნიერებას თხის რქები, კუროები, ქალწულები და სასწორები პოულობენ. ამ ადამიანებს გაცილებით უფრო პრაგმატული მიდგომა აქვთ ოჯახისა და ქორწინების საკითხის მიმართ. ისინი რეალისტები არიან, ამასთან ერთად, საკმაოდ ერთგული და სტაბილური ფსიქიკითაც გამოირჩევიან. შესაბამისად, ყველაზე ნაკლებად ანგრევენ ადრეულ ასაკში შექმნილ ოჯახს ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნით დაბადებული ადამიანები.
შედარებით მოწიფულ ასაკში პოულობენ მეორე ნახევარს კირჩხიბი, ვერძი, მორიელი და მერწყული. მათთვის პარტნიორთან ემოციური ან მენტალური მჭიდრო კონტაქტია საჭირო. ამიტომ დაახლოებით 24-26 წლის ასაკში აქვთ შანსი ამ ადამიანებს ჰარმონიული პარტნიორის პოვნის.
დაბოლოს, ყველაზე მეტად უჭირთ და ხშირად მთელი ცხოვრება ძიების პროცესში მისდით ტყუპის, მშვილდოსნის, ლომისა და თევზების ნიშნით დაბადებულ ადამიანებს. მათ უმეტესობას ან მძაფრი იდეალიზმი უშლის ხელს ხანგრძლივი და მყარი კავშირის შენარჩუნებაში, ან ეგოიზმი ანაც სიახლეებისადმი დაუოკებელი სწრაფვა, რომელსაც ერთი და იმავე პარტნიორთან წლობით ერთ ჭერქვეშ ცხოვრების პერსპექტივა ჩანასახშივე ასამარებს.