ქვეყნებსაც ყოფენ, ამიტომ თითოეულ ჩვენგანს გააჩნია თავისი "თანამეზოდიაქოვე" სახელმწიფო, რომელში ვიზიტიც (ან სულაც ხანგრძლივი ვადით ცხოვრება) მისთვის დადებითი და წარმატების მომტანი შეიძლება იყოს.
ვერძის – ზოდიაქო, მითების მიხედვით ლეგენდარულ სპარტას მფარველობდა. ხოლო დღევანდე დღეს ვერძით მართულ ქვეყანად გერმანია ითვლება. იგია თანამედროვეობაში სპარტის ანალოგი. ამიტომ ვერძისთვის გერმანული ვოიაჟი საკმაოდ წარმატებული შეიძლება იყოს. ალტერნატიული ქვეყნებია: ბრიტანეთი, ვენესუელა, ისრაელი და თურქეთი. რადგან მიჩნეულია, რომ ჩამოთვლილ ქვეყნებზეც ვერძის გავლენა ვრცელდება.
კუროს – მმართველი ვენერაა, რომელიც თავის მხრივ სილამაზის, გამრავლებისა და ნაყოფიერების სიმბოლოა. ბულგარეთი, მოლდოვა, უკრაინა, არგენტინა, ბელორუსია, საბერძნეთი, დანია და ირლანდია კი ზუსტად ის ქვეყნებია, რომელიც კუროს ზოდიაქოს ნიშნით იმართება. აქ მდიდარი ბუნება, ლამაზი ხედები და კარგი საკვებია, რაც კუროსთვის აუცილებელია საარსებოდ.
ტყუპის – ზოდიაქოს ოდითგანვე ძველი ელადის მფარველობას მიაწერდნენ. დღესდღეობით კი მისი მმართველობა ამერიკის გარკვეულ ნაწილზე ვრცელდება. კერძოდ, ჩრდ. ამერიკაზე. ტყუპის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ასევე კარგად იგრძნობს თავს უელსში, ბელგიაში, ეგვიპტესა და კანადაში. გამომდინარე იქედან, რომ ჩამოთვლილი ქვეყნებიც ტყუპის გავლენის ქვეშ მოიაზრება.
კირჩხიბის – ზოდიაქოს ყველაზე დამახასიათებელი თვისება ტრადიციების სიყვარული და ოჯახზე, ფესვებზე ზრუნვაა. ამიტომ გასაკვირი არაა, რატომ ითვლება კირჩხიბით მართულ ქვეყნებად ინდოეთი, ალჟირი, ნიდერლანდების სამეფო, სომხეთი, მაროკო, ტუნისი და შოტლანდია. შესაბამისად, ასტროლოგების აზრით, კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნის მქონე პიროვნებებს ყველაზე უკეთ ამ ქვეყნებში შეუძლიათ იგრძნონ თავი.
ლომის – ნიშნისთვის დამახასიათებელია საკუთარი ვიზუალური იმიჯის ხაზგასმა, ტრაბახი და საჩვენებელი მანევრები. ამიტომ ამგვარი ტიპის ხალხი ძირითადად ესპანეთში, საფრანგეთში, იტალიაში, ლიბანში, პერუში, ჩეხეთში, რუმინეთსა და სუდანში ცხოვრობს. შესაბამისად, ლომებს ასტროლოგები სწორედ ამ ქვეყნებში მოგზაურობა/დამკვიდრებას ურჩევენ.
ქალწულის – ზოდიაქოსთვის დამახასიათებელ შტრიხებს ასტროლოგები იაპონიას, შვეიცარიას, ბრაზილიას, ხორვატიასა და ესპანეთის ნაწილს – კერძოდ ანდალუსიას მიაწერენ. ამიტომ ქალწულის ნიშნის მქონე ინდივიდები თავს სწორედ ამ ქვეყნებში გრძნობენ თავს კომფორტულად.
სასწორის – ზოდიაქოს დამახასიათებელი თვისება ჰარმონიის სიყვარული, შემოქმედებითი აზროვნება და კარგი გემოვნებაა. თანამდეროვეობაში ამ თვისებებს ინგლისი (ჭეშმარიტი ქალბატონებისა და ჯენტლმენების ქვეყანა), ავსტრია, ჰავაი, ჩინეთი, მონაკო და აშშ-ს სამხრეთ ნაწილი შეესაბამება. ამიტომ ასტროლოგები სასწორებს სწორედ ამ ქვეყნებისკენ ურჩევენ გეზის აღებას.
მორიელისთვის – დამახასიათებელია ექსპანსიურობა, ექსტრიმის სიყვარული და დრამატიზმი. ამიტომ ასტროლოგები ზოდიაქოს ამ ნიშანს ისეთი "პიკანტური" ქვეყნების მონახულებას ურჩევენ როგორიცაა: არაბთა გაერთიანებული ემირატები, ბალი, გოა, ირანი, ავღანეთი, ავსტრალია, მალაიზია, ნორვეგია და სირია.
მშვილდოსნები – ბუნებით აზარტულები, მოხეტიალეები და ოპტიმისტები არიან. ასტროლოგების აზრით, მათ იდეალისტურ ბუნებას ყველაზე უკეთ პორტუგალია, ცეილონი, არგენტინა, მექსიკა და ერაყი მიესადაგება.
თხის რქას – სხვა ნიშნებისგან კონსერვატორული ხასიათი, ნებისყოფის სიმტკიცე და გაწონასწორებულობა გამოარჩევს. ამიტომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულები თავს კარგად იგრძნობენ კორეაში, მონღოლეთში, საუდის არაბეთში, ალბანეთში, ბულგარეთში, ბოლივიაში, მაკედონიასა ან ბალტიისპირეთის ქვეყნებში.
მერწყულის – დამახასიათებელი თვისებებია კრეატიულობა, ნოვაციის სიყვარული და ცვალებადობა. ამიტომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ხალხს ასტროლოგები ისეთი ქვეყნების მონახულებას ურჩევენ როგორიცაა: ფინეთი, ჩილი, რუსეთი, ერაყის სამხრეთი ნაწილი და ეთიოპია.
თევზები – მეოცნებეები, რომანტიკულები და ემოციურები არიან. ამიტომ მათთვის შესაფერისი ქვეყანა ასტროლოგების აზრით არის: ნორმანდია, საფრანგეთის სამხრეთი ნაწილი, კოლუმბია, სიცილია და ინდონეზია.