მის მოსამზადებლად გამოჰყავით 35 წუთი.
დაგჭირდებათ:
გრძელი ბრინჯი - 0,5 ჭიქა
ქათმის ფილე - 2 ნაჭერი
სტაფილო - 2 ცალი
კიტრი - 2 ცალი
ხახვი - 1 თავი
კვერცხი - 3 ცალი
მაიონეზი
სალათის ფოთლები
კამა
მომზადების წესი:
მოხარშეთ ბრინჯი მარილწყალში.
გაფცქვენით და გახეხეთ სტაფოლო, მოხრაკეთ ზეთში.
მოხარშეთ კვერცხი და ქათმის ფილე.
ააწყვეთ სალათა ფენებად: დახეული სალათის ფოთლები, შემდეგი ფენა იქნება მოხარშული ბრინჯი, მესამე ფენა - მოხარშული და დაჭრილი ქათმის ფილე, მეოთხე ფენა - წმინდად დაჭრილი ხახვი, მეხუთე ფენა - მოხრაკული სტაფილო, მეექვსე ფენა - გაფცქვნილი და პატარა კუბებად დაჭრილი კიტრი.
ყველა ფენას უსვამთ მაიონეზს და აყრით პილპილისა და მარილს.
სალათის ზედაპირზე გააკეთეთ გვირილა: კვერცხის მოგრძოდ დაჭრილი ცილა ყვავილის ფურცლები იქნება, ხოლო ყვითელი გული, კვერცხის გახეხილი გულისგან გაუკეთეთ. გააფორმეთ კამის ღერებით.
სხვა გემრიელი რეცეპტები იხილეთ საიტზე: www.gemrielia.ge