თქვენ დაგჭირდებათ:
მოხარშული ქათმის ფილე - 50 გ
კვერცხი - 1 ცალი
გახეხილი ყველი - 30 გ
არაჟანი - 2 ს/კ
შავი ქლიავის ჩირი - 6 ცალი
ნიგოზი - 6 ცალი
კიტრი - 50 გ
მარილი და პილპილი
მდოგვი - 1/2 ჩ/კ
ოხრახუში და კამა
მომზადების წესი:
პირველ რიგში, ათქვიფეთ კვერცხი, შემდეგ დაუმატეთ პილპილი, მარილი და გახეხილი ყველი.
შეწვით ბლინი, გაჭერით შუაზე და მოამრგვალეთ კონუსისებურად.
დანარჩენი ინგრედიენტები დაჭერით მომცრო ზომის კუბიკებად.
ერთმანეთში შეაზავეთ არაჟანი და მდოგვი. მოასხით სალათას და კარგად ამოურიეთ, რომ თანაბრად გადანაწილდეს.
ბოლო ეტაპზე სალათა კონუსში უნდა მოათავსოთ და მწვანილით მორთოთ.
სხვა გემრიელი კერძები იხილეთ საიტზე: www.gemrielia.ge