რომელი ზოდიაქოს ნიშნები სწავლობენ საკუთარ შეცდომებზე და ვის შეუძლია ცხოვრების თავიდან დაწყება

რომელი ზოდიაქოს ნიშნები სწავლობენ საკუთარ შეცდომებზე და  ვის შეუძლია ცხოვრების თავიდან დაწყება

მომაწოდა საინტერესო იდეა - განმეხილა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით სიტუაცია, თუ რას მოიმოქმედებდნენ ზოდიაქოს ნიშნები იმ შემთხვევაში თუკი მათ ცხოვრების უკან დაბრუნების შანსი მიეცემოდათ. ასტროლოგიური მახასიათებლების მიხედვით, საკმაოდ მარტივია ვიმსჯელოთ იმაზე ვინ სწავლობს ჭკუას საკუთარ შეცდომებზე და ვინ დადის ერთი და იმავე დანაღმულ გზაზე მრავალჯერადად. Laughing

როგორც ასტროლოგებს მიაჩნიათ, ყ ველაზე ძნელად, დაშვებული შეცდომების ხარჯზე ჭკუას ცეცხლის სტიქიის ნიშნები სწავლობენ. ვერძებს და მშვილდოსნებს ამ მხრივ ბადალი არ მოეძებნებათ. ერთიც და მეორეც წრეგადასული სიმამაცით და რისკის სიყვარულით გამოირჩევა. ამიტომ ამ ადამიანებისთვის დროის უკან დაბრუნებას აზრი არ აქვს, ისინი მაინც გაიმეორებენ იმავე შეცდომებს რამაც წარსულში კატასტროფამდე მიიყვანა. თუმცა ფეხზე წამოდგომას და გზის გაგრძელებას ორივე მათგანი ოსტატურად მოახერხებს.

რაც შეეხება ლომს - ის ცეცხლის სტიქიის ფიქსირებული ნიშანია, ამიტომ ვერძისა და მშვილდოსნისგან განსხვავებით უფრო უფრთხილდება საკუთარ თავს და იმიჯს. თქმა არ უნდა, ლომებსაც ახასიათებთ პერიოდულად ემოციებზე აყოლა, მაგრამ მთლიანობაში დაშვებული შეცდომების წყალობით ისინი კარგად ახერხებენ პიროვნულ ზრდას და უკეთესობისკენ განვითარებას.

იშვიათად ან თითქმის ვერასოდეს სწავლობენ ჭკუას შეცდომებზე ჰაერის სტიქიის ნიშნები. ტყუპი, მერწყულები და სასწორები მიდრეკილნი არიან განწყობის და ინტერესების ცვალებადობისკენ. მათთვის ზოგადად არც წარმოადგენს დიდ ტრაგედიას ამა თუ იმ შეცდომის დაშვება და მიღებული შედეგები. იმიტომ რომ, მიდრეკილება "მალე გაანიავონ" საკუთარი ქვეცნობიერი, საშუალებას აძლევს მათ ცხოვრება ყოველი ახალი დილიდან ახლებურად დაიწყონ. წარსულს ჰაერის ნიშნები იშვიათად მისტირიან და ცდილობენ მხოლოდ აწმყოს აუწყონ ფეხი.

ნაკლებად რისკავენ, შესაბამისად, ნაკლებად უწევთ სინანული ჩადენილი შეცდომების გამო მიწის სტიქიის ნიშნებს. კურო, ქალწული და თხის რქა ყოველთვის ბევრს ფიქრობს სანამ რაიმე მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამს. ამიტომ ასეთი ადამიანები იშვიათად ნანობენ რამეს, თუმცა წარუმატებლობის შემთხვევაში აზრზე მოსვლა და ფეხზე წამოდგომაც ძალიან უჭირთ.

დაბოლოს, წყლის სტიქიის წარმომადგენლებს კირჩხიბს, მორიელს და თევზებს განსხვავებული კლასიფიკაცია უნდა მივანიჭოთ. ყველაზე წინდახედულები ამ მხრივ უდავოდ კირჩხიბები არიან. მათ არ უყვართ რისკი, შესაბამისად, "დღევანდელი კვერცხი ურჩევნიათ, ხვალინდელ ქათამს". ცოტა ქაოსურია თევზები, ეს ადამიანები ხშირად ჩადიან გაუაზრებელ საქციელს ძირითადად ემოციის კარნახით, რასაც მერე დიდხანს ინანიებენ ხოლმე. რაც შეეხება მორიელს, მას "გააზრებული რისკი" მოსწონს. ამიტომ ნებისმიერი მისი ექსტრემალური ქმედება, ყოველთვის ეფუძნება კარგად გათვლილ სტრატეგიას. თუმცა თუ ისე მოხდა, რომ წარუმატებელი აღმოჩნდა მორიელის სვლა, იგი პასუხისმგებლობას არასოდეს გაექცევა ჩადენილის გამო.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?