ავტომატურად იქნება კარგი ბებია ან ბაბუაცო, მაგრამ შეგედავებით – არ არის ასე, უფრო სწორად მთლად ასეც არ არის საქმე. საკითხს რომ უფრო მეტი სერიოზულობით მივუდგეთ აგიხსნით, – არსებობენ ადამიანები, რომელთაც განსაკუთრებული სიმკაცრე ახასიათებთ საკუთარი შვილების მიმართ, მაშინ როცა ზოგიერთი ფიქრობს, რომ ბავშვს არაფერი უნდა დაუშალოს... თქმა არ უნდა, არც ერთი და არც მეორე მიდგომა არ გამოდგება სამომავლოდ სრულფასოვანი პიროვნების ჩამოსაყალიბებლად. თუმცა, აღზრდის მეთოდებზე ჩვენ უკვე ვისაუბრეთ და საკმაოდ დეტალურადაც საიტზე გამოქვეყებულ სპეციალურ სტატიაში. ამჯერად კი საუკეთესო ბებია/ბაბუას პრეტენდენტ ნიშნებს გაგაცნობთ, ანუ მათ, ვინც განსაკუთრებულად უყვართ ბავშვებს ამ "როლში", მაშინ როცა სავსებით შესაძლებელია დედის ან მამის ამპლუაში, მათი იმიჯი აბსოლუტურად სხვაგვარიც იყოს...
ასტროლოგების აზრით, ყველაზე "ტკბილი" ბებია/ბაბუას როლში სამი ნიშნის აქტიურობას ვხვდებით. ესენია: თხის რქა, მშვილდოსანი და თევზები.
თხის რქები როგორც წესი მშობლის ამპლუაში საოცრად მკაცრები და უაპელაციოები არიან. მათ უმრავლესობას მოსწონს შვილების დისციპლინირებულად გაზრდა. გარდა ამისა, მშობელი თხის რქა ახალგაზრდა წლებში სანამ მისი შვილები პატარები არიან, დროის უდიდეს ნაწილს კარიერის მოწყობასა და პროფესიულ რეალიზაციას უთმობს. შესაბამისად, გასაკვირი არაა რატომ აოცებთ მათი "ტრანსფორმაცია" ბაბუა/ბებიის როლში გარშემო მყოფებს. შვილიშვილის შეძენისას ეს ხალხი გაცილებით უფრო მეტი თავისუფალი დროის პატრონია და ემოციების მხრივაც უფრო სათუთები ხდებიან. სწორედ შვილიშვილებთან კავშირსას სწავლობენ ისინი ენის მოჩლექით საუბარს და აცნობიერებენ რომ ამქვეყნად ამაოდ არ უცხოვრიათ.
მშვილდოსნები თავადაც დიდი ბავშვები არიან ბუნებით, არ აქვს მნიშვნელობა ინდივიდი მდედრია თუ მამრი. მაგრამ მათ ამ თვისებას მშობლის ამპლუაში აქვს ერთი დიდი ნაკლი – ისინი ცოტა არ იყოს და უპასუხმისმგებლო დამოკიდებულებით გამოირჩევიან საკუთარი ნაშიერების მიმართ (ეს ფაქტი, განსაკუთრებით მამრობითი სქესის მშვილდოსნებზეა თვალშისაცემი). თუმცა, როცა უკვე ხანშიშესულ ასაკს აღწევენ და დგება დრო შვილიშვილებთან ურთიერთობისთვის, მშვილდოსან ბებია/ბაბუას სწორედ საკუთარი ბავშვურობა და ინფანტილიზმი ეხმარება იმაში, რომ პატარებმა მასში "თავისიანი" და მათსავით მაოზროვნე ამოიცნონ.
თევზები როგორც მშობელი ხშირად ზედმეტად რბილი და დამყოლია. ამის გამო, მათი შვილები დიდ ასაკში პრინციპულობის ნაკლებობასა და ნებისყოფის არქონას უჩივიან. თუმცა, ყველაფერი მაინც ინდივიდუალურია. შესაბამისად, მონდომების შემთხვევაში თევზი დედის/მამის გაზრდილი ნაშიერიც შესანიშნავად იპოვის სწორ გზას ცხოვრებაში, თუკი მას ეს ძალიან უნდა სურს. აი, რაც შეეხებათ შვილიშვილებს, თევზი ბებია/ბაბუა ამ "როლში" შეუცვლელი და უნიკალურია, იმიტომ რომ ის, რაც მას შვილებთ დამოკიდებულებაში ნაკლად ეთვლება – გადამეტებული სირბილე და ლოიალურობა, შვილიშვილებთან საპირისპიროდ მუშაობს. შესაბამისად, ბავშვები ასეთი ბებია/ბაბუებს აღმერთებენ და მათ სახლში ყოველთვის ეგულებათ მყუდრო თავშესაფარი.