ზოდიაქოს ნიშნები ვისთვისაც მიმდინარე წელი ყველაზე რთული იქნება

 ზოდიაქოს ნიშნები ვისთვისაც მიმდინარე წელი ყველაზე რთული იქნება

გამომდინარე იქედან, რომ ძალზე ხშირად ინტერესდებიან ჩვენი მკითხველები იმ თემით, თუ კონკრეტულად რომელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის იქნება მიმდინარე წელი მნიშვნელოვანი გადავწყვიტე მოკლე ინფორმაცია მოგაწოდოთ ამ მხრივ.

მიმდინარე 2014 წელი ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებს უმზადებს შემდეგი ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებს: ვერძს, სასწორს, ლომს, ქალწულსა და მშვილოდსანს.

ვერძები და სასწორები წლის დასაწყისიდანვე, კერძოდ თებერვლის ბოლო დეკადიდან უკვე შეიგრძნობდნენ, რომ მიმდინარე წელს მათ ცხოვრებაში გარდამტეხი მოველენები მოაქვს.

ამასთან ერთად, ვერძებს საიმისოდ, რომ მაქსიმალურ წარმატებას და წინსვლას მიაღწიონ, მოეთხოვებათ სასწორისეული თვისებების – დიპლომატიურობის, კომპრომისზე წასვლის უნარის გამოჩენა ან სწავლა. სასწორებს კი მიმდინარე წელი, უმთავრეს პირობად საკუთარ ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილებების შესატანად, ვერძისთვის დამახასიათებელი რისკიანობის, პრინციპულობის გამომუშავებას უწესებს.

გარკვეული სირთულეებით შეიძლება იყოს აღნიშნული წლის პირველი დეკადა ლომის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის. მათ უმრავლესობას დღის წესრიგში, ძირითადად პირადი ურთიერთობების დარეგულირების აუცილებლობა და შვილებთან წარმოქმნილი რიგი პრობლემები დაუდგება. თუმცა, ძვირფასი ლომების გასაგონად მინდა ვთქვა, რომ უკვე ივლისის პირველი დეკადიდან მდგომარეობა საგრძნობლად შემსუბუქდება და შესაძლოა, ბევრმა თქვენგანმა კარიერაში მნიშვნელოვანი ნახტომის გაკეთებითაც კი მოახერხოს, წლის დასაწყისში არსებული უსიამოვნო მოვლენების "კომპენსირება".

ნოემბრის თვიდან ძალაში შევა შავი მთვარის ახალი ფაზა, ამიტომ ეს პერიოდი ქალწულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებს შეეხება ყველაზე მეტად. ეს შეიძლება იყოს საკუთარ პროფესიონალიზმში ეჭვის შეტანის ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შიშების სახით გამოვლენილი სირთულეები. ამიტომ ძვირფას ქალწულებს ვურჩევ, ნაკლები ვნებათაღელვით მოეკიდონ ზემოთ ხსენებულ სფეროებს. თავი ანებონ დეტალიზაციას, უსაფუძვლო წვრილმანებზე ზედმეტად ბევრი ყურადღების გამახვილებას და ასე ყველაფერი თავისთავად ჩადგება კალაპოტში.

დაბოლოს, მშვილდოსნები , რომელთა ზოდიაქოს ნიშანსაც დეკემბრის თვეში მკაცრი "მასწავლებელი" სატურნი დაიკავებს საკმაოდ ხანგრძლივი ვადით, უნდა ერიდონ ხასიათში ისეთი თვისებების გამოვლინებას როგორიცაა ზედაპირულობა, დემაგოგიისკენ მიდრეკილება, საკუთარი შეცდომების არაღიარების ჩვევა (რაც ძალიან ხშირად ახასიათებს მშვილდოსნის ნიშნის ტიპურ წარმომადგენელს), დანაპირების შესრულებაც უნდა ისწვალონ ძვირფასმა მშვილდოსნებმა და განვლილი ცხოვრების გაანალიზების ხარჯზე, მომავლის გონივრულად დაგეგმვა. წინააღმდეგ შემთხვევაში დისციპლინის მოყვარული სატურნი, აუცილებლად შეუზღუდავს მშვილდოსანს ცხოვრების იმ სფეროებს, რომელიც განსაკუთრებულად პრიორიტეტულია მათთვის.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?