გთავაზობთ იმ ზოდიაქოს ნიშნებს, რომლებიც, ვირიშ ვარმას აზრით, მიდრეკილები არიან განქორწინებისკენ:
ვერძი – ადვილად უყვარდება ვინმე. თუმცა, აბსოლუტურად ერთგულია მანამ, სანამ პარტნიორის მიმართ გრძნობებს განიცდის. ნუ დაგავიწყდებათ, ვერძი ცეცხლის ნიშანია – შესაბამისად, მარტივად აალდება და მარტივად ქრება. აქედან გამომდინარე, თუკი მისი პარტნიორი გამუდმებით არ შეეცდება მის გულში არსებული გრძნობების ნაკვერჩხალის გაღვივებას, ვერძი მარტივად და ყოველგვარი ყოყმანის გარეშე მიიღებს განქორწინების შესახებ გადაწყვეტილებას. ამ ხალხს მოკლე მეხსიერება აქვს. შესაბამისად, დანგრეული ურთიერთობის სანაცვლოდ ბევრი ვერძი მალევე პოულობს ახალ, უფრო საინტერესო ვარიანტს.
მშვილდოსანი – როგორც წესი, ყოველ ჯერზე, როცა შეყვარებულია მიჩანია, რომ ეს არის "ის ერთადერთი, განუმეორებელი და უკანასკნელი სიყვარული", რომელსაც ამაოდ ეძებდა მთელი ცხოვრება. მშვილდოსანი უდიდესი იდეალისტია. ამიტომ პარტნიორებს მუდამ აიდეალებს, აწერს მათ იმ თვისებებს, რომელიც არ გააჩნიათ და მარტოოდენ მშვილდოსნის წარმოსახვის ნაყოფია, ან ვერ ხედავს აშკარა ნაკლს, რომელსაც გარშემო მყოფები მის გულის სწორს მარტივად ამჩნევენ. თუმცა, გამოფხიზლების პერიოდი როცა დგება (და ეს აუცილებლად მალე მოხდება), მშვილდოსანი მარტივად მიდის განქორწინებაზე. მისთვის სიცოცხლე დაუსრულებელი პერსპექტივების კალეიდოსკოპია. შესაბამისად, ღირს კი დაკარგოს დრო წარსულის მოგონებებზე?
თხის რქა – ყველაზე მეტად უჭირს როგორც ოჯახის შექმნა, ასევე მისი დანგრევა. თუმცა, თუკი საქმე სერიოზულ დაპირისპირებამდე მივიდა, თხის რქა უკანმოუხედავად და საბოლოოდ დასვამს წერტილს იქ, სადაც ბევრი ადამიანი მძიმეს ან მრავალწერტილს სვამს, თანაც არაერთგზის. სატურნით მართულ ამ ზოდიაქოს ნიშანს, პალიტრაში ნახევარტონები არ გააჩნია. ბუნებით საშინელი მაქსიმალისტია, "ან ყველაფერი, ან არაფერი" - ეს მისი დევიზია. თუმცა, სანამ სიტუაცია ჩიხში შევა, თხის რქა ძალიან ბევრს აიტანს და მოითმენს სატურნული სიჯიუტით, იმ მომენტამდე, ვიდრე პარტნიორი მის პატივმოყვარეობას ან ოჯახის წევრებს არ შეეხება. ასეთ სიტუაციაში თხის რქა, ყოველთვის იქცევა სინდისისა და ტრადიციების შესაბამისად – წერტილს სვამს იქ, სადაც საჭიროა, ყველაფერი დასრულდეს.