საახალწლო იმიჯისა და მაკიაჟის ძირითადი ტენდენციები

საახალწლო იმიჯისა და მაკიაჟის ძირითადი ტენდენციები

თემას მოიცავს. უმეტესობას ისიც უჩნდება საფიქრალად რა ჩაიცვას, როგორი მაკიაჟი გაიკეთოს და რა სახის მოდურ ტენდენციებზე გააკეთოს აქცენტი სადღესასწაულო ღამეს.

რაკიღა მოახლოვებული ცხვრის წელიწადი ორი უმთავრესი ფერის მწვანისა და ლურჯის გრადაციას ანიჭებს უპირატესობას, სასურველია სადღესასწაულო სამოსი სწორედ ამ ორი ფერის კომბინაციის გათვალისწინებით შეირჩეს. თუმცა, ორ ძირითად ფერთან ერთად, არანაკლებ აქტუალური იქნება ე.წ. "პასტელის ტონალობებიც" – ღია ვარდისფერი, ბაცი ყვითელი, მონაცრისფრო-ლურჯი ან ღია იასამნისფერი. შესაბამისად, თამამად შეგიძლიათ ზემოხსენებული ფერების გრადაციით შექმნათ აბსოლუტურად ახლებური, მხოლოდ თქვენთვის მისაღები მოდური "ლუქი".

მაკიაჟის ტენდენციებს რაც შეეხება, ასტროლოგები თვლიან, რომ ამ წელს მოდაში ბუნებრივი ტონალობები იქნება და თმაც შედარებით სადად აჯობებს დაივარცხნოთ. არ არის აუცილებელი რთული, ძვირად ღირებული ვარცხნილობების კეთება. საკმარისია მსუბუქად დახვეული კულულები, ან მოკლედ შეჭრილი ბიჭური ვარცხნილობა ოდნავ ნოტიოს ეფექტით.

მანიკიურის მხრივ კი შესაძლებელია მაქსიმალური კრეატივი გამოვავლინოთ და იმპროვიზაციას მივმართოთ. მაგალითისთვის და მეტი ინსპირაციის მიზნით ქვემოთ მოყვანილ ფოტოს გთავაზობთ: Wink

Astrologia

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?