სად გავიკეთოთ ტატუ ბედნიერების მოსაზიდად

სად გავიკეთოთ ტატუ ბედნიერების მოსაზიდად

ინტერესი გამოიწვია ჩვენ მკითხველებში. ამჯერად მინდა გავაგრძელოთ ეს აქტუალური თემა და შემოგთავაზოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას ამბობს ფენ-შუი სხეულის ამა თუ იმ ნაწილში დატანილი ტატუირების შესახებ...

მაჯა - კრეატიული და ხელოვანი ადამიანებისთვისაა განკუთვნილი. ამ ადგილას ტატუირების დატანა - კონკრეტულად კი რაიმე სახის ფრაზა, სამომავლოდ შემოქმედებითი პოტენციალის გაძლიერებაში დაგეხმარებათ.

ფეხის ტერფები - სექსუალური ენერგიის კონცენტრაციის წერტილია. ამიტომ აქ დატანილი ტატუ არამხოლოდ მიმზიდველს გაგხდით საპირისპირო სქესის თვალში, არამედ თქვენში არსებულ სექსუალურ ენერგეტიკასაც გაუკეთებს აქტივაციას.

ყური და ყურს უკან არე - მკაცრად ინტიმური ადგილია. ამიტომ აჯობებს აქ ისეთი ტიპის სიმბოლო ამოისვირინგოთ, რომლითაც სამომავლოდ კონკრეტული მიზნის მიღწევაზე დააპროგრამებთ თავს.

თითები - ერთობ ორიგინალური ზონაა ტატუს გასაკეთებლად. ფენ-შუის მიხედვით აქ დატანილი ტატუ - თევზის, ლოტოსის, ნიჟარის ან მზის სახით ადამიანისკენ სიმდიდრეს და სტაბილურობას იზიდავს.

ზურგი - ყველაზე მეტი სიფრთხილე ზუსტად ამ ზონასთან მიმართებაში გმართებთ. ფენ-შუის მიხედვით ბეჭებს შორის დატანილი ტატუ, მხოლოდ ისეთ ადამიანებს აბედნიერებს, ვისაც მაღალი სულიერება და კარგი ეზოთერული ცოდნა გააჩნია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ტატუირებამ ამ ზონაში შესაძლებელია დეპრესია და შინაგანი შფოთვა გაგიძლიეროთ.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?