მაშ ასე, ფიცხი, საკმაოდ ემოციური და ხშირად კონფლიქტურიც კი არიან ცეცხლის სტიქიის ნიშნით დაბადებული შეფები - ვერძი, ლომი და მშვილდოსანი. მათთვის მთავარია, რომ თანამშრომელში აქტიურობასა და მუდმივად წინსვლის სურვილს ხედავდნენ. ასეთ უფროსთან კამათის ნუ შეგეშინდებათ, იგი ნაკლებად დაგითხოვთ სამსახურიდან მხოლოდ იმის გამო, რომ თქვენ საკუთარი პოზიცია გაგაჩნიათ და რაღაცის მტკიცედ გჯერათ. თუმცა, ნუ ეცდებით ცეცხლოვანი შეფის ინიციატივა ხელყოთ ან მასზე უკეთესად საქმის კეთების სახალხოდ დემონსტრირება დაიწყოთ. ეს უკვე ნიშნავს თქვენთვის ახლო მომავალში უსამსახუროდ დარჩენას.
წინდახედული, მომთხოვნი და ზომიერად დისტანციურები არიან მიწის სტიქიის უფროსები. კურო, ქალწული და თხის რქა ე.წ. ვორკოჰოლიკ ნიშნებს განეკუთვნებიან. მათ არ ახასიათებთ ცეცხლის სტიქიის ადამიანებივით ხმაურიანი ტემპერამენტი და იშვიათადაა ასეთი უფროსისგან თანამშრომელთან ღია და აშკარა დაპირისპირება მოსალოდნელი. ამასთან ერთად, ასეთი უფროსი ძალიან აფასებს მშრომელ ხალხს. ამიტომ, თუ თქვენ პატიოსნად შრომობთ, მხოლოდ იმიტომ რომ რაღაცას მასზე უკეთ აკეთებთ ან უკეთ ხედავთ, მიწის სტიქიის უფროსი სამსახურიდან არ დაგითხოვთ, უფრო მეტიც, თუ თქვენი იდეა მას ფინანსურად მომგებიანი ეჩვენება სავსებით შესაძლებელია მოულოდნელად დაგაწინაუროთ კიდეც.
წყლის სტიქიის ნიშნებს შორის დაბადებული თუა თქვენი შეფი ანუ კირჩხიბის, მორიელის ან თევზების
ოფისში მოხვდით სამუშაოდ უნდა იცოდეთ, რომ ამ კომპანიაში არათუ კედლებს, კარის სახელურსებსა და საწერ კალამსაც კი ყურები აქვს. ამიტომ ზედმეტ ღლაბუცს და უფროსობაზე ქილიკს მკაცრად არ გირჩევთ თუ არ გინდათ მალე მოგიწიოთ სამსახურთან გამომშვიდობება. მოეკიდეთ სამსახურს როგორც თქვენს მეორე სახლს, ამას თქვენი შეფი აუცილებლად დააფასებს და რაღაც პერიოდის შემდეგ როცა იგი თქვენს ერთგულებაში საბოლოოდ დარწმუნდება, აუცილებლად მოგიმატებთ თანამდებობას და ხელფასს.
და ბოლოს, თუკი ისე მოხდა, რომ ჰაერის სტიქიის ნიშანი შეგხვდათ უფროსად - ანუ ტყუპი, მერწყული ან სასწორია თქვენი უშუალო შეფი გაითვალისწინეთ, რომ დღიდან სამსახურში აყვანისა თქვენი პოზიცია, ხელფასი და თავად ოფისის ადგილმდებარეობაც კი არაერთგზის შეიცვლება. "ჰაერებს" მრავალფეროვნება უყვართ. შესაბამისად, თუკი ისეთი ადამიანების რიცხვს განეკუთვნებით, ვინც სტაბილურ და მშვიდ ადგილს ეძებს პროფესიულად, აჯობებს მიწის სტიქიის ნიშნებისკენ გადაინაცვლოთ. სამაგიეროდ, ჰაერის ნიშნებთან მაქსიმალურად მოგეცემათ კრეატიული უნარების, შემოქმედებითი პოტენციალისა და თავისუფალი აზრის გამოთქმის საშუალება. ჰაერის სტიქიის უფროსმა შესაძლოა ხშირად ვერ გაიხსენოს თქვენი გვარი ან თანამდებობა, სამაგიეროდ, მეგობრულად მოგიკითხვათ შეხვედრისას და არასოდეს იგრძნობთ მასთან იერარქიულ ბარიერს, როგორც ხელქვეითი უფროსთან ურთიერთობაში.