ამქვეყნად ადამიანი ვისთვისაც მეგობრობა და კარგი მეგობრების ყოლის ალბათობა ცხოვრებაში ერთ-ერთი, პრიორიტეტული თემა არ გახლავთ. თუმცა ასტროლოგები თვლიან, რომ არსებობს კონკრეტული ზოდიაქოს ნიშანი რომლის წარმომადგენლებსაც მეგობრობა ამ ქვეყნად ყველაზე უკეთ ესმით და მათი უმრავლესობა საუკეთესო მეგობრები არიან.
1. ის ჭეშმარიტი მეგობარია "მოწოდებით" - მერწყული ზოდიაქოს მეთერთმეტე სახლს მართავს, რომელიც თავის მხრივ მეგობრებს შეესაბამება. ხოლო ურანი, რომელიც მერწყულის მმართველია თავის მხრივ ყველანაირი ტიპის ჯგუფებსა და გაერთიანებებზეა პასუხისმგებელი. ამიტომ მერწყულებს შორის ვერ იპოვნით ადამიანს, ვისაც გარშემო დიდი სამეგობრო არ ახვევია და ზოგადად, ხალხთან ურთიერთობა მათთვის უმთავრესი პრიორიტეტია.
2. მასთან მეგობრობა ადვილია - მერწყული თავისუფლებისმოყვარული, ორიგინალური და ექსცენტრიკული ინდივიდია. იგი კონტაქტური და კომუნიკაბელურია, თუმცა იშვიათად ახასიათებს ეჭვიანობა და მესაკუთრული გრძნობები. მეგობარი მერწყული არასოდეს მოგაბეზრებთ თავს საკუთარი პრობლემებით, თუმცა იგივეს არც თქვენგან აიტანს დიდი დოზით. მასთან მეგობრობა ადვილი და სასიამოვნოა. როცა გჭირდებათ ყოველთვის იქნება თქვნთან, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენი მეგობრობა ოცდაოთხსაათიან კომუნიკაციას უნდა გულისხმობდეს.
3. გულმოწყალე და მიმტევებელია - ალბათ ერთ-ერთი, ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებაა ეს მეგობრობაში. მერწყული არასოდეს განეკუთვნება აგრესიული და ბოღმიანი ადამიანების კატეგორიას. იგი იშვიათად იცვლის ვინმეზე მარტივად შეხედულებას და აზრებს. ამიტომ ძალიან ბევრი სისულელე უნდა ჩაიდინოთ საიმისოდ, რომ მეგობარი მერწყული გადაიმტეროთ. ამ შემთხვევაშიც იგი უსაზღვროდ გულმოწყალე და ჰუმანური იქნება თქვენთან. რაც იმას ნიშნავს, რომ არასოდეს დაიწყებს თქვენზე შურისძიებას. უბრალოდ გარკვეულ დისტანციას დაიკავებს სამომავლოდ ურთიერთობაში.