სამი მიზეზი იმისა თუ რატომ უნდა გაჰყვეთ ცოლად თხის რქა მამაკაცს

სამი მიზეზი იმისა თუ რატომ უნდა გაჰყვეთ ცოლად თხის რქა  მამაკაცს

გამოირჩევა ინდივიდუალიზმით. ხასიათის ძირითად შტრიხებს კი ჩვენში, ჩვენი ზოდიაქოს მმართველი პლანეტები აყალიბებენ ხოლმე. თხის რქა ზოდიაქოს მეათე ნიშანია, რაც სიმბოლურად ზენიტს - კარიერულ მწვერვალს შეესაბამება. ამიტომაც არიან თხის რქები თავგადაკლული კარიერისტები და "ვორკოჰოლიკები". ზოგიერთ თხის რქა მამაკაცს იმდენად პრიორიტეტულად მიაჩნია კარიერა, რომ დრო არც კი რჩება პირადი ცხოვრებისთვის. თუმცა, მიუხედავად ამისა, თხის რქა როგორც ქმარი ბევრი ქალისთვის შეიძლება იყოს იდეალური პარტნიორი და ჩვენ სამ, უმთავრეს მიზეზს გაგანდობთ საიმისოდ, რომ აქტიურად ეცადოთ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული, ხშირად საშინლად მოუცლელი მამაკაცის გულის მოგებას...

1. ის ამტანია - ალბათ ცოტა მოიძებნება ამქვეყნად ქალი, თუნდაც ყველაზე ძლიერი და ემანსიპირებული რომ არ ოცნებობდეს მასზე უფრო ძლიერ, სტაბილურ და გაწონასწორებულ მამრზე. თხის რქა კი ზუსტადაც რომ ასეთია. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გამძლე და ამტანი ზოდიაქოს ნიშანი. თხის რქას საკუთარ თავზე დიდი პასუხისმგებლობის აღება შეუძლია და არამხოლოდ შეუძლია, ის ყოველთვის პირნათლად ასრულებს საკუთარ თავზე აღებულ მოვალეობებს.

2. ის ერთგულია - ზოდიაქოს ამ ნიშნით, იშვიათი მონოგამიურობით გამორჩეული კაცები ევლინებიან ქვეყანას. თხის რქა ჯიუტი და პრინციპულია ყველაფერში, მათ შორის სასიყვარულო ურთიერთობებშიც. მას ძალა შესწევს ცოლის ერთგული იყოს მაშინაც კი, თუ ეს უკანასკნელი დაავადდა ან სხვა რაიმე მიზეზის გამო, ვეღარ ახერხებს საკუთარი მოვალეობების შესრულებას.

3. ის მზრუნველია - დიახ, დიახ და ნუ აგერევათ მზრუნველობა მის ცივ ხასიათში. თხის რქა სიყვარულს ენის მოჩლექით ვერასოდეს გამოხატავს. სამაგიეროდ, ზუსტად ის და არავინ სხვა იზრუნებს იმაზე, რომ თქვენ და თქვენ შვილებს ცხოვრებაში ყველაფერი საუკეთესო გქონდეთ და ამისთვის ეს კაცი მზადაა იშრომოს დაუღალავად.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?