და კორპორაციებში ყოჩაღი, განათლებული და გამჭრიახი კადრი ძნელად მოიძებნება. კარგი იქნებოდა, ასტროლოგიური მონაცემებისთვისაც გადაეხედა ამა თუ იმ კომპანიის ხელმძღვანელობას. იმიტომ რომ, ზუსტად ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით შეიძლება შევარჩიოთ საუკეთესო მენეჯერი და ადამიანი, ვისაც ორგანიზატორული ნიჭი და მართვის უნარი დაბადებიდანვე სისხლში აქვს გამჯდარი. ის კი, რაც ორგანულია ბავშვობიდან ამა თუ იმ ინდივიდისთვის, შესაძლებელია სამომავლოდ მისთვის სოლიდური შემოსავლის წყაროდ იქცეს. დღეს სამ ზოდიაქოს ნიშანზე ვისაუბრებთ, ვისაც მსგავსი ტიპის ტალანტი ასტროლოგიურად გააჩნია.
ლომი - ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც მზე უწევს "მფარველობას" ასტროლოგიურად დაჯილდოებულია ლიდერის თვისებებით, თუმცა მათში ასევე არის გასაოცარი პასუხისმგებლობის გრძნობა და უნარი თავდადების, ბრძოლისუნარიანობის მაგალითი მისცენ სხვებს. ლომები შესანიშნავი უფროსები და მენეჯერები არიან. ისინი აღმერთებენ სხვების მართვას, ამასთან მოსწონთ სტატუსი, რომელიც მათ გარშემო მყოფებზე შეფობას ავალდებულებს. ყველა ლომმა ზუსტად იცის ვის, რომელ რგოლს და თანამშრომელს რა უნდა დაავალოს კონკრეტულად, საიმისოდ, რომ საბოლოო ჯამში საქმე კარგად, დროულად და დასახულ ვადებში გაკეთდეს ყველა დეტალის გათვალისწინებით.
მშვილდოსანი - მისი სტიქია დღესასწაულების მოწყობაა. ამიტომ ამ ადამიანის პოტენციალი ძირითადად აჯობებს ივენთ-მენეჯერის ან პიარ-განყოფილების უფროსის პოზიციაზე დააკაოთ. მშვილდოსანი ქარიზმატული, კარგი ორატორული ნიჭით დაჯილდოებული ნიშანია, მას უყვარს სხვებისთვის ჭკუის სწავლება და ზოგადად დემაგოგია მისი სტიქიაა. ამასთან ერთად, იგი ადვილად იმსახურებს ადამიანთა სიმპათიებს და ყოველთვის ახერხებს, შეცდომების დაშვების მერეც კი გარშემო მყოფებში ალალი და კარგი ადამიანის სახელი შეინარჩუნოს. იგი გულწრფელი, ბავშვურად ლაღი და მხიარულია. დაჯილდოებულია მოსწრებული ენით და სიტყვაკაზმულობით. ამიტომ მშვილდოსანი მენეჯერულ პოზიციაზე ნებისმიერი კომპანიისთვის მომგებიანი სვლა იქნება.
მერწყული - მეგობრული, კომუნიკაბელური და საოცრად ნიჭიერი ხალხის ზოდიაქოა. მერწყულს ურანი მართავს, ამიტომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს გასაოცარი, კოსმოპოლიტური აზროვნება და მომავლის ხედვა გააჩნიათ, რაც ბევრი კომპანიისთვის შეიძლება იქცეს ე.წ. "ოქროს საბადოდ" ამ ადამიანის აქტიურ პოზიციაზე დასაქმების შემთხვევაში. თუმცა, უნდა გახსოვდეთ, რომ მერწყულს არაორდინარულობა ახასიათებს და მისთვის ჩვეულებრივი სამუშაო გრაფიკი ხშირად აბსოლუტურად მიუღებელიც კია. მენეჯერის პოზიციაზე მისი დანიშვნა მისაღებია იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მერწყული გუნდური მოთამაშის სულისკვეთებით დაჯილდოებული ნიშანია. ურანი მისი მმართველი პლანეტა ყოველგვარი ტიპის ჯგუფურობას და კოლექტივიზმს უწევს მფარველობას. თუმცა, თუკი მერწყულს რაიმე ტიპის ძალაუფლებას მიანიჭებთ, გახსოვდეთ იმის საშუალებაც უნდა მისცეთ, რომ დრო და რესურსი ჯგუფში საკუთარი შეხედულებისამებრ გადაანაწილოს.