სახალისო ტესტები შესთავაზოს. ამჯერადაც არ დავარღვევთ ტრადიციას და კიდევ ერთ საინტერესო ტესტს გთავაზობთ. ტესტის გასავლელად საჭიროა მოიმარაგოთ სუფთა ფურცელი, კალამი ან ფანქარი და დაიწყოთ ხატვა. არ აქვს მნიშვნელობა გაქვთ თუ არა ხატვის ნიჭი, სურათზე მარტივი ფიგურა უნდა გამოსახოთ ეს არის კაკტუსი.
დახატეთ? ნახატი წინ დაიდეთ და მოდით, შედეგებს გადავხედოთ:
პოზიციონირება
თუკი ნახატი ფურცლის შუაგულზეა განთავსებული ეს იმას ნიშნავს, რომ ჯანსაღი თვითშეფასება გაგაჩნიათ. თავთან თანხმობაში ცხოვრობთ და კომპლექსების რაოდენობაც მინიმუმამდე გაქვთ დაყვანილი.
თუკი ნახატი ფურცლის ზედა მხარესაა აწეული ეს ლიდერობისკენ მოთხოვნილებაზე მეტყველებს. ხოლო ქვემოთ – ფურცლის კიდეზეა "მიწებებული" კაქტუსი საკუთარ თავში დაურწმუნებელ და მერყევ პიროვნებას ნიშნავს. მარცხნივ გადახრილი ან ფურცლის მარცხენა მხარეს დახატული კაქტუსი ინტროვერტის თვისებებზე მიუთითებს. მარჯვნივ მიმართულ კაქტუსს კი ექსტრავერტები ხატავენ.
ზომა
კაქტუსის ზომა ადამიანში არსებულ თვითგამოხატვის ნიჭზე და ამბიციებზე მეტყველებს. რაც უფრო მსხვილი და დიდია კაქტუსი, მით უფრო მაღალია თქვენში პრინციპულობის და ამბიციების დონე.
სახლის თუ უდაბნოს ბინადარი
თქვენი კაქტუსი რა პირობებში იზრდება? თუ იგი ოთახის ყვავილია და ფერად, მხიარულ ქოთანში მოათავსეთ მყუდრო სამზარეულოში ეს იმას ნიშნავს, რომ ოჯახური სიმყუდროვის, სიმშვიდისა და უხმაურო ცხოვრების მოყვარული ხართ. თქვენნაირი ინდივიდები, როგორც წესი, კარგი მეოჯახეები და მეუღლეები არიან.
თუ კაქტუსი უდაბნოში "დარგეთ", ეს იმას ნიშნავს, რომ თავისუფლება და დამოუკიდებლობა თქვენთვის ამქვეყნად ყველაფერზე მაღლა დგას და ხშირად, ოჯახის შექმნის შიში სწორედ ამ ფაქტორს ეფუძნება თქვენში. დაოჯახებული ადამიანის შემთხვევაში კი მსგავსი კაქტუსი, იმას ნიშნავს, რომ იგი მეორე ნახევრისგან მაქსიმალურად ითხოვს "პირადი სივრცის" ხელშეუხებლობას.
თუ კაქტუსი ნახატზე "არსაიდან" ამოიზარდა – ანუ მისი ხატვა პირდაპირ ფურცლის ძირიდან დაიწყეთ და კონკრეტულად არ გაქვთ მითითებული გარემო, რომელშიც იგი იზრდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ასეთ ადამიანს მხოლოდ საკუთარი თავის იმედი აქვს ცხოვრებაში და იშვიათად ენდობა ვინმეს. ასეთ ხალხს არც ოჯახის შექმნისკენ მიუწევს გული მაინცდამაინც ან გარკვეული პრობლემები გააჩნია საოჯახო ურთიერთობების კუთხით.
ეკლები
ეკლები თქვენი ნახატის უმთავრესი "გასაღებია" – ამიტომ იმის მიხედვით, თუ როგორი, რამდენად ხშირი და ბასრი ეკლებითაა "აღჭურვილი" თქვენი კაქტუსი, განისაზღვრება თქვენს ხასიათში აგრესიისა და სიცოცხლისუნარიანობის დონე. თუკი ეკლებზე უფრო მეტი აქცენტი გაქვთ გაკეთებული, ვიდრე თავად კაქტუსზე ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი აგრესიულობის დონე საშუალოზე ბევრად მაღალი და ფრიად საგანგაშოა. იმ შემთხვევაში კი თუ ეკლები ალაგ-ალაგ, გონივრულ დისტანციაზე განათავსეთ როგორც ზოგადად კაქტუსის ერთ-ერთი "ღირსება", სავსებით გონივრული და ადექვატური გაბრაზება გახასიათებთ, იმ შემთხვევაში, როცა საქმე საკუთარი ინტერესების დაცვას შეეხება.
"შვილები" კაქტუსზე
როგორც ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, ე.წ. "შვილების" რაოდენობა კაქტუსზე, ადამიანში არსებულ დედობრივ (მამობრივ) ინსტიქტებს განაპირობებს. როგორც წესი, წანაზარდებით "მორთულ" კაქტუსს, ისეთი ადამიანები ხატავენ, ვისაც უკვე ჰყავს ოჯახში ერთი ან ორი ბავშვი. თუმცა, თუ თქვენ ჯერაც არ აგიღიათ საკუთარ თავზე, მშობლის ტვირთი და ნახატზე "დახუნძლული" კაქტუსი გამოსახეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე, სავსებით მზად ხართ მშობლის როლისა და მოვალეობისთვის.