იწყებს გააქტიურებას - თეთრი მთვარე, იგივე სელენა თხის რქის ზოდიაქოს დატოვებს და მერწყულის ზოდიაქოში გადაინაცვლებს. თეთრი მთვარე თავისი პრინციპებით როგორც წესი უმეტეს შემთხვევაში დამცავის ფუნქციას ასრულებს ამა თუ იმ ადამიანის ცხოვრებაში, თუმცა ზოგადი მასშტაბით მას გარკვეული წარმატების მოტანის ალბათობა და ამა თუ იმ ტიპის ურთიერთობებში მეტი პოზიტივის შემოტანის უნარიც მიეწრება.
ამიტომ მერწყულში სელენას გადასვლა, დიდწილად დააბალანსებს მისი ანტიპოდის - შავი მთვარის ამჟამინდელ ტრანზიტს ქალწულის ზოდიაქოში, რომელმაც არაერთი ადამიანის ცხოვრებაში მოიტანა ბიუროკრატიული, სამედიცინო თუ სამსახურებრივ-კორპორატიული პრობლემები . სელენა მერწყულში ასევე შეუწყობს ხელს ჟურნალისტების საქმიანობას და ზოგადად, მედიის როლი იმ პერიოდში ერთიორად გაიზრდება. თუმცა, რაკიღა საქმე თეთრი მთვარის ტრანზიტს ეხება მედიის წარმომადგენელთა საყურადღებოდ უნდა ითქვას, რომ აუცილებელია გადაამოწმოთ ნებისმიერი ინფორმაცია რომლის გაჟღერებასაც აპირებთ და დარწმუნებული იყოთ იმაში, რომ თქვენ მიერ გავრცელებული ნიუსი არავის პირად თავისუფლებას და ინდივიდუალიზმს არ შეურაცხყოფს .
ამ პერიოდში აქტიური გახდება ნებისმიერი სახის უმცირესობათა დაცვის და საზოგადოებაში მაქსიმალური ინტეგრაციის ხელშეწყობის საკითხი. ნაყოფიერი პერიოდია პოლიტიკური მოლაპარაკებების მშვიდობიანი გზით დასრულების მხრივ (გაიხსენეთ, მერწყული ყველაზე უკონფლიქტო ნიშანია ზოდიაქოს ნიშნებს შორის), არანაკლებ მომგებიანია სელენას მსგავსი ტრანზიტი არასამთავრობო სექტორის მუშაობის მხრივ. შესაძლოა სწორედ ამ პერიოდიდან ბევრ სოციალურ პროექტს ჩაეყაროს საფუძველი. მოიმატებს საზოგადოების ინტერესი ტელევიზიების მიმართ, განსაკუთრებით მოთხოვნადი კი ამ მხრივ გახდება თოქ-შოუს ტიპის გადაცემები, რომელთა ფორმატიც საზოგადოების ყველა სეგმენტზეა გათვლილი . გამოცხული არ არის, დღის სინათლე ახალმა, შინაარსობრივად აბსოლუტურად განსხვავებულმა გადაცემებმა და ტელე-არხებმა იხილონ.
სელენა მერწყულში აძლიერებს მეგობრების როლს და ფაქტორს ჩვენს ცხოვრებაში. ბევრი ჩვენგანის დღის წესრიგში შეიძლება დადგეს ძველ მეგობრებთან ურთიერთობის აღდგენა-გამყარების თემა, არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც, რომ სელენა მიმდინარე ტრანზიტისას ბევრ ადამიანს დაიცავს და რეალურ მინიშნებებს მისცემს იმის შესახებ, რომ ახალშეძენილი სამეგობრო (ან კონკრეტული მეგობარი) მისთვის მაინცდამაინც საიმედო არ იქნება მომავალში.