და ხასიათით განსხვავებულები არიან. ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით მათი დაყოფა საინტერესო ინფორმაციას გვაძლევს თითოეულ მათგანზე, თუმცა არსებობს სულ სხვა კლასიფიკაცია, რომელიც დაბადების თვის მიხედვითაა შედგენილი და ძალზე საინტერესო დეტალებს აღმოგაჩენინებთ საკუთარ თავში... მაშ ასე, მივყვეთ სტატიებს თანმიმდევრობით
სექტემბერი
ქვა- საფირონი
ძაღლი - კოკერსპანიელი
ყვავილი - ასტრა
სურნელი - დარიჩინიანი ორცხობილა
თუკი თქვენ სექტემბერში დაიბადეთ, ბუნებით კონსერვატორი იქნებით. სიამოვნებას იღებთ ცხოვრებისეული წვრილმანებისგან და ძალიან არ გიყვართ აჩქარება. გიყვართ ადამიანებზე დაკვირვება და საქმის ნება-ნება კეთება. შესაძლებელია ვიღაცას ძალიან აღიზიანებდეს თქვენი ეს აუჩქარებლობა და მეთოდური საქციელი. თქვენ აფასებთ კარგ მანერებს და მორალურად მდგრადი ადამიანები იწვევენ თქვენს აღფრთოვანებას. მოგწონთ სიმყუდროვე და ოჯახური სადილები. თანამედროვე ტექნოლოგიები ცოტა გაფრთხობთ და გაშინებთ. კარგად შეჩვეული ძველი გირჩევნიათ ყოველთვის, მიუჩვეველ ახალს. გიყვართ ბუნება და ხელოვნება.
სულ მალე თქვენს ცხოვრებაში დიდი ცვლილებები დაიწყება. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ თქვენს გზას უნდა გადაუხვიოთ. იცხოვრეთ თქვენი ცხოვრებით და ნუ აუჩქარებთ ფეხს. ცვლილებებს კი მშვიდად შეხვდით, რაც შესაცვლელია ის თავისთავად შეიცვლება.