ვერძი
ბევრჯერ, სიტუაცია იმის არეკვლას მოახდენს, რაც თქვენს სულში ხდება. მოუსმინეთ, რას გელაპარაკებიან ადამიანები, მათი ბაგეებიდან შესაძლოა დიდი ხნის მოუგვარებელი პრობლემის ამოხსნის საშუალება მოისმინოთ.
სექტემბერი იდეალური პერიოდია რომანტიკული ურთიერთობებისთვის. თქვენს მომხიბვლელობას წინ ვერაფერი აღუდგება.
კურო
თვის პირველი ნახევარი ბავშვებზე ზრუნვით იქნებით დაკავებულნი:სკოლა, კრება, სხვადასხვა წრეები... ასევე, სექტემბერში მოსალოდნელია საბედისწერო შეხვედრა. სექტემბერი საკმაოდ პროდუქტიული პერიოდია იმისთვის, რომ სამსახურში პოზიციები გაიმყაროთ. იმ შემთხვევაში, თუ შრომითი საკითხებით ნორმის ფარგლებში ხართ დაკავებულნი, არ გემუქრებათ ისეთი რამ, როგორიცაა საცხოვრებლის გამოცვლა. ასევე, ნუ შეუშინდებით ცვლილებებს. ისინი დადებით შედეგს მოიტანენ!
ტყუპი
ტყუპებს ასტროლოგი მოდუნებას და შვებულებაში გასვლას ურჩევს ოჯახთან ერთად, ან მარტო. ეს თვე ასევე კარგია საცხოვრებლის მოსაწყობად, რემონტისთვის, ნივთების შესაძენად, რაც თქვენს ცხოვრებას უფრო გაალამაზებს.
სექტემბერში ყურადღება უნდა მიაქციოთ ჯანმრთელობას. შესაძლოა გადატანილი გაციების შედეგად გართულებებმა იჩინონ თავი. კარგი იქნება თუ ვარჯიშს დაიწყებთ.
კიბო
კიბოებს აქტიური, მაგრამ დაძაბული პერიოდი ელით. ნუ შეჩერდებით მიღწეულ შედეგებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ისიც დაკარგოთ, რაც გამოიმუშავეთ. თამამად შეგიძლიათ შვებულებით ისარგებლოთ, მაგრამ ტელეფონი გამორთეთ, რომ სხვადასხვა პრობლემებით არ შეგაწუხონ.
თვის მეორე ნახევარი კარგი პერიოდია უძრავი ქონების ან ავტომობილის შესაძენად. არაა გამორიცხული, რომ სრულიად შეიცვალოთ კვებითი ჩვევები და შესაძლოა ფიტნესმაც გაგიტაცოთ.
ლომი
სექტემბერში ლომები კარგ შემოსავალს მიიღებენ. თამამად დახარჯეთ ფული საყიდლებზე, რომლებიც კარგ განწყობას შეგიქმნიან.
2019 წლის სექტემბერი რომანტიკის და ურთიერთობების განახლების პერიოდია:ინტიმური ხასიათის სიურპრიზებს მრავლად მიიღებთ და ახალ ნაცნობებსაც შეიძენთ. თქვენს ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება, შესაძლოა, მხოლოდ ძალების აღდგენა დაგჭირდეთ, რაშიც დასვენება დაგეხმარებათ.
ქალწული
ქალწულებმა პირველ რიგში საკუთარ თავს უნდა მიხედონ.წადით სილამაზის სალონში, ჩაეწერეთ მასაჟის კურსზე ან ცურვაზე. ახალი წამოწყებები კარგად დამთავრდება, როგორც რომანტიკულ სფეროში, ისე სამსახურში.
თვის მეორე ნახევარში მოსალოდნელია მივლინება ან დასასვენებლად წასვლა, რაც პოზიტიურ ემოციებს მოგიტანთ.
ჯანმრთელობა არ გიმტყუნებთ!
სასწორი
თვის პირველი ნახევარი კარგი პერიოდია მოგზაურობისთვის, სხვაგან გადასასვლელად ან საბუთების შესაგროვებლად. შესაძლოა, რაღაც საიდუმლო გამჟღავნდეს. ასევე, შესაძლოა წარსულიდან ვინმე ხელახლა გამოჩნდეს. შეინარჩუნეთ საღი აზრი და არ აჰყვეთ ემოციებს.
თვის დასაწყისში თქვენი ყურადღება და ფინანსური დახმარება შესაძლოა თქვენს ნათესავებს და ახლობლებს დასჭირდეთ. რა თქმა უნდა, თქვენ ყოველ ჯერზე მზად ხართ მათ დაეხმაროთ, მაგრამ ამ შემთხვევაში მათაც უნდა მოსთხოვოთ სანაცვლოდ მხარდაჭერა, ასე მომავალშიც უფრო მეტ პატივისცემას დაიმსახურებთ.
მორიელი
სექტემბერში იმ ადამიანებისგან უნდა გათავისუფლდეთ, რომლებიც უკვე "დაძველდნენ". თვის პირველ რიცხვებში მოსალოდნელია ცვლილებები ქორწინებაში, პარტნიორობასა და საერთო კავშირებში. უფრო მეტად დააფასებთ დამოუკიდებლობას და თავისუფლებას. თქვენი წრე ისეთი ადამიანებით შეივსება, რომლებიც არატრადიციულად აზროვნებენ.
მრავალწლიან ურთიერთობას გამოცდა ელით. ყურადღებით მოეპყარით საკუთარ ჯანმრთელობას. ეცადეთ, სწორად იკვებოთ და 8 საათზე ნაკლები არ იძინოთ.
მშვილდოსანი
სექტემბერში მშვილდოსნებს ცოტა გაუჭირდებათ გარშემომყოფებთან ურთიერთობა, თითქმის ყველა სფეროში, და შესაძლოა პროტესტის გრძნობა გაუჩნდეთ. შესაძლოა რუტინამ ძალიან გაგაღიზიანოთ. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ეცადეთ საყვარელი საქმით დაკავდეთ. ყველაფერი მოგვარდება.
თვის მეორე ნახევარში საინტერესო შეხვედრა გელით, რომელიც შესაძლოა ახალ ურთიერთობაში გადაიზარდოს. სასურველია სექტემბერში ძალები კარიერისკენ მიმართოთ, ეს წარმატებას მოგიტანთ.
თხის რქა
თხის რქებმა სექტემბერში პირველ რიგში საკუთარ თავსა და იმაზე უნდა იფიქრონ, თუ როგორ გრძნობენ თავს და მხოლოდ შემდეგ მიხედონ თავის ამბიციებს. ამ თვეში იზრდება რისკი, რომ თხის რქებმა ორგანიზმი შრომით გადატვირთონ. შეეცადეთ სამუშაოს დასვენებაც შეუნაცვლოთ და აკეთეთ ის, რაც სიამოვნებას განიჭებთ.
კარგი იქნება თუ ისწავლით იმას, რასაც უკვე დიდი ხანია აპირებდით და მრავალჯერ გადადეთ. ჩაეწერეთ სხვადასხვა კურსებზე. ახალი ჩვევები შესაძლოა უახლოეს მომავალში გამოგადგეთ. ფინანსებს რაც შეეხება, ყველაფერი რიგზე იქნება.
მერწყული
სექტემბერში დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი, რომელიც გრძნობებს უკავშირდება. შესაძლოა რომანი იმის გამო დასრულდეს, რომ მისგან საკმარის ემოციებს ვეღარ იღებთან ისეთ ადამიანს დაუახლოვდეთ, რომელსაც უკვე წლებია იცნობთ.
ასევე, შესაძლებელია კარიერული წინსვლა, მაგრამ ეს რომ მოხდეს სიზარმაცეს ტავი უნდა დააღწიოთ. იყავით პუნქტუალური, გამოიჩინეთ ყურადრება და ყველაფერი კარგად იქნება.
თევზები
კარიერაში შესაძლოა დაბრკოლებებს წააწყდეთ, რაიმე უპირატესობა დაკარგოთ და იმისთვის, რაც აქამდე უფასოდ გქონდათ, ფულის გადახდა მოგიწიოთ. ეს სიხარულს არ მოგიტანთ, მაგრამ კარგი ცხოვრებისეული გაკვეთილი იქნება, რომელიც უფრო დიდი უსიამოვნებებს აგარიდებთ და საინტერესო ადამიანებთან დაგაახლოებთ. ყურადღებას ნუ მიაქცევთ რას იტყვიან სხვები, ენდეთ საკუთარ თავს.
პირად ცხოვრებაში დადებითი ცვლილებებია მოსალოდნელი. თავისი მომხიბვლელობის წყალობით თევზები შეძლებენ ის ადამიანები მალე მოხიბლონ, რომლებიც მანამდე შორიდან მოსწონდათ. დაოჯახებულმა თევზებმა დაგეგმეთ გამოსასვლელი დღეები საყვარელ ადამიანებთან ერთად. ეს თქვენს ურთიერთობას გამოაცოცხლებს და უთანხმოებისგან გიხსნით.