აბა, მონახეთ თქვენი ნიშანი და ნახეთ რა გელით. ჩვენ კი წარმატებებას გისურვებთ.
გამორიცხული არაა ამბიციების გამო ვერძებმა პირად ცხოვრებაზე უარი თქვათ. ადრე ასე ხშირად ყოფილა, მაგრამ თუ ამ თვეში არ შეგეშინდებათ ვინმეზე ემოციურად გახდეთ დამოკიდებული, დაძლიოთ კომპლექსები და შიშები, იღბალი კარგ საჩუქარს გპირდებათ. დაქორწინებული ვერძები მეუღლის კეთილდღეობისთვის შეუძლებელს შეძლებენ.
თვის დასაწყისში დაქორწინებულებსა და შეყვარებულებს ურთიერთობა დაეძაბებათ. თავისუფლები კი ხანმოკლე სექსუალური თავგადასავლებით დაკმაყოფილდებიან. შუა თვეში სხვა საზრუნავები მოგემატებათ, მაგრამ თვის ბოლოს რეალურ და პოტენციურ სასიყვარულო პარტნიორთან გელით შეხვედრა და ურთიერთობის დაწყება.
კუროები ისეთი ურთიერთობების ჩამოყალიბებას შეძლებენ, რაც ადრე არ გამოსდიოდათ. თქვენ ძველი კავშირებიდან სწორ დასკვნებს გამოიტანთ და ახალ პარტნიორთან იმავე შეცდომებს აღარ დაუშვებთ. თუმცა, თუ თქვენს პარტნიორს თქვენს ქცევაში რაღაც არ მოეწონება, გულგატეხილი დარჩებით. დაქორწინებულმა კუროებმა მეუღლეებს, ქცევით და არა სიტყვით, უნდა დაუმტკიცონ, რომ ქორწინება და ოჯახი მათთვის უმთავრესია.
თვის დასაწყისში კუროებს ემოციების მოთოკვა და მუშაობა მოუწევთ. შუა თვეში უანგაროდ უნდა დაეხმაროთ საყვარელ ადამიანს. თვის ბოლოს საწინააღმდეგო სქესი იმედს გაგიცრუებთ და ამის გამო კონფლიქტი გელით.
მარტოხელა ტყუპი იმედგაცრუებული რომ არ დარჩეს, ჯერჯერობით თავი უნდა შეიკაოს შეყვარებულის გაჩენაზე. დაოჯახებულის მეუღლე უნდა შეეგუოს თქვენს საქციელს, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი მიტოვება, დროებით ან სამუდამოდ, მოგიწევთ.
თვის დასაწყისში ზედმეტად გულჩათხრობილი იქნებით. ბევრ რამეზე შეგეცვლებათ შეხედულება. შუა თვეში მოსალოდნელია სამსახურებრივი რომანი. თვის ბოლოსთვის სასიყვარულო ურთიერთობა დარეგულირდება და განწყობაც გაგიუმჯობესდებათ.
კირჩხიბები სახიფათო სიტუაციაში აღმოჩნდებით. ერთი მხრივ მიიღებთ იმას, რაზეც დიდი ხანი ოცნებობდით, მეორე მხრივ, უნდა შეეცადოთ არ დაკარგოთ და შეინარჩუნოთ იგი. ერთი არაადკვატური საქციელი და შეიძლება სამუდამოდ გამოემშვიდობოთ იმას, რისკენაც ისწრაფვოდით. შეძლებისდაგვარად არ გააცნოთ საყვარელ ადამიანს თქვენი მეგობრები. ხოლო თუ რომანს სამსახურში გააჩაღებთ, მაქსიმალურაად გაასაიდუმლოეთ იგი. დაქორწინებულებმა მეუღლეს საქმეების წარმართვაში უნდა დაეხმაროთ და გამორიცხული არაა, მისამართის შეცვლამ მოგიწიოთ.
თვის დასაწყისში ყველა კირჩხიბს პირად ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებები ელის. შუა თვეში გაფრთხილდით, რათა მეგობარმა მეორე ნახევართან ან არ გაგიფუჭოთ ურთიერთობა, ან საერთოდ არ წაგართვათ იგი. თვის ბოლოს ყველაფერი დალაგდება.
ლომს სექტემბერში მნიშვნელოვანი ცვლილებები გელით და შეიძლება ამ ცვლილების ინიციატორი თავადაც იყოთ. გაერკვევით, ვინ გინდათ იხილოთ მუდმივ პარტნიორად და იბრძოლებთ მისი გულის მოსაგებად. დაქორწინებულ ლომებს მცირე უსიამოვნებები ელით მეუღლეებთან.
თვის დასაწყისში სასიყვარულო საკითხებს თქვენს სასარგებლოდ მოაგვარებთ. შუა თვეში მხოლოდ საკუთარი კი არა, მეგობრებისა და ნათესავების პირადი ცხოვრების მოგვარებითაც იქნებით დაკავებული. თვის ბოლოს სერიოზული მოვლენა გელით პირად ცხოვრებაში.
ქალწული , რომელსაც უკვე ჰყავს საყვარელი ადამიანი სრულად მოექცევა მისი გავლენის ქვეშ. მარტოხელებს კი დაფიქრება მართებთ. ხართ მზად, რომ საყვარელი ადამიანის გამო რაღაცებზე უარი თქვათ. სხვათა შორის, სექტემბერში რამდენიმე საინტერესო ნაცნობობა გელით.
თვის დასაწყისში ერთმანეთთან შეგუების პერიოდი გექნებათ და ხანდახან კამათიც მოგიწევთ. შუა თვეში საყვარელ ადამიანთან ერთად განიხილეთ და მოაგვარეთ ყველა პრობლემა. თვის ბოლოს, წვეულებაზე ისეთ ადამიანს გაიცნობთ, რომელიც ნამდვილ სიყვარულს გაზიარებთ.